Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 5

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 5

პირველი მესიჯები საშვილოსნოდან - ორსულობის 5 თვე

ნაყოფი ±25 სმ-მდე იზრდება, წონაში კი ±500 გრ-ს აღწევს. ხდება ორსულისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი მოვლენა - დედა გრძნობს ნაყოფის პირველი შესამჩნევ მოძრაობებს ე.წ. დარტყმებს.

ორსულობის მე-5 თვის 1 კვირის განმავლობაში

მთავრდება ნაყოფის ქსოვილების და ორგანოების დიფერენციაცია და ცალკეული ორგანოების ჩამოყალიბება.

ვითარდება მისი „რიგით ბოლო“ ორგანო - ელენთა, რომელშიც შემდგომში წარმოქმნის ნაყოფის ერითროციტების თითქმის ნახევარს.

ნაყოფის გრძნობითი ორგანოების სისტემა ასრულებს ჩამოყალიბების პროცესს, მას შეუძლია ხედვა, სმენა, ყნოსვა, გემოს და შეხების აღქმა.

ნაყოფს უკვე აქვს თანდაყოლილი რეფლექსები - მას შეუძლია წოვა, ყლაპვა, ხელით საგნების მიტაცება, რასაც ახორციელებს კიდეც საშვილონოსშიდა გარემოში .

ორსულობის მე-5 თვის 2 კვირის განმავლობაში

ნაყოფის მოძრაობების აღქმას იწყებს დედა და მას „პირველ დარტყმებს“ უწოდებს.

ორსულობის მე-5 თვის 3 კვირის განმავლობაში

ნაყოფი წოვს თითს, ხან ხელის და ხან ფეხის, ნაყოფი ხელით „მიიტაცებს“ ყველა საგანს, რომელიც შეეხება, ყველაზე ხშირად ჭიპლარს, ნაყოფი ყლაპავს სანაყოფე წყლებს. ნაყოფი მოძრაობს ყველა მიმართულებით - შეუძლია იყოს თავით ზევით, ქვევით ან გარდი-გარდმო, მოძრაობით აქტივობას ის წამოიწყებს ან რაიმე სტიმულზე საპასუხოდ, ან საკუთარი ინიციატივით.

ნაყოფს დღე-ღამეში ძინავს 18 საათი, ძილის დროს თვალები დახუჭული აქვს და გარკვეულ პოზას იკავებს.

ორსულობის მე-5 თვის 4 კვირის განმავლობაში

მიმდინარეობს ნაყოფის ძვლებში კალციუმის ჩალაგება.

ნაყოფი საკუთარ თავს უკვე სამ-განზომილებიან სივრცეში აღიქვამს, სწავლობს ხელებით საკუთარი სხეულის ნაწილებს.


© 2015 ყველა უფლება დაცულია