Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 7

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 7

ის უკვე აზროვნებს - ორსულობის 7 თვე

ნაყოფი ±40 სმ-მდე იზრდება, წონაში ±1500 გრ-ს აღწევს.

ორსულობის მე-7 თვის 1 კვირის განმავლობაში

ნაყოფი იწყებს საკუთარი ჰორმონებით ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დამოუკიდებელ რეგულაციას.

ნაყოფის ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს, კუჭქვეშა ჯირკვალში - საკმარის ინსულინს, რომლითაც ნაყოფი საკუთარ ნახშირწლოვან ცვლას წარმართავს, ფარისებრი ჯირკვალი -თიროიდულ ჰორმონებს, რომლითაც ნივთიერებათა დაშლის და შეწოვის პროცესებს არეგულირებს, სასქესო ჰორმონები განსაზღვრავენ ნაყოფისთვის სქესისთვის სახასიათო ნიშნების ჩამოყალიბებას.

ორსულობის მე-7 თვის 2 კვირის განმავლობაში

ნაყოფი იწყებს პირდაპირი სინათლის აღქმას.

ნაყოფის ფილტვის ქსოვილში იწყება მისი ამომფენი ნივთიერების - სურფაქტანტის დაგროვება.

ორსულობის მე-7 თვის 3 კვირის განმავლობაში

ნაყოფი ჩერდება ერთ პოზაში - ნორმაში თავით ქვემოთ ანუ თავით საშვილოსნოს ყელისკენ.

ნაყოფის გულისცემის სიხშირე 130-140 დარტყმა/წუთში ხდება.

ორსულობის მე-7 თვის 4 კვირის განმავლობაში

ნაყოფს ანალიზის და მეხსიერების ფუნქციები უჩნდება, თუ ყოველ ახალ სტიმულზე რეაგირება ზუსტად იგივე ამპლიტუდით მიმდინარეობს, როგორც აქამდე, ამავე სტიმულის ხელმეორედ ზემოქმედებისას, რეაგირების დონე იცვლება და ის ისე მკვეთრი აღარაა, ზოგიერთ სტიმულზე რეაგირება კი საერთოდ აღარ მოხდეს.


© 2015 ყველა უფლება დაცულია