Orsuli.ge - სისხლის კოაგულოგრამა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
სისხლის კოაგულოგრამა

ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროსაც კი თანდათან მატულობს ორსული ქალის სისხლის შედედებითი უნარი (ძირითადად იზრდება სისხლის პლაზმაში გახსნილი კოაგულანტი ნივთიერებების კონცენტრაციები). ჰიპერკოაგულაციით ორსული ქალი ემზადება მშობიარობის დროს სისხლის სწრაფი შედედებისათვის, რადგან სპეციალურად წარმოქმნილი ორგანელა - პლაცენტა - აშრევდება რა საშვილოსნოს კედლისგან, არც თუ ისე მცირე სისხლის დანაკარგს იწვევს და საჭირო ხდება ამ სისხლდენის სწრაფი შეჩერება.

სისხლის შედედების დრო -BCT (Blood Coagulation Time)- ისაზღვრება ანალიზისთვის აღებული სისხლის წვეთში თრომბის წარმოქმნის მთლიანი დრო. ნორმა - 5-7 წუთი.

პროთრომბინის დრო - PT (Prothrombin Time) - ისაზღვრება დრო (წამებში), რომლის განმავლობაშიც ანალიზისთვის აღებულ სისხლის პლაზმაში არააქტიური პროთრომბინისგან წარმოიქმნება თრომბის წარმომქმნელი ცილა - თრომბინი.

ორსულობისას ეს მაჩვენებელი არ იცვლება და ნორმად ითვლება - 12.2-18.7 წმ.

პროთრომბინის ინდექსი - PI (Prothrombin Index) - ისაზღვრება პროთრომბინის აქტივობა %-ში: ცდის დროს სხვადასხვა განზავების ნორმალური პლაზმის პროთრომბინის წარმოქმნის დროს ადარებენ ორსული ქალის იგივე განზავების პლაზმის შესაბამის მონაცემთან და ასახავენ ამას პროცენტული გადაანგარიშებით.

ორსულობისას იმატებს პროთრომბინის კონცენტრაცია, შესაბამისად იზრდება ამ მაჩვენებლის ნორმის დიაპაზონი და შეადგენს 93-110%-ს.

საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობა INR (International Normalized Ratio) - ანალიზისას ისაზღვრება პროთრომბინული ინდექსისა და პროთრომბინის დროის ურთიერთშეფარდება.

ორსულობისას ეს მაჩვენებელიც მცირედ იზრდება და ნორმა - 0.90-1.20 -ს შეადგენს.

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო - aPTT (Activated Partial Thromboplastin Time) - ანალიზისას ისაზღვრება სისხლის პლაზმაში გახსნილი თრომბის წარმოქმნაში მონაწილე ყველა ნივთიერების არსებობისას რა დროში (წამებში) დამთავრდება თრომბის წარმოქმნის მთლიანი ჯაჭვი.

ორსულობისას ეს მაჩვენებელი მცირდება და ნორმა შეადგენს 34-40 წმ-ს.

ფიბრინოგენის კონცენტრაცია FL (Fibrinogen Level) - ანალიზისას ისაზღვრება სისხლის პლაზმაში თრომბის შემკვრელი ძირითადი ნივთიერების - ფიბრინის - წინამორბედი არააქტიური ნაერთის, ცილის - ფიბრინოგენის - კონცენტრაცია.

ორსულობის დროს, პირველი ტრიმესტრის ბოლოდან ანუ ორსულობის გინეოკოლოგიური მე-15  კვირიდან მისი მაჩვენებელი იზრდება, ნორმად ითვლება 32-ე კვირამდე -  200-400 მგ/დლ, მშობიარობისთვის მაჩვენებელი თავის მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს და ნორმა 38-ე კვირისთვის უკვე 600 მგ/დლ-ია.

თრომბინის დრო - TT (Thrombin Time) - ისაზღვრება დრო (წამებში), რომლის განმავლობაშიც ფიბრინოგენიდან თრომბინის ზემოქმედებით  წარმოიქმნება თრომბის შემკვრელი ფიბრინის ძაფები.

ორსულობისას ეს მაჩვენებელი ნაკლებად იცვლება და ნორმა 11-18 წმ-ს შეადგენს.

თრომბოციტები PLT - ისაზღვრება სისხლში სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების - თრომბოციტების - რაოდენობა.

ორსულობისას თრომბოციტების რაოდენობა მცირედ კლებულობს და ნორმად ითვლება 150-300 *109 უჯრედი/ლიტრში.  

კოაგულოგრამის დამატებით მაჩვენებლებს, რომლებიც სპეციალურად ექიმის დანიშნულებით დამატებით ისაზღვრება, წარმოადგენს:

მგლურას ანტიკოაგულანტი - ანალიზის დროს ისაზღვრება თრომბოციტების გარსის შემადგენელი ფოსფოლიპიდების „წინააღმდეგ“ გამომუშავებული ანტისხეულების (IgM и IgG) ტიტრი.

ორსულობისას ეს ანტისხეულები არ უნდა არსებობდეს სისხლში.

ანტითრომბინ III  - AT III-ისაზღვრება პროთრომბინის თრომბინად გარდაქმნის ინჰიბიტორი (დამბლოკავი) ცილის - ანტითრომბინ III-ის კონცენტრაციის %-ული თანაფარდობა ნორმალური სისხლის ნიმუშში ამ ნივთიერების შემცველობასთან.

ორსულობის დროს თანდათან მცირდება ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა და ნორმად განისაზღვრება 71-115%.

კოაგულოგრამის შემცველი პარამეტრები ბოლო წლებია იზრდება და მათ, შედედების მარკერებთან ერთად, ემატება უკვე წარმოქმნილი თრომბის დაშლის მახასიათებელი მაჩვენებლებიც, რომელთა მიხედვით ირიბად შესაძლებელია ისევ სისხლის შედედების უნარის შეფასება და ანტიკოაგულაციური თერაპიის დანიშვნის საჭიროების განსაზღვრა.

ფიბრინოლიზური აქტივობა - იზომება ანალიზისთვის წინასწარ დათქმული დროისთვის (3 საათი) უკვე წარმოქმნილი თრომბის რა ნაწილი დაიშლება.

ორსულობისას ეს მაჩვენებელი არ იცვლება და ნორმად ითვლება 12-16 %.

ხსნადი ფიბრინ-მონომერული კომპლექსები - SFMC (Soluble Fibrin Monomer Complexes) - ანალიზისას ისაზღვრება თრომბის დაშლის შედეგად ფიბრინის ძაფებით შეკრული თრომბის პატარა ნაწილაკების კონცენტრაცია 100 მილილიტრ სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას ეს მაჩვენებელი მცირედ იზრდება და თუ ორსულობამდე ნორმალურ მაჩვენებლად 3.0-4.0 მგ/100 მლ-ზე ითვლება, ორსულობისას ნორმის ზედა ზღვარი 12-მდე იწევს.

D-დიმერები - D-dimer  - ანალიზისას ისაზღვრება ფიბრინის ძაფების სრული დაშლის შედეგ დარჩენილი თრომბის მიკრო-ნაწილაკების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ორსულობის დროს, პირველი ტრიმესტრის ბოლოდან ანუ ორსულობის გინეოკოლოგიური მე-15  კვირიდან მისი მაჩვენებელი იზრდება, ნორმად ითვლება მე-15 კვირისთვის -  <248 ნანოგ/მლ, მშობიარობამდე მაჩვენებელი 3-4-ჯერ იზრდება და ნორმა 38-ე კვირისთვის უკვე <900 ნგ/მლ-ია.

ანალიზის პარამეტრები

ერთეული

I ტრიმესტრი

II ტრიმესტრი

III ტრიმესტრი

სისხლის შედედების დრო

წუთი

5-7

5-7

4-6

პროთრომბინის დრო

წამი

12.2-18.7

12.2-18.7

12.2-18.7

პროთრომბინის ინდექსი

%

89.3±4.5

95.4±5.3

108.8±3.3

საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობა

/

0.90-1.20

0.95-1.20

1.07-1.20

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო

წამი

39.2±4.1

36.5±2.1

34.1±2.5

ფიბრინოგენის კონცენტრაცია

მგ/დლ

250±98

350±31

< 600

თრომბინის დრო

წამი

11-18

11-18

11-18

თრომბოციტები

*109 უჯრედი/ლ

180-320

150-300

130-280

 

 

 

 

 

მგლურას ანტიკოაგულანტი

IgG

-

-

-

ანტითრომბინ III

გ/ლ

0.22+0.032

0.175+0.013

0.15+0.019

ფიბრინოლიზური აქტივობა

%

12-16

12-16

12-16

ხსნადი ფიბრინ-მონომერული კომპლექსები

მგ/დლ

<2.0

<3.0-4.0

5.7±2.9

D-დიმერები

ნგ/მლ

<248

<500

<900

 

 


© 2015 ყველა უფლება დაცულია