პატარებისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა განსაკუთრებით უსაფრთხო უნდა იყოს, რადგან ახალშობილის კანი საოცრად მგრძნობიარეა. გაღიზიანება შესაძლოა გამოიწვიოს როგორც აგრესიულმა ქიმიურმა, ასევე მცენარეულმა კომპონენტებმა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო კოსმეტიკა არ შეიცავდეს მავნე სინთეზურ დანამატებს, ხოლო ნატურალური კომპონენტები ისე იყოს შერჩეული, რომ არ გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. სწორედ ასეთი დაბალანსებული შემადგენლობა აქვს „ნაშა მამას“ საბავშვო კოსმეტიკას, რომელიც სიცოცხლის პირველივე დღიდან გამოიყენება.
ვინაიდან კოსმეტიკური საშუალებების ძირითად შემადგენელ ნაწილს წყალი წარმოადგენს, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სუფთაა იგი. „ნაშა მამას“ კოსმეტიკაში გამოყენებულ წყალს დამატებული აქვს ვერცხლის იონები, რომელიც ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და ახალშობილთა ნაზი კანისთვისაც კი უსაფრთხოა.
„ნაშა მამას“ კოსმეტიკაში გამოყენებული მცენარეები იზრდება ჩვენი რეგიონისთვის მისაღებ კლიმატურ ზონაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ესეც ერთგვარი გარანტია ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად. მცენარეების კომპლექსები ისეა შერჩეული, რომ კანზე მათი ექსტრაქტების დადებითი ზემოქმედება კიდევ უფრო ეფექტურია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაშა მამას“ დასაბანი საშუალებები არ შეიცავს აგრესიულ ანტიმიკრობულ კომპონენტს - ტრიკლოზანს.
კოსმეტიკის ჰიპოალერგიულობას განაპირობებს მასში საღებავებისა და არომატიზატორების არარსებობა.
ასორტიმენტში არის როგორც ნორმალური, ასევე მგრძნობიარე და პრობლემური კანის მოსავლელი საშუალებები.
გულწრფელად გვჯერა, რომ იზრუნებთ თქვენი პატარას ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და „ნაშა მამას“ უნიკალური კოსმეტიკიდან აუცილებლად შეარჩევთ მისთვის საჭირო საშუალებებს!
საბავშვო აბაზანის ქაფი მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის "ნაშა მამა" - არტ. 3130 300 მლ
საბავშვო აბაზანის ქაფი "ნაშა მამა" - არტ. 3530 300 მლ
განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ახალშობილთა ნაზ კანს იცავს გაღიზიანებისგან, არ არღვევს ჰიდროლიპიდურ ბალანსს. არ იწვევს ცრემლდენას, გამოიყენება როგორც ტანის, ასევე თავის დასაბანად.
საბავშვო დასაბანი გელი მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის "ნაშა მამა" - არტ. 3125 250 მლ
განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ხსნის გაღიზიანებას და სიწითლეს, ამშვიდებს , ანოტივებს და არბილებს ახალშობილის ნაზ კანს.
საბავშვო შამპუნი მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის "ნაშა მამა" - არტ. 2130 300 მლ
საბავშვო შამპუნი "ნაშა მამა" - არტ. 2530 300 მლ
ნაზად ასუფთავებს თმას და თავის კანს. თმას არბილებს და ანიჭებს მოცულობას. ხელს უშლის კანის გაღიზიანებას. არ იწვევს ცრემლდენას.
საბავშვო საპნები "ნაშა მამა":
გვირილა და გულყვითელა - არტ. 0040 90 გრ
გვირილა და ქრისტესისხლა - არტ. 0043 90 გრ
გვირილა და ორკბილა - არტ. 0042 90 გრ
გვირილა და მრავალძარღვა - არტ. 0041 90 გრ
ნაზი საბავშვო საპონი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ზეთებისა და ცხიმებისგან. ადვილად ქაფდება, არ აშრობს ახალშობილის კანს, მდიდარია ნატურალური აქტიური კომპონენტებით. იდეალურია ახალშობილის მგრძნობიარე კანის ყოველდღიური ჰიგიენისთვის.
ანტიმიკრობული თხევადი საპონი მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის "ნაშა მამა" - არტ. 9125-1 250 მლ
ანტიმიკრობული თხევადი საპონი "ნაშა მამა" - არტ. 9525-1 250 მლ
თხევადი საპონი დამზადებულია რბილ დასაბან ფუძეზე, ნაზად ასუფთავებს ბავშვის მგრძნობიარე კანს, ხანგრძლივად იცავს ბაქტერიებისგან და არ იწვევს გაღიზიანებას.
სამკურნალო აბაზანები:
ბალახეული ექსტრაქტების ნატურალური კომპლექსი „გვირილა“ "ნაშა მამა" - არტ. 3000-1 1000 მლ
გააჩნია რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება. დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანის ანთებით პროცესებზე.
ბალახეული ექსტრაქტების ნატურალური კომპლექსი „ორკბილა“ "ნაშა მამა" - არტ. 3001-1 1000 მლ
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, დამამშვიდებელი მოქმედება. იდეალურია საფენქვეშა დერმატიტების და ბავშვის კანის გაღიზიანების და სიწითლის დროს.
ბალახეული ექსტრაქტების კომპლექსი „გვირილა, ორკბილა, ფარსმანდუკი“"ნაშა მამა" -არტ.3003-1-1000 მლ
სამკურნალო მცენარეული ექსტრაქტები კომპლექსურად იცავს ბავშვის კანს, ამცირებს გაღიზიანებას და გამონაყარს.
ბალახეული ექსტრაქტების ნატურალური კომპლექსი „პიტნა და შავბალახა“ "ნაშა მამა" - არტ. 3004-1 1000
გააჩნია რელაქსაციური და დამამშვიდებელი მოქმედება. ხელს უწყობს ახალშობილის სწრაფად ჩაძინებას და მშვიდ ღრმა ძილს. პიტნას გააჩნია მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება, შავბალახას - ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
საბავშვო კოსმეტიკური რძე მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის "ნაშა მამა" - არტ. 4115 150 მლ
საბავშვო კოსმეტიკური რძე - არტ. 4515 150 მლ
მსუბუქი კონსისტენციის გამო ბავშვის სახისა და ხელების კანი სწრაფად იწოვს რძეს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ანოტივებს, კვებავს და ამშვიდებს ბავშვის ნაზ კანს, ხელს უწყობს ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს.
საბავშვო კოსმეტიკური კრემი "ნაშა მამა" - არტ. 1131 100 მლ
იდეალურია ბავშვის სახისა და ხელის კანის მოსავლელად. კრემის შემადგენელი კომპონენტები კანს ანოტივებს და უნარჩუნებს ელასტიურობას.
სპეციალური კრემი მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის "ნაშა მამა" - არტ. 1111 100 მლ
კრემი ამშვიდებს და არბილებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები (ატმის და ქაცვის ზეთი, გვირილის, გულყვითელას, ორკბილას ექსტრაქტები, A და E ვიტამინები, ბისაბოლოლი) ამცირებს კანის სიმშრალეს და სიწითლეს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჰიდროგენიზებული ზეთი-სპრეი მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის "ნაშა მამა" - არტ. 5125-1 250 მლ
ჰიდროგენიზებული მსუბუქი ზეთი-სპრეი "ნაშა მამა" - არტ. 5525-1 250 მლ
ზეთი ნაზად ზრუნავს ახალშობილის კანზე, არბილებს და ანოტივებს მას. კარგად იწოვება და კანზე არ ტოვებს ცხიმოვან ბზინვარებას. აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს აქერცვლას.
გაღიზიანების საწინააღმდეგო კრემი სამმაგი ეფექტით "ნაშა მამა" - არტ. 1110 100 მლ
განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ეფექტურად იცავს ბავშვის ნაზ კანს გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან, სიწითლისა და გამოყელვისგან.
საფენქვეშა კრემი "ნაშა მამა" - არტ. 1112 100 მლ
საფენქვეშა კრემის შემადგენელი ბიოაქტიური კომპონენტები ბავშვის ნაზ კანს თეძოსა და საზარდულის არეში იცავს გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისა და გამოყელვისგან. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ხსნის სიწითლეს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. არ შეიცავს თუთიის ოქსიდს და არ აშრობს კანს.
საბავშვო პუდრი "ნაშა მამა" - არტ. 8510 100 გრ
საბავშვო პუდრი შექმნილია ბავშვის ნაზი კანის ხახუნისგან გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. შეიცავს ტალკს, სახამებელს, თუთიის ოქსიდს და გვირილის ექსტრაქტს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
თავის ფუფხის მოსაცილებელი ზეთოვანი გელი ჩვილებისთვის "ნაშა მამა" - არტ. 5130 30 მლ
ახალი თაობის ეფექტური კოსმეტიკური საშუალება ახალშობილთა თავის კანიდან უხეში ფუფხის რბილად მოსაშორებლად. შეიცავს ფიტოსკვალანს, წიწმატა სელის ზეთს, F ვიტამინს, ჩაის ხის ზეთის ეთერზეთებს. გელის შემადგენელი აქტიური ბიოკომპონენტები ანოტივებს, კვებავს და არბილებს თავის კანს, ასტიმულირებს თმის ზრდას. მსუბუქი კონსისტენციის გელის წასმა ადვილია და კარგად იწოვება კანის მიერ.
გამოყენების წესი: დაბანამდე 5-10 წუთით ადრე გელი დაიტანეთ პრობლემურ უბნებზე, ჩამობანეთ "ნაშა მამას" შამპუნით, დაბანის პროცესში ქერქი ფრთხილად მოაშორეთ სავარცხლით.
საბავშვო კრემი გასეირნებისთვის "ნაშა მამა" - არტ. 1141 100 მლ
კრემი იდეალურია ბავშვის კანის დასაცავად სეირნობის დროს ქარსა და ყინვაში.
კრემის შემადგენლობაში შემავალი ქაცვისა და ატმის ზეთი, A და E ვიტამინი და D-პანთენოლი ანოტივებს, კვებავს და არბილებს კანს. გააჩნია რეგენერაციული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
საბავშვო ჰიგიენური ტუჩსაცხი "ნაშა მამა" - არტ. 8535 3,5 გრ
ტუჩსაცხი საიმედოდ იცავს ბავშვის ტუჩის ნაზ კანს ქარის, ყინვისა და უამინდობის დროს. გვირილის და გულყვითელას ექსტრაქტი, ქაცვის და ყურძნის წიპწის ზეთი, A და E ვიტამინი ანოტივებს და კვებავს კანს, ხსნის გაღიზიანებას და ახორცებს მიკრობზარებს. ტუჩსაცხს იყენებენ როგორც ბავშვები, ისე უფროსები.
ფეხების გასათბობი კრემი "ნაშა მამა" - არტ. 1402 100 მლ
მაჩვის ქონის ბაზაზე დამზადებული სპეციალური კრემი ნატურალური კომპონენტებით ადაპტირებულია ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის. შეიცავს ალოე ვერას და წითელი წიწაკის ექსტრაქტს, ლავანდის ეთერზეთს, აბუსალათინის ჰიდროგენიზებულ ზეთს, E ვიტამინს და ქაფურს. კრემი ბავშვს ხანგრძლივად უნარჩუნებს სითბოს შეგრძნებას. იდეალურია ტერფების წერტილოვანი მასაჟისთვის.
იდეალურად იცავს ბავშვის კანს მზის სხივებისგან. ორგანული, არაორგანული და ბუნებრივი ფილტრების სამმაგი სისტემა საიმედო დაცვაა UVA და UVB სხივებისგან.
მზისგან დამცავი წყალგამძლე საბავშვო კრემი SPF30 "ნაშა მამა" - არტ. 1230 60 მლ
მზისგან დამცავი წყალგამძლე საბავშვო კრემი SPF40 "ნაშა მამა" - არტ. 1240 50 მლ
დამცველობით თვისებას ინარჩუნებს ზღვაში ან მტკნარ წყალში ბანაობის შემდეგაც. ქაფურას, ექინაცეას და სალბის ექსტრაქტი, ჩაის ხის ზეთი, E ვიტამინი და D-პანთენოლი კანს იცავს მზის სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან.
მზისგან დამცავი წყალგამძლე საბავშვო რძე "ნაშა მამა" - არტ. 4120 100 მლ
კანზე ადვილად წასასმელია, კარგად იწოვება, ტანსაცმელზე არ ტოვებს ლაქას. დამცველობით თვისებას ინარჩუნებს ზღვაში ან მტკნარ წყალში ბანაობის შემდეგაც.
გარუჯვის შემდგომი დამატენიანებელი დამამშვიდებელი საბავშვო რძე "ნაშა მამა" - არტ. 4110 100 მლ
სახისა და ტანის კანისთვის განკუთვნილი გარუჯვის შემდგომი რძე ინტენსიურად ანოტივებს ბავშვის კანს მზის პროცედურების შემდეგ. რძის შემადგენლობაში შემავალი გვირილის, გულყვითელას და ასკილის ექსტრაქტი ამშვიდებს გარუჯულ კანს. მსუბუქი კონსისტენციის გამო სწრაფად იწოვება, კანი ხდება რბილი და ელასტიური.
გარუჯვის შემდგომი აღმდგენი საბავშვო კრემ-ბალზამი "ნაშა მამა" - არტ. 4160 60 მლ
გამოიყენება გარუჯვის შემდგომ ან მზის დამწვრობის შემთხვევაში. ეფექტურად აღადგენს და არბილებს კანს. გვირილის ექსტრაქტს და ქაცვისა და ჩაის ხის ზეთს აქვს რეგენერაციული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. წყალმცენარეებისა და ალოე ვერას კომპლექსი ინტენსიურად ანოტივებს კანს და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. მენთოლის შემცველობა განაპირობებს კრემ-ბალზამის გამაგრილებელ ეფექტს.
კოღოებისგან დამცავი ემულსია "ნაშა მამა" - არტ. 1235 120 მლ
მიხაკის ეთერზეთის შემცველი ემულსია ბავშვის კანს იცავს მწერების კბენისგან. მის შემადგენლობაში შემავალი გვირილის და ფარსმანდუკის ექსტრაქტი მწერის ნაკბენის არეში ხსნის ქავილს და გაღიზიანებას, არბილებს, ამშვიდებს და ანოტივებს კანს. გააჩნია სასიამოვნო სურნელი, ტანსაცმელზე არ ტოვებს ლაქას. გამოიყენება 18 თვის ასაკიდან. მოქმედების პერიოდი 2 სთ.
კოღოებისგან დამცავი კრემი "ნაშა მამა" - არტ. 1234 100 მლ
მიხაკის ეთერზეთის შემცველი კრემი ბავშვის კანს იცავს მწერების კბენისგან. მის შემადგენლობაში შემავალი გვირილის და ფარსმანდუკის ექსტრაქტი მწერის ნაკბენის არეში ხსნის ქავილს და გაღიზიანებას, არბილებს, ამშვიდებს და ანოტივებს კანს. გამოიყენება 18 თვის ასაკიდან. მოქმედების პერიოდი 2 სთ.
სარეცხი ფხვნილი საბავშვო საპნის შემცველობით "ნაშა მამა"
არტ. 10090 900 გრ/ არტ. 10050 500 გრ/ არტ. 10200 200 გრ
დამზადებულია ქოქოსისა და პალმის ზეთის ბაზაზე. არ იწვევს ალერგიას. არ შეიცავს მავნე სინთეთიკურ დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორებს. გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ბავშვის ტანსაცმლის როგორც ხელით, ასევე ავტომატური რეცხვისთვის. ეფექტურად აშორებს ლაქებს და ადვილია გავლება.
ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხი საპონი "ნაშა მამა" - არტ. 0142 2X140 გრ
საპონი განკუთვნილია ბავშვის ტანსაცმლიდან ან თეთრეულიდან ლაქების მოსაშორებლად. 100% ნატურალურ მცენარეულ ბაზაზე დამზადებული საპონი ქსოვილზე არ ტოვებს რაიმე კომპონენტს, რომელმაც შესაძლოა გააღიზიანოს ბავშვის ნაზი კანი. არ შეიცავს არომატიზატორებს.
ლაქების ამომყვანი სითხე საბავშვო თეთრი და ფერადი ქსოვილებისთვის "ნაშა მამა" - არტ. 40500 500 მლ
შეიცავს მაღალი ხარისხის ბიოაქტიურ კომპონენტებს. აუფერულებს ნებისმიერი სახის ლაქას: ბავშვის საკვებიდან (ხილისა და ბოსტნეული ფაფა, რძე, კვერცხი და სხვ.) და სხვადასხა დაბინძურებიდან (შარდი, განავალი) წარმოქმნილს. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ქსოვილისთვის (ბამბა, სინთეთიკა, აბრეშუმი).
საბავშვო ჭურჭლის სარეცხი სითხე "ნაშა მამა" - არტ. 30550 500 მლ
ბიოლოგიურად აქტიური ნატურალური კომპონენტების შემცველი სპეციალურად შექმნილი ინოვაციური ფორმის საშუალება ბავშვის ჭურჭელს ეფექტურად აშორებს საკვების ნარჩენებს ცივი წყლის გამოყენებითაც კი. მის შემადგენლობაში შემავალი ალოე ვერას ექსტრაქტი არბილებს ხელის კანს.
სათამაშოების, საბავშვო მაგიდების და სხვა ღია ზედაპირების ანტიმიკრობული საწმენდი სითხე "ნაშა მამა" - არტ. 70502 500 მლ
მცენარეული ნივთიერებების ბაზაზე დამზადებული ბიოდეგრადაციული საშუალება სურნელის გარეშე. არ შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს.
გამოიყენება სათამაშოების (პლასტმასის, რეზინის), ბავშვის მაგიდის და სხვა საგნების გასაწმენდად. ანადგურებს მიკრობებს. ნივთების ზედაპირზე არ ტოვებს ნაკვალევს.
ხსნარი დოზატორის საშუალებით გაანაწილეთ დასამუშავებელი საგნის ზედაპირზე, გაწმინდეთ წყალში დასველებული ხელსახოცით და შეამშრალეთ.
ბავშვის ტანსაცმლის და თეთრეულის სარეცხი ფხვნილი ფოსფატების და ფოსფონატების გარეშე "ნაშა მამა"
არტ. 10380 380 გრ/ არტ. 10870 800 გრ
განსაკუთრებული ეკო ფორმულა დამზადებულია ბიო ენზიმების, მცენარეული საპნის და ჟანგბადის მათეთრებლისგან. ფხვნილი განკუთვნილია ბავშვთა თეთრეულისა და ფერადი ტანსაცმლის რეცხვისათვის მათი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. არ იწვევს ალერგიას, რადგან არ შეიცავს სინთეთიკურ დანამატებს, ქლორს და ფოსფორს. იდეალური საშუალებაა დალბობისათვის, ხელით და მანქანით რეცხვისათვის. ხელს უწყობს ბავშვებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ლაქების მოშორებას. შესანიშნავად ქაფდება და არ რჩება ქსოვილზე, ხელს უწყობს ქსოვილის სტრუქტურის შენარჩუნებას. არ აშრობს და არ აღიზიანებს ხელის კანს. ბიოდაშლადია.
ნატურალური ჰიპოალერგიული კოსმეტიკა ქალბატონებისთვის ფეხმძიმობის პირველივე თვეებიდან და მშობიარობის შემდგომ პერიოდში
“მამა კომფორტი” წარმოადგენს ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული ჰიპოალერგიული კოსმეტიკის სრულ სერიას ქალბატონებისთვის ფეხმძიმობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში კანისა და თმის მოსავლელად. მისი ინტენსიური მოხმარებით შესაძლებელია ტანზე სტრიებისა და დვრილებზე ნახეთქების წარმოქმნის თავიდან აცილება, საგრძნობლად მცირდება თმის ცვენა.
სტრიების საწინააღმდეგო კრემი ტანისთვის „მამა კომფორტი“ - არტ. 0220-1 100 მლ
ვიტამინების, მცენარეული ექსტრაქტებისა და ზეთების ბალანსირებული კომპლექსი ფეხმძიმობის პერიოდში ინტენსიურად კვებავს და ანოტივებს კანს, ზრდის მის ელასტიურობას და სიმკვრივეს. შავი კეწერას ექსტრაქტი და მწვანე ყავის ზეთი პრობლემურ ადგილებში აღადგენს კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურას. ჰიალურონის მჟავა ძლიერად ანოტივებს კანს და ხანგრძლივად აკავებს წყალს უჯრედშორის სივრცეში.
სტრიების საწინააღმდეგო გელ-კრემი „მამა კომფორტი“ - არტ. 0230 175 მლ
საუკეთესო საშუალებაა ფეხმძიმობის პერიოდში სტრიების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ბალანსირებული კომპლექსი ფეხმძიმობის პერიოდში ინტენსიურად კვებავს და ანოტივებს კანს, ზრდის მის ელასტიურობას და სიმკვრივეს. შავი კეწერას ექსტრაქტი და მწვანე ყავის ზეთი პრობლემურ ადგილებში აღადგენს კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურას. ამცირებს უკვე არსებულ სტრიებს. ჰიალურონის მჟავა ძლიერად ანოტივებს კანს და ხანგრძლივად აკავებს წყალს უჯრედშორის სივრცეში.
სტრიების საწინააღმდეგო ფიტოკომპლექსი „მამა კომფორტი“ - არტ. 9004-1
ფეხმძიმობის პერიოდში სტრიების წარმოქმნის თავიდან ასაცილებელი საშუალებების სრული კომპლექტი. მათ შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ბალანსირებული კომპლექსი ფეხმძიმობის პერიოდში ინტენსიურად კვებავს, არბილებს და ანოტივებს კანს, ზრდის მის ელასტიურობას და სიმკვრივეს.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის:
0210-1 სტრიების საწინააღმდეგო გელი მკერდისთვის
0230-1 სტრიების საწინააღმდეგო გელ-ბალზამი ტანისთვის
0220-1 სტრიების საწინააღმდეგო კრემი ტანისთვის
0250-1 შხაპის გელი
დვრილების მოსავლელი კრემი „მამა კომფორტი“ - არტ. 0205 30 მლ
ძუძუთი კვების დროს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება დვრილების მგრძნობიარე კანს. დვრილების მოსავლელი კრემი იდეალური საშუალებაა დვრილების გაღიზიანებისა და ნახეთქების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად და უკვე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. კრემში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ახორცებს ნახეთქებს, ხსნის გაღიზიანებას და აქერცვლას, კვებავს დვრილების მგრძნობიარე კანს და უბრუნებს ბუნებრივ სირბილეს.
მულტივიტამინური რეგენერაციული ზეთი ძუძუს თავების კვებისთვის მოსამზადებლად „მამა კომფორტი“ - არტ. 0103-1 30 მლ
მულტივიტამინური ზეთი კომპლექსურად ზრუნავს დვრილებზე და ამზადებს კვებისთვის.
ნატურალური მცენარეული ზეთები და ვიტამინების კომპლექსი (А, Е, F) ამდიდრებს და კვებავს დვრილების ნაზ კანს. ზეთის შემადგენელი აქტიური კომპონენტები ანოტივებს და არბილებს კანს, ასტიმულირებს რეგენერაციის ბუნებრივ პროცესს. ფეხმძიმობის პერიოდში ზეთის რეგულარული გამოყენება თავიდან აგაცილებთ ძუძუთი კვების დროს დვრილებზე ნახეთქების წარმოქმნას. მისი შემადგენელი კომპონენტები უსაფრთხოა ბავშვის პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაში.
ჰიგიენური ხელსახოცები მკერდის კვებისთვის მოსამზადებლად „მამა კომფორტი“ - არტ. 0340-1 20 ცალი
სტერილური ხელსახოცები შეუცვლელია მკერდის კვებისთვის მოსამზადებლად ნებისმიერ სიტუაციაში. ხელსახოცები გაჟღენთილია ახაშობილთათვის უვნებელი სპეციალური ლოსიონით (კამის ექსტაქტი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ვერცხლის იონები). მათი საშუალებით დამუშავების შემდეგ პირდაპირ არის შესაძლებელი ბავშვის ძუძუთი გამოკვება. ყოველი კვების წინ მკერდის ხელსახოცით დამუშავება უზრუნველყოფს არეოლების და მკერდის კანის სისუფთავეს. ხელსახოცებს გააჩნია ანტისეპტიკური და ჭრილობის შემახორცებელი თვისება.
მკერდის ულტრათხელი ერთჯერადი საფენი „მამა კომფორტი“ - არტ. 0330-1 30 ცალი
ორსულობისას და მშობიარობის შემდგომ ძუძუთი კვების პერიოდში უზრუნველყოფს იდეალურ დაცვას სისველისგან. უქსოვადი მასალისგან დამზადებული შიდა რბილი ფენა დვრილებს არ აღიზიანებს და არ ზღუდავს კანთან ჰაერის შეღწევას. შემწოვ შრეში არსებული სუპერაბსორბენტი სისველეს საფენში აკავებს და მკერდის კანს სიმშრალეს დიდი ხნით უნარჩუნებს. მკერდის ულტრათხელი ერთჯერადი საფენების სისქე სულ 1,5 მმ-ია, ტანსაცმლის ქვეშ უხილავია და მოსახმარად კომფორტული.
შხაპის გელი „მამა კომფორტი“ - არტ. 0250-1 300 მლ
სპეციალური შხაპის გელი რბილი ფუძით ნაზად ასუფთავებს, ანოტივებს, ამშვიდებს, კვებავს და არბილებს კანს. რეგულარული გამოყენებისას კანს უნარჩუნებს ელასტიურობას.
ინტიმური ჰიგიენის აერირებული ქაფი „მამა კომფორტი“ - არტ. 0195-1 150 მლ
აერირებული ქაფის მსუბუქი ჰაეროვანი კონსტიტენცია და რბილი დასაბანი ფუძე ნაზად ასუფთავებს და ანოტივებს კანს, უნარჩუნებს ოპტიმალურ PH-ს. ვერცხლის იონები აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს, იცავს პათოგენური ბაქტერიებისგან, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ყოველდღიური მოხმარებისას იდეალურად ადეზედორირებს, დიდი ხნით ტოვებს სიგრილის, სისუფთავისა და კომფორტის შეგრძნებას.
ხელისა და ფრჩხილების მკვებავი კრემი „მამა კომფორტი“ - არტ. 0291-1 100 მლ
ინტენსიურად და ხანგრძლივად ანოტივებს ხელის კანს, საიმედოდ იცავს გარემოს არასასურველი პირობებისგან, აუფერულებს უკვე არსებულ პიგმენტურ ლაქებს და ხელს უშლის ახლის წარმოქმნას. ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში ეფექტურდ კვებავს და აღადგენს კანს, ამაგრებს ფრჩხილებს და აღკვეთს მათ მტვრევადობას და განშრევებას.
ფეხების შეშუპების საწინააღმდეგო კრემ-ბალზამი „მამა კომფორტი“ - არტ. 0241-1 175 მლ
ანტივარიკოზული კრემ-ბალზამის ინოვაციური ფორმულა ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას. შეიცავს კაპილარების გამამკვრივებელი და ვენების მატონიზირებელი სპეციალური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. კრემ-ბალზამი ხსნის ფეხების დაღლილობას, შეშუპებას და ტკივილს. გააჩნია გამაგრილებელი მოქმედება.
თმის ცვენისა და მტვრევადობის საწინააღმდეგო შამპუნი „მამა კომფორტი“ - არტ. 0261-1 150 მლ
რბილ დასაბან ფუძეზე დამზადებული შამპუნი არეგულირებს სებოსეკრეციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამაგრებს თმის ძირებს და აღადგენს მის სტრუქტურას.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა “მამა კომფორტის” სერიის თმის ცვენისა და მტვრევადობის საწინააღმდეგო ბალზამთან ერთად მოხმარებით.
თმის ცვენისა და მტვრევადობის საწინააღმდეგო ბალზამი - კონდიციონერი „მამა კომფორტი“ - არტ. 0271-1 175 მლ
ბალზამის შემადგენელი ბიოაქტიური კომპონენტები აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას, კვებავს დასუსტებული თმის ძირებს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში თმას ანიჭებს ბუნებრივ მოცულობას, ბზინვარებას და სირბილეს.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა “მამა კომფორტის” სერიის თმის ცვენისა და მტვრევადობის საწინააღმდეგო შამპუნთან ერთად მოხმარებით.
თმის ცვენისა და მტვრევადობის საწინააღმდეგო ინტენსიური კრემ-ნიღაბი „მამა კომფორტი“ - არტ. 0272-1 100 მლ
ინტენსიური ნიღაბი კვებავს და ამაგრებს თმის ძირებს, ამცირებს თმის ცვენას და მტვრევადობას, არეგულირებს სებოსეკრეციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
შეგიძლიათ მოგვძებნოთ facebook-ზეც