Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 8

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 8

ის ემზადება ახალ სამყაროში მოსავლენად - ორსულობის 8 თვე

ნაყოფი ±45 სმ-მდე იზრდება, წონაში ±2250 გრ-ს აღწევს.

ორსულობის მე-8 თვის 1 კვირის განმავლობაში

ნაყოფი იკავებს საშვილოსნოში თავის საბოლოო მდებარეობას, ნორმაში ეს მდებარეობა თავით წინამდებარეობად მოიხსენიება და ნიშნავს, რომ მისი პატარა თავი მიმართულია საშვილოსნოს ყელისკენ ანუ ქვემოთ.

ნაყოფის ტვინის მოცულობა ზრდასრული ადამიანის ტვინის 25%-ს აღწევს.

ორსულობის მე-8 თვის 2 კვირის განმავლობაში

ნაყოფი აქტიურად იზრდება, ძლიერდება ნივთიერებების მარაგების შექმნის პროცესი.

ნაყოფის იმუნური სისტემა იწყებს თანდაყოლილი იმუნური პასუხის გამომუშავებას - დიფერენცირდება სხვადასხვა ჯგუფის ლიმფოციტები და გროვდება ანტისხეულები.

ორსულობის მე-8 თვის 3 კვირის განმავლობაში

მთავრდება ნაყოფის ძვლების კალციფიკაცია, წარმოიქმნება ძვლების წანაზარდები და ჩანაჭდევები, შუბლის ბორცვები.

ორსულობის მე-8 თვის 4 კვირის განმავლობაში

ქრება ნაყოფის დღენაკლულობის ნიშნები: ყურის ნიჟარებს აქვს დამახასიათებელი უნიკალური მოხაზულობა, ფრჩხილები ჩამოსულია და ფარავს თითების საფრჩხილე საწოლს.

ნაყოფის სხეულის ყველა ნაწილი და ორგანო პროპორციულად მატულობს წონაში და სიგრძეში.


© 2015 ყველა უფლება დაცულია