Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 25

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 25

ორსულობის გინეკოლოგიური 25-ე კვირიდან იწყება ნაყოფის ყურის ნიჟარის ხრტილების ფორმირება, სახის ამ ნაწილის ჩამოყალიბების დონეს იყენებენ კიდეც დაბადებული ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხის განსასაზღვრავად. ნაყოფის გულისცემის სიხშირე უკვე 140-160 დარტყმაა წუთში.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-25 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 324-346 მმ, წონა - 660-750 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 232 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 64/81 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 206-208 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 47-48 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 43 მმ.

პლაცენტის სისქე - 2,62 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -147




ამ ვადაზე ნაყოფის კანი უფრო გლუვი და ელასტიური ხდება, რადგან როგორც კანში, ასევე სხვა ორგანოებში მიმდინარეობს შემაერთებელი ქსოვილების ფორმირება. მათ შორის ყველაზე „მეტი რაოდენობა“ შემაერთებელი ქსოვილისა ლოკალიზებულია ხრტილებში, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვირაში ყველაზე ინტენსიურად ვითარდება ხრტილოვანი აგებულების ორგანიზმის ნაწილები. ნაყოფის ორგანიზმში ყველაზე „თვალსაჩინო“ ხრტილოვანი შენების ორგანოა ყურის ნიჟარები. ორსულობის ამ ვადამდე ნაყოფის ყურის ხრტილები თხელი და ბრტყელი იყო, ამ კვირიდან კი იწყება ხრტილის გასქელება და ამობურცულობების, ნახევარრკალების ფორმირება, რომელიც მთელი შემდგომი ორსულობის მანძილზე გრძელდება. ყურის ეს რელიეფი ძალიან ინდივიდუალურია და უნიკალურია ახალშობილისთვის და მისი ფორმირებულობის ხარისხი ჩართულია იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც განისაზღვრება რამდენად დღენაკლია და/ან მომწიფებულია ახალშობილი.

ამ კვირაში ნაყოფის გულის კუნთის მოცულობაში ზრდის შედეგად იმატებს მისი შეკუმშვის „სიმძლავრე“, ამ დროს უფრო მეტი რაოდენობის სისხლი გადაისროლება ქსოვილებისკენ, ამის გამო გულს „აღარ უწევს“ ისე ხშირად შეკუმშვა და მისი რითმი მცირედ ქვეითდება - წუთში 140-160 დარტყმას უტოლდება. ნაყოფის გულისცემა ამ ვადაზე მკაფიოდ ისმის, მისი სიხშირის დადგენა შესაძლებელია გინეკოლოგიური სტეტოსკოპით, და რათქმაუნდა ექოსკოპიური კვლევის დროს. იმისთვის, რომ ორსულმა დედამ თვითონაც შეძლოს ნაყოფის გულისცემის მოსმენა, შექმნილია პორტატული სტეტოსკოპები, ეს ინსტრუმენტი ძალიან ადვილი მოსახმარია სახლის პირობებში და მისი არსებობის პირობებში დედას შეუძლია ზუსტი მონიტორინგი ჩაუტაროს თავისი პატარას განვითარების პროცესს, რადგან გულისცემის სიხშირის ცვლილება ნაყოფის პათოლოგიის სადიაგნოსტიკო ერთ-ერთი პირველი და უტყუარი ნიშანია.

ნაყოფის ზრდასთან ერთად სქელდება პლაცენტაც, თუ მას აქამდე შედარებით ქვედა-მდებარეობა ეკავა, ახლა ის ზემოთ, საშვილოსნოს გუმბათისკენ განაგრძობს ზრდას და სისქეში 26.22 მმ-ია.

© 2015 ყველა უფლება დაცულია