Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 24

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 24

ორსულობის გინეკოლოგიური 24-ე კვირა ნაყოფის „გალამაზების“ კვირაა, მის თმოვანი საფარველი - თმა, წამწამები, წარბები - გამოიკვეთება და მუქდება. ნაყოფს სტაბილურად დღე-ღამეში ღვიძავს 4-6 საათი, ძინავს 18-20 საათი. ამ კვირაში ნაყოფსა და დედას შორის ერთგვარი ემოციური კავშირი მყარდება, პლაცენტას გადალახავს რა დედის „სტრესის“ თუ „სიამოვნების“ ჰორმონები, ნაყოფი უკვე აღიქვამს და რეაგირებს მათზე (აქამდე მხოლოდ საკუთარ ჰორმონებზე რეაგირებდა), დედის ნერვიულობის დროს (მიუხედავად იმისა დედა იმჩნევს თუ არა ნერვიულობას) იწყებს აქტიურ მოძრაობას, ხშირდება მისი გულისცემის სიხშირე, დედის ბედნიერების დროს კი მშვიდადაა და იღიმება კიდეც.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-24 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 300-312 მმ, წონა - 600-655 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 219-221 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 60/78 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 193-197 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 44-46 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 40 მმ.

პლაცენტის სისქე - 2,54 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -147


ამ ვადაზე ნაყოფი განსაკუთრებულად იცვლება, ამას ექოსკოპისტები აღნიშნავენ ხოლმე, იგი თითქოს განსაკუთრებულად „ლამაზდება“, ამის მიზეზი კი თმოვანი საფარველის ცვლილებებია, სახის მიდამოებში ქრება ღინღლი, თავზე დარჩენილი თმოვანი ბოჭკოები მსხვილდება და უფრო ემსგავსება თმას. თავის ეს თმოვანი საფარველი წარბებთან და წამწამებთან ერთად მუქდება, რადგან მათში იწყება პიგმენტ მელანინის დაგროვება. სიმუქის ამ შტრიხების შეტანის შედეგად ნაყოფის წარზიდული ნაკვთები უფრო გამოისახება, კონტრასტული შუქ-ჩრდილების საშუალებით იკვეთება კანის სიგლუვე.

ამ კვირიდან ნაყოფი გამოიმუშავებს საკუთარ ზრდის ჰორმონს, ამიტომ იგი ამ ვადიდან უფრო ინტენსიურად, „ორგანიზებულად“ და შეიძლება ითქვას უფრო სიმეტრიულადაც იზრდება სიგრძეში, ასევე პროპორციულად ხდება მისი წონაში მატებაც.

ნაყოფის ცხოვრების რითმი ამ ვადაზე ძალიან სტაბილურია, თუ მას „სიმყუდროვე“ რაიმე პრობლემამ არ დაურღვია, ნაყოფს ღვიძავს 4-6 საათი, თანაც აქტივობის ამ დროს 15-20 წუთიანი შუალედებით ანაწილებს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, დანარჩენი 18-20 საათი კი მას ღრმად სძინავს.

ამასთანავე ნაყოფი თავისი აქტივობების გადანაწილებაში უკვე დედის მდგომარეობასაც „ითვალისწინებს“, ამ კვირიდან ერთგვარი ემოციური კავშირი მყარდება დედასა და პატარას შორის. მიუხედავად იმისა, გამოხატავს თუ არა დედა ნერვიულობას ან ბედნიერებას, მის ემოციურ სტატუსს ზუსტად ადექვატურად პასუხობს ნაყოფიც, ის თითქოს „თანაუგრძნობს“ დედას. თუ დედა უარყოფით ემოციებს განიცდის, მაშინ ნაყოფი იწყებს აქტიურ მოძრაობებს, ხშირდება მისი გულისცემა, ხოლო დედის დადებითი განცდების შემთხვევაში ნაყოფი წყნარად ცურავს მუცელში, იღიმება კიდეც. ამ მოვლენის მიზეზი ორსულობის ამ ვადაზე ემოციური სტატუსის შესაბამისად დედის ორგანიზმში გამოყოფილი „სტრესის“ ან „ბედნიერების“ ჰორმონების ნაყოფზე ზემოქმედებაა. ეს ნივთიერებები უკვე აქტიურად გადალახავენ პლაცენტის ბარიერს, და რაც მთავარია აღიქმებიან ნაყოფის ტვინის მიერ, აქამდე ნაყოფის თავის ტვინი და ენდოკრინული სისტემა მხოლოდ საკუთარ ჰორმონებზე რეაგირებდა.

© 2015 ყველა უფლება დაცულია