Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 9

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 9

წინ -ახალ სამყაროში! - ორსულობის 9 თვე

ნაყოფი ±50 სმ-მდე იზრდება, წონაში ± 3000 გრ-ს აღწევს.

ორსულობის მე-9 თვის 1 კვირის განმავლობაში

ნაყოფს თითქმის მთელი საშვილოსნოსშიდა სივრცე აქვს „დაკავებული“,უჭირს მოძრაობა, ამიტომ იგი ცდილობს კომფორტულად განთავსდეს, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს მხოლოდ სხეულის სიგრძივი შუახაზის ირგვლივ, ძირითადი პოზის შეუცვლელად.

ნაყოფის ფილტვებში სურფაქტანტის ოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ახალშობილმა დამოუკიდებლად ისუნთქოს, მისი გულის რითმია 140 დარტყმა/წუთში.

ორსულობის მე-9 თვის 2 კვირის განმავლობაში

ნაყოფის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ასევე მისი შინაგანი ორგანოების ქსოვილები გაჯერდება საკვები სამარაგო ნივთიერებებით.

ნაყოფის თავის ქალა დედის მენჯის ღრუში ჩაეშვება, ვიზუალურად დედის მუცელი „დაიწევს“.

ორსულობის მე-9 თვის 3 კვირის განმავლობაში

შეიმჩნევა ნაყოფის ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება, რაც მის ნაწლავებში დაგროვილ პირველად განავალს - მეკონიუმს - სწორი ნაწლავისკენ გამოდევნის..

ნაყოფი გადადის წინა-სამშობიარო ფაზაში, ამიტომ მხოლოდ ანთროპომეტრულად იზრდება, თანაც ზრდის ტემპი ძალიან დუნეა, მას ერთგვარი „მორატორიუმი“ აქვს გამოცხადებული დაბადებამდე საკუთარი განვითარების მიმართულებით.

ორსულობის მე-9 თვის 4 კვირის განმავლობაში

ნაყოფი „სრულ მზადყოფნაშია“ და ელოდება სამშობიარო აქტივობების დაწყებას.


© 2015 ყველა უფლება დაცულია