Orsuli.ge რა არის ველინგი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img

რა არის ველინგი

ველინგი – ტრადიციული შვედური პროდუქტია. მისი წარმოშობის ისტორია იწყება ვიკინგების დროიდან (VIII-XIს). დღეისათვის ველინგი ძალიან პოპულარულია შვედეთში, განსაკუთრებით ბავშვთა კვებაში!

ველინგის გემრიელი რძიან-მარცვლოვანი ნარევი განკუთვნილია 5 თვის ასაკიდან ბავშვების თხევად მდგომარეობაში ბოთლიდან ან ჭიქიდან კვებისთვის.

ველინგი ადვილად შეითვისება და შესანიშნავია ბავშვებისთვის:
• დილის კვებისთვის - ხანგრძლივი დანაყრებისა და აქტიური დღისთვის;
• საღამოს კვებისთვის - მშვიდი, ღრმა ძილისთვის.

ველინგები იწარმოება შვედეთში. შვედეთში კი არის:

• შეუდარებელი ეკოლოგია
შვედეთი ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია მწვანე ტყეებით!ველინგების შემადგენლობაში შემავალი მარცვლეული მწიფდება შვედეთის უსუფთავეს მდელოებსა და ველებზე.

• უნიკალური ბუნებრივი პირობები
პოლარულ წრესთან სიახლოვის გამო ხანგრძლივი ნათელი დღეებისა და ცივი კლიმატის პირობებში მარცვლეული მწიფდება უფრო ნელა და ამის გამო მათში გროვდება დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები და მიკროელემენტები.

სემპერის ქარხანაში ხვდება მხოლოდ ახალი, ნატურალური რძე შვედეთის ფერმებიდან. სწორედ შვედური რძის მაღალი ხარისხი აძლევს სემპერის ველინგებს ასეთი ნაზ და ნატურალურ გემოს.

სემპერის ველინგების შემადგენლობაში შედის მხოლოდ საგულდაგულოდ შერჩეული საუკეთესო მარცვლეული, რომელიც აკმაყოფილებს ბავშვთა კვების მოთხოვნებს.

შვრიის ველინგები
შვრიის ველინგი 5 თვიდან
შვრიის ველინგი ბანანით და შავი ქლიავით 8 თვიდან
მრავალმარცვლოვანი ველინგი 11 თვიდან

ველინგი უზრუნველყოფს:

• ხანგრძლივ დანაყრებას
• გამდიდრებულია იოდით, კალციუმით, ვიტამინ D და რკინით
• დამზადებულია ახალი, ნატურალური რძისგან და საგულდაგულოდ შერჩეული მარცვლეულისგან
• არ შეიცავს შაქარს


შვრიის ველინგი (5 თვიდან) - შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისთვის 5 თვის ასაკიდან. ამ ეტაპზე ბავშვის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა ყვალაფერი ახლის მიმართ, რამდენადაც ის მხოლოდ ახლა იწყებს სხვა პროდუქტებთან და გემოებთან გაცნობას. შვრიის ველინგის შემადგენლობაში გათვალისწინებულია საკვები ნივთიერებებს სწორი თანაფარდობა: ნაჯერი ცხიმების დაბალი და უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა; ცილის შედარებით დაბალი შემცველობა და საკვები ბოჭკოების სიჭარბე.
შვრიის ველინგი ბანანით და შავი ქლიავით (8 თვიდან) შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისთვის 8 თვის ასაკიდან. ამ ასაკში პატარები უკვე ეცნობიან ახალ გემოებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც და ეხმარებოდეს პატარას სწორად ზრდასა და განვითარებაში! შვრიის ველინგში ბანანით და შავი ქლიავით შედის საკვები ბოჭკოების, პრობიოტიკი Lაცტობაცილლუს რეუტერი - ის და ცხიმების სწორი თანაფარდობა. სწორედ ამის გამო ველინგი ადვილად შესათვისებელია, დადებითად მოქმედებს ბავშვის საჭმლის მონელებაზე, ეხმარება ბავშვის ორგანიზმს სასარგებლოდ დანაყრებაში.
სემპერის მრავალმარცვლოვანი ველინგი (11 თვიდან) სპეციალურად შემუშავებულია ბავშვებისთვის 11 თვის ასაკიდან. რადგან სწორედ ამ ასაკიდან პატარა აქტიურად იწყებს სამყაროს შეცნობას, დამოუკიდებლად გადაადგილებას და სინჯავს ყველაფერს, ამისათვის კი სჭირდება ბევრი ენერგია. მრავალმარცვლოვანი ველინგი შედგება სამი მარცვლეულისგან – ქერის, შვრიისა და ხორბალისაგან. ეს მარცვლეული შესანიშნავად ამდიდრებს ბავშვის რაციონს, ხდიას მას მრავალფეროვანს და სასარგებლოს, რაც მთავარია, ორგანიზმს ავსებს სასარგებლო ენერგიით დიდი ხნით! ველინგის შემადგენლობაში ცხიმების შეფარდება სწორად არის შერჩეული – ნაჯერი ცხიმების დაბალი და უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობაა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პატარასთვის.

სემპერის ველინგების შემადგენლობა გამდიდრებულია ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი რკინით, ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის საჭირო კალციუმით, ვიტამინ D –თი და იოდით, რომელიც პატარა ორგანიზმს ეხმარებს სწორად ზრდასა და განვითარებაში.

სემპერის ველინგებში არ არის დამატებული შაქარი, რაც ეხმარება ბავშვს ადრეული ასაკიდან სწორი კვების ჩამოყალიბებაში.

სემპერის ველინგებს აქვს მსუბუქი ნაღების გემო მასში შემავალი ნატურალური ნაღების არსებობის გამო.



© 2015 ყველა უფლება დაცულია