Orsuli.ge - სისხლის ანალიზი ინფექციებზე

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
სისხლის ანალიზი ინფექციებზე

სისხლის კვლევა იმუნო-ფერმენტული ანალიზის მეთოდით - ანალიზისას ისაზღვრება კონკრეტული ინფექციის მიმართ ანტისხეულების - IgM და IgG კონცენტრაცია და ტიტრი.

IgM-ანტისხეულები გამომუშავდება მაშინ, როდესაც ინფექციური პროცესი მწვავეა, მაშასადამე მათი კონცენტრაციის მიხედვით შესაძლოა ორი სადიაგნოსტიკო დასკვნის გამოტანა:

ინფექცია ორსულს სულ მცირე ხნის წინ „შეეყარა“ (კონცენტრაციის მიხედვით შესაძლოა პერიოდიც განისაზღვროს, თუ რამდენი ხნის წინ დაიწყო მწვავე ანთებითი პროცესი),

ინფექციური პროცესი ორსულ ქალში მწვავედ მიმდინარეობს და მას განსაკუთრებული ყურადღების დათმობა სჭირდება ექიმი-გინეკოლოგისგან.

IgG-ანტისხეულები გამომუშავდება მაშინ, როდესაც ინფექციური პროცესი ქრონიკულია, მათი არსებობა სისხლში ექიმებს ავარაუდებინებს, რომ:

ინფექცია ორსულის ორგანიზმში სულ მცირე რამოდენიმე თვის წინ შეიჭრა და მან მწვავე პროცესით უკვე იავადა ორსულობამდე,

ინფექციის მიმართ ორგანიზს მყარი იმუნური მეხსიერება დარჩა და ყოველი შემდგომი შეჭრისას ორგანიზმი სწრაფად და ეფექტურად მოერევა მას,

ინფექცია „მიძინებულია“, ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც არახელსაყრელი პირობების შექმნისას შესაძლოა მწვავე პროცესში გადავიდეს.

აივ ინფექცია/შიდსი - ს კვლევა ხდება რუტინულად ყველა ორსულში აივ-ტესტ ჩხირების გამოყენებით ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე.

კვლევის პასუხებია:

ანტისხეულების არსებობს - Positive

ანტისხეულების არ არსებობს - Negative

აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) მიმართ ანტისხეულების აღმოჩენა სისხლში შესაძლებელია ინფიცირებიდან 6-12 თვეში. ამიტომ ორსულობის 12-კვირამდე მიღებული ნეგატიური შედეგის გადამოწმება (თუ შინდსით ინფიცირებაზე ეჭვი მყარია) ხდება ორსულობის 27-ე კვირის ვადაზე.

სიფილისი (ათაშანგი) -ს კვლევა ხდება რუტინულად ყველა ორსულში ათაშანგის სეროლოგიური ტესტების მეშვეობით ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე.

კვლევის დროს დასტურდება ანტისხეულების არსებობა (Positive) ან არ დასტურდება (Negative).

B-ჰეპატიტსა და C-ჰეპატიტის კვლევა ხდება რუტინულად ყველა ორსულში სეროლოგიური ტესტების მეშვეობით ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე.

კვლევის დროს დასტურდება ანტისხეულების არსებობა (Positive) ან არ დასტურდება (Negative).

 

 

TORCH კომპლექსის კვლევა შედგება:

Toxoplasmosis  - ტოქსოპლაზმოზი –ის გამომწვევის, უჯრედშიდა პარაზიტის, ტოქსოპლაზმას (Toxoplasma gondii) მიმართ ანტისხეულების კვლევა.

IgM ანტისხეულები სისხლში ინფიცირებიდან 3-7 დღეში ჩნდება, პიკს 2-3 კვირაში აღწევს, შემდეგ მათი კონცენტრაცია ნორმის მაჩვენებლამდე იკლებს და ასეთი ოდენობით 2 წელი კიდევ პერსისტირებს სისხლში. მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

<0.80 IU/ml - ნორმა - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის ჩამთავრებას,

0.80-1.10 IU/ml - ნიშნავს ქვემწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას,

>1.10 IU/ml - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

IgG ანტისხეულები ინფიცირებიდან 3-4 კვირაში ჩნდება, ინახება ორგანიზმში მთელი ცხოვრების მანძილზე და მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

<9.9 IU/ml - ნორმა - ნიშნავს ოდესღაც მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის შემდეგ მყარი იმუნური მეხსიერების არსებობას,

10.0-11.0 IU/ml - ეწოდება საეჭვო და ნიშნავს, რომ 3 კვირის შემდგომ დამატებითი ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი, თუ ანტისხეულების კონცენტრაცია იმატებს, პროცესი ქვემწვავეა, თუ არ იცვლება - მყარ იმუნურ მეხსიერებასთან გვაქვს საქმე,

>12.0 IU/ml - ნიშნავს ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

Rubella  - წითურა -ს გამომწვევის, ჰერპესის ჯგუფში შემავალი წითურას ვირუსის მიმართ ანტისხეულების კვლევა.

IgM ანტისხეულები სისხლში ინფიცირებიდან 1-3 დღეში ჩნდება,  პიკს 10-14 დღეში აღწევს, შემდეგ მათი კონცენტრაცია 6-8 კვირისთვის ნორმის მაჩვენებლამდე იკლებს და ასეთი ოდენობით მთელი ცხოვრება პერსისტირებს სისხლში. მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

<19.9 IU/ml - ნორმა (Negative) - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის ჩამთავრებას,

20.0-24.9 IU/ml –(Indeterminate) საეჭვო მაჩვენებელი, საჭიროა ანალიზის გამეორება 10-14 დღეში,

>25.0 IU/ml –(Positive) - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

IgG ანტისხეულები ინფიცირებიდან 2-3 კვირაში ჩნდება, ინახება ორგანიზმში მთელი ცხოვრების მანძილზე და მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

<7.0 IU/ml - ნორმა - ნიშნავს ოდესღაც მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის შემდეგ მყარი იმუნური მეხსიერების არსებობას,

8.0-9.9 IU/ml - ეწოდება საეჭვო და ნიშნავს, რომ 3 კვირის შემდგომ დამატებითი ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი, თუ ანტისხეულების კონცენტრაცია იმატებს, პროცესი ქვემწვავეა, თუ არ იცვლება - მყარ იმუნურ მეხსიერებასთან გვაქვს საქმე,

>10.0 IU/ml - ნიშნავს ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

Cytomegalovirus - ციტომეგალოვირუსი -ის  მიმართ ანტისხეულების კვლევა.

IgM ანტისხეულები სისხლში ინფიცირებიდან 15 დღიდან 3 თვემდე პერიოდში ჩნდება,  პიკს 2 თვეში აღწევს, შემდეგ მათი კონცენტრაცია 10 თვეში ნორმის მაჩვენებლამდე იკლებს და ასეთი ოდენობით 18 თვე პერსისტირებს სისხლში. მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

<29.9 AU/ml - ნორმა (Negative) - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის ჩამთავრებას,

30.0-34.9 AU/ml –(Indeterminate) საეჭვო მაჩვენებელი, საჭიროა ანალიზის გამეორება 10-14 დღეში,

>35.0 AU/ml –(Positive) - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

IgG ანტისხეულები მწვავე პროცესის დაწყებისთანავე ჩნდება, ინახება ორგანიზმში რამოდენიმე წელი და მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

<0.59 U/ml - ნორმა - ნიშნავს ოდესღაც მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის შემდეგ მყარი იმუნური მეხსიერების არსებობას,

0.60-0.69 U/ml - ეწოდება საეჭვო და ნიშნავს, რომ 3 კვირის შემდგომ დამატებითი ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი, თუ ანტისხეულების კონცენტრაცია იმატებს, პროცესი ქვემწვავეა, თუ არ იცვლება - მყარ იმუნურ მეხსიერებასთან გვაქვს საქმე,

>0.70 U/ml - ნიშნავს ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

Herpes simplex virus  - ჰერპესი -ს  მიმართ ანტისხეულების კვლევა.

IgM ანტისხეულები სისხლში ინფიცირებიდან 4-6 დღემდე პერიოდში ჩნდება,  პიკს 15-20 დღეში აღწევს, შემდეგ მათი კონცენტრაცია 1 თვეში ნორმის მაჩვენებლამდე იკლებს და ასეთი ოდენობით მთელი სიც1ოცხლე პერსისტირებს სისხლში. მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

< 0.89 IU/ml - ნორმა (Negative) - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის ჩამთავრებას,

 0.90 – 1.09 IU/ml –(Indeterminate) საეჭვო მაჩვენებელი, საჭიროა ანალიზის გამეორება 10-14 დღეში,

> 1.10 IU/ml –(Positive) - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

IgG ანტისხეულები მწვავე პროცესის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში ჩნდება, ინახება ორგანიზმში მთელი ცხოვრება და მისი კონცენტრაციული დიაპაზონია:

<0.89 IU/ml - ნორმა - ნიშნავს ოდესღაც მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის შემდეგ მყარი იმუნური მეხსიერების არსებობას,

0.90-1.09 IU/ml - ეწოდება საეჭვო და ნიშნავს, რომ 3 კვირის შემდგომ დამატებითი ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი, თუ ანტისხეულების კონცენტრაცია იმატებს, პროცესი ქვემწვავეა, თუ არ იცვლება - მყარ იმუნურ მეხსიერებასთან გვაქვს საქმე,

>1.10 IU/ml - ნიშნავს ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.

Chlamydia - ქლამიდია -ს მიმართ ანტისხეულების კვლევა.

IgM ანტისხეულები სისხლში ინფიცირებიდან 10-21 დღემდე პერიოდში ჩნდება,  პიკს რამდენიმე დღეში აღწევს, შემდეგ მათი კონცენტრაცია 2-3 კვირაში ნორმის მაჩვენებლამდე იკლებს და ასეთი ოდენობით მთელი სიცოცხლე პერსისტირებს სისხლში.

< 1:5 ტიტრი - ნორმა (Negative) - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არარსებობას,

> 1:10 ტიტრი –(Weakly Positive) - სუსტად დადებითი - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას,

> 1:20 ტიტრი –(Positive) - დადებითი - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას,

> 1:40- 1:80 ტიტრი –(Strongly Positive) - ძლიერ დადებითი - ნიშნავს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას,

IgG ანტისხეულები მწვავე პროცესის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში ჩნდება, ინახება ორგანიზმში მთელი ცხოვრება.

>1:64 ტიტრი - ნიშნავს ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.


© 2015 ყველა უფლება დაცულია