Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 6

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 6

მისი თვითმყოფადობა ხელშეუხებელია - ორსულობის 6 თვე

ნაყოფი ±35 სმ-მდე იზრდება, წონაში ±800 გრ-ს აღწევს. ის დამოუკიდებელი ცოცხალი არსების თვითმყოფადი ცხოვრებისთვის აუცილებელი ფუნქციებით აღჭურვას იწყებს.

ორსულობის მე-6 თვის 1 კვირის განმავლობაში

ნაყოფის ბრონქულ ხეს „გადაეკვრება“ ფილტვის ქსოვილი, იგი იწყებს პერიოდულ სუნთქვით მოძრაობებს 50-60/წუთში, სანაყოფე წყლები ჩაედინება ბრონქებში და ამოედინება უკან.

სანაყოფე წყლების ჩაყლაპვის შედეგად ნაყოფი უკვე ასლოკინებს.

ორსულობის მე-6 თვის 2 კვირის განმავლობაში

ნაყოფის თმოვანი საფარველი მუქდება, ექოზე კარგად ჩანს მისი თმები, წარბები და წამწამები.

ნაყოფი „თანაუგრძნობს“ დედას, მისი ენდოკრინული სისტემა რეაგირებს დედის „სტრესის“ და „ბედნიერების“ ჰორმონებზე, რომელიც პლაცენტის გავლით აღწევს ნაყოფამდე.

ორსულობის მე-6 თვის 3 კვირის განმავლობაში

ყალიბდება ნაყოფის ხრტილოვანი ქსოვილები, ვითარდება ყურის ნიჟარების ხრტილები, სახსრების ამომფენი ხრტილები.

ნაყოფის გულისცემის სიხშირეა 140-150 დარტყმა/წუთში.

ორსულობის მე-6 თვის 4 კვირის განმავლობაში

ნაყოფის სასქესო ჯირკვლები იწყებს „მიგრაციას“, ბიჭი-ნაყოფების სათესლეები მუცლიდან სათესლე პარკისკენ, გოგო-ნაყოფების საკვეცხეები - მუცლიდან მენჯის ღრუსკენ.

დიაფრაგმა ნაყოფში სრულად მიჯნავს ორ ღრუს - გულმკერდის ღრუს და მუცლის ღრუს.


© 2015 ყველა უფლება დაცულია