Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 30

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 30

ორსულობის გინეკოლოგიური 30-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი ნერვული რეგულაციის ახალ დონეს აღწევს, ნაყოფს ანალიზის და მეხსიერების ფუნქციები უჩნდება, თუ ყოველ ახალ სტიმულზე რეაგირება ზუსტად იგივე ამპლიტუდით მიმდინარეობს, როგორც აქამდე, ამავე სტიმულის ხელმეორედ ზემოქმედებისას, რეაგირების დონე იცვლება და ის ისე მკვეთრი აღარაა, ზოგიერთ სტიმულზე რეაგირება კი საერთოდ აღარ მოხდეს. ორსულობის ეს კვირაბოლო კვირაა, როდესაც პლაცენტის სიმწიფის დონე 0-ია და პლაცენტა „ახალგაზრდად“ ითვლება, ამ კვირის ბოლოდან პლაცენტა დაიწყებს „დაბერებას“, 30-34 კვირამდე მისი სიმწიფის დონე 1-ით აღინიშნება.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-30 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 390-399 მმ, წონა - 1320-1640 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 280-285 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 78/97 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 260-264 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 57-59 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 53 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.05 სმ, სიმწიფის ხარისხი -1, ამნიონური სითხის ინდექსი -145

 


ამ ვადაზე ნაყოფის ნერვული სისტემა სრულყოფილებისკენ „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს“, იზრდება თავის ტვინის მოცულობა, იმატებს ნახევარსფეროების ჩანაჭდევების და ნახევარრკალების რაოდენობა (რაც ტვინის განვითარების ანატომიური მაჩვენებელია), ვითარდება ნეირონებს შორის გადაბმების ე.წ. სინაფსების სტრუქტურა, ამის შედეგად სხვადასხვა ფუნქციაზე პასუხისმგებელი ნეირონები ერთმანეთთან სულ უფრო მყარ კავშირებს „აბამენ“, სწორედ ამის კვალდაკვალ ნაყოფს ახალი უნარები - ანალიზი მა მეხსიერება - უყალიბდება.

ეს „წინსვლა“ გამოიხატება ექოსკოპიური კვლევებით აღწერილი ფაქტებით: როდესაც ახალი სტიმული მოქმედებს ნაყოფზე, მას საკმაოდ დიდი ამპლიტუდის რეაგირება მოყვება - მოძრაობა აქტიურდება, იმატებს გულისცემა, ნაყოფის მიმიკური კუნთებიც კი იკუმშება. რეაგირების ამპლიტუდის ეს სიმაღლე პატარას დაბადების შემდგომაც გაყვება, მაგალითად ახალშობილი მცირე ხმაურზეც კი შეიძლება ატირდეს მთელი ხმით, აამოძრაოს ოთხივე კიდური, აუჩქარდეს სუნთქვა და გულისცემა, გაწითლდეს და მცირედ გალურჯდეს კიდეც. მაგრამ თუ იგივე სტიმული ხანმოკლე პერიოდების გამოტოვებით ხელმეორედ რამოდემიმეჯერ ზედიზედ იმოქმედებს, ნაყოფის რეგირების ამპლიტუდა იწყებს კლებას და შესაძლოა გაქრეს კიდეც. ნაყოფი ამით თითქოს თავის ნერვულ სისტემას ზედმეტი აგზნებადობისა და გადაძაბვისგან იცავს, პირველი ზემოქმედების შემდეგ ნაყოფი იმახსოვრებს ზემოქმედების განმახორციელებელ სტიმულს და იმასაც, რომ მან ობიექტური საფრთხე არ შეუქმნა მის არსებობას. ამიტომ სტიმულის ხელმეორე აღქმისას მასზე რეაგირება უმნიშვნელომდე სუსტდება.

პლაცენტა თავისი მომწიფების მაქსიმალურ ხარისხს აღწევს, სისქეში 30,48 მმ-ია. ამ ვადაზე პლაცენტის სიმწიფის ხარისხი 0-მნიშვნელობით ჩაიწერება ექოსკოპიური კვლევის დროს, 31 კვირიდან ის დაბერებას იწყებს, რაც სიმწიფის 1-მნიშვნელობით აღინიშნება.

© 2015 ყველა უფლება დაცულია