ფერი - ნორმა - ყვითელი ფერის ყველა სახეობა;
გამჭვირვალობა - ნორმა - გამჭვირვალე (ეს თვისება ნორმაში ნარჩუნდება სტერილურ კონტეინერში რამდენიმე საათი);
ხვედრითი წონა - ანალიზისას ისაზღვრება შარდში გახსნილი მარილების, ორგანული ნაერთების (ცილის, შაქრების, ბილირუბინის) და უჯრედების(ლეიკოციტები, ერითროციტები, ბაქტერიები) შეწონილი კონცენტრაცია ანუ შარდის სიმკვრივე.
ორსულობისას შესაძლოა შარდის სიმკვრივე მცირედ შემცირდეს და ნორმა -1,010-1,025 გ/ლ შეადგენს.
მჟავიანობა (pH) - ანალიზისას ისაზღვრება შარდის მჟავე არის დონე.
ორსულობისას შარდის მჟავიანობა ცვალბადობს, შესაძლოა დღის განმავლობაში რაოდენიმეჯერაც შეიცვალოს, ნორმა - 4-8 pH დიაპაზონში მერყეობს.
ცილა შარდში - ანალიზისას ისაზღვრება ცილების, ძირითადად ალბუმინის, კონცენტრაცია შარდში.
ორსულობისას ეს მაჩვენებელი მცირედ იმატებს, რადგან ორსულის ორგანიზმში მზარდი ნაყოფის ზრდა-განვითარებისთვის ძლიერდება ცილის სინთეზის და ცვლის პროცესი. ნორმა - <0,140 გ/ლ შეადგენს.
გლუკოზა შარდში - ანალიზისას ისაზღვრება შაქრების, ძირითადად გლუკოზის, კონცენტრაცია შარდში.
ორსულობისას შესაძლოა მცირედ მომატებული იყოს ეს მაჩვენებელი, თუ ნორმაში ორსულობამდე შაქრებს შარდი კვალის სახით უნდა შეიცავდეს (იმდენად მცირე კონცენტრაციით, რომ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია), ორსულობისას ნორმად ითვლება <0,8 მმოლ/ლ.
კეტონური სხეულები შარდში - ანალიზისას ისაზღვრება აცეტონის, აცეტოძმარმჟავას და ოქსიერბომჟავას კონცენტრაცია შარდში.
ორსულობისას, ისევე როგორც ორსულობამდე, ნორმაში მათი შემცველობა 0-ის ტოლი უნდა იყოს.
ბილირუბინი და ურობილინოგენი შარდში - ანალიზისას ისაზღვრება ნაღვლის შემცველობაში არსებული პიგმენტის ბილირუბინის და ნაწლავებში ნაღვლის მოხვედრის შემდეგ ბილირუბინისგან წარმოქმნილი პიგმენტის ურობილინოგენის კონცენტრაცია შარდში.
ორსულობისას, ისევე როგორც ორსულობამდე, ნორმაში მათი შემცველობა 0-ის ტოლი უნდა იყოს.
შარდის კვლევის შემდეგი ეტაპია მისგან ცენტრიფუგირების გზით ნალექის მიღება და ნალექის კვლევა მიკროსკოპის ქვეშ. შარდის ნალექს აკვირდებიან მასში მარილის კრისტალების, უჯრედების - ეპითელური უჯრედების, ლეიკოციტების, ერითროციტების, ბაქტერიების და ე.წ. ცილინდრების შემცველობაზე.
ეპითელიუმი შარდის ნალექში - ანალიზისას ისაზღვრება შარდის ნალექში თირკმლის და შარდის ბუშტის ამომფენი ეპითელიური უჯრედების არსებობსა და რაოდენობა.
ორსულობისას არ იცვლება ამ მაჩვენებლის დონე და ნორმა - 0-10 უჯრედს შეადგენს.
ლეიკოციტები შარდის ნალექში - ანალიზისას ისაზღვრება შარდის ნალექში სისხლის იმუნური უჯრედების - ლეიკოციტების - არსებობა და რაოდენობა.
ორსულობისას მცირედ იზრდება ლეიკოციტების რაოდენობა შარდის ნალექში და ნორმა - 0-6 უჯრედს შეადგენს.
ერითროციტები შარდის ნალექში - ანალიზისას ისაზღვრება შარდის ნალექში სისხლის ერითროციტების არსებობსა და რაოდენობა.
ორსულობისას მცირედ იზრდება ერითროციტების რაოდენობა შარდის ნალექში და თუ ორსულობამდე ნორმად ითვლება მათი არარსებობა ნალექში, ორსულობისას ნორმა - 0-3 უჯრედს შეადგენს.
ცილინდრები შარდის ნალექში - ანალიზისას ისაზღვრება ე.წ. ცილინდრების არსებობსა და რაოდენობა. ცილინდრული სხეულაკები ყალიბდება თირკმლის არხებში სხვადასხვა უჯრედების გროვებისგან და შემადგენლობის მიხედვით არის სხვადასხვა სახის - ჰიალურონული (შედგება თირკმლის უჯრედებისა და ცილისგან), მარცვლოვანი (შედგება თირკმლის უჯრედებისა და ერითროციტებისგან), ერითროციტული (შედგება ერითროციტებისგან).
ორსულობამდე ნებისმიერი სახის ცილინდრების გამოჩენა შარდის ნალექში ითვლება პათოლოგიად, ორსულობისას დასაშვებია და ნორმად ითვლება ერთეული (<10) ჰიალურონული ცილინდრების არსებობა.
ბაქტერიები შარდის ნალექში - ანალიზისას ისაზღვრება ბაქტერიების არსებობსა და რაოდენობა.
ორსულობისას არ იცვლება ამ მაჩვენებლის დონე და ნორმაში შარდის ნალექი არ შეიცავს ბაქტერიებს.
მარილების კრისტალები შარდის ნალექში - ანალიზისას ისაზღვრება შარდის მჟავას მარილების, ოქსალატების, ფოსფატების და სხვა მარილების კრისტალების არსებობსა და რაოდენობა.
ორსულობისას არ იცვლება ამ მაჩვენებლის დონე და ნორმაში შარდის ნალექი არ შეიცავს მარილების კრისტალებს.
შარდის საერთო ანალიზის პარამეტრები |
ნორმა |
საზომი ერთეული |
შარდის ფერი |
მოყვითალო |
|
გამჭვირვალობა |
გამჭვირვალე |
|
ხვედრითი წონა |
1,010-1,025 |
გ/ლ |
მჟავიანობა |
4-8 |
pH |
|
|
|
ცილა შარდში |
<0,140 |
გ/ლ |
გლუკოზა შარდში |
<0,8 |
მმოლ/ლ. |
კეტონური სხეულები შარდში |
- |
|
ბილირუბინი შარდში |
- |
|
ურობილინოგენი შარდში |
- |
|
|
|
|
ეპითელიუმი შარდის ნალექში |
0-10 |
უჯრედი/მხედველობის არეში |
ლეიკოციტები შარდის ნალექში |
0-6 |
უჯრედი/მხედველობის არეში |
ერითროციტები შარდის ნალექში |
0-3 |
უჯრედი/მხედველობის არეში |
ჰიალურონული ცილინდრები შარდის ნალექში |
0-10 |
მხედველობის არეში |
მარცვლოვანი ცილინდრები შარდის ნალექში |
- |
|
ერითროციტული ცილინდრები შარდის ნალექში |
- |
|
ბაქტერიები შარდის ნალექში |
- |
|
მარილების კრისტალები შარდის ნალექში |
- |
|