Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 18

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 18

ორსულობის გინეკოლოგიური მე-18 კვირა აღიარებულია, როგორც „ნაყოფის პირველი მოძრაობის შეგრძნების კვირა“, თუმცა ნაყოფს მოძრაობა ამ კვირას არ დაუწყია, ამ კვირიდან თითქმის ყველა დედა იწყებს მისი პატარას მოძრაობის აღქმას; ამ კვირას ტვინის მიელინიზაციის კვირაც ეწოდება, ამ ვადაზე ნერვული უჯრედების წანაზარდები იფარება სპეციალური ნივთიერებით - მიელინით; ამ კვირის განმავლობაში ნაყოფს უყალიბდება ე.წ. თიმუსი ანუ მკერდუკანა ჯირკვალი, ეს პატარას იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-18 კვირას მესამე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების დროა (თუ ეს კვლევა ჯერ არ ჩატარებულა).

ორსულობის გინეკოლოგიური მე-18 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 162-203 მმ, წონა - 190-247 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 146-150 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 42/54 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 124-129 მმ.,

ბარძაყის ძვლი სიგრძე - 27-28 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 24 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.12 სმ, სიმწიფის ხარისხი - 0, ამნიონური სითხის ინდექსი -133


ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფის ზომები იმდენად იმატებს, რომ მისთვის „ხელმისაწვდომი ხდება“ საშვილოსნოს კედლებთან ახლოს ცურვა, თუ აქამდე ის პატარა იყო და დაცურავდა მხოლოდ პლაცენტის ირგვლივ, ჭიპლართან ახლოს, ახლა მას უკვე შეუძლია ცურვით მიაღწიოს საშვილოსნოს წინა კედელთან, სადაც ის ფეხების ან ხელების მიბჯენით შეასრულებს დარტყმას, ინერციით შემობრუნდება და გააგრძელებს ცურვას სიღრმისკენ (ასევ ვიქცევით აუზის კედელთან, როდესაც ფეხების დარტყმის შედეგად საწინააღმდეგო მხარეს ვიწყებთ ცურვას). სწორედ ამ დარტყმებს და საშვილოსნოს კედლების ვიბრაციას აღიქვამს დედა, როგორც ნაყოფის მოძრაობას, ამიტომ გავს ეს შეგრძნებები ხშირად გაზების მოძრაობას, რომელთა გადაადგილებაც ნაწლავში ვიბრაციული ტალღების გამო აღიქმება მუცლის წინა კედლის მიერ.

ნაყოფის სხეულის მთლიანი სიგრძე ამ ვადაზე 20 სმ-ს, წონა კი 200 გრ ნიშნულს აჭარბებს. ამ ვადაზე ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებელი პროპორცია ყალიდება და ამ პროპორციის სქემის ფარგლებში იზრდება ნაყოფი მთელი შემდგომი საშვილოსნოსშიდა და დაბადების შემდგომი ზრდის პერიოდების მანძილზე, როდესაც თითეული სხეულის ნაწილი იზრდება მოცულობაში და მასაში, მაგრამ მათ შორის თანაფარდობა მუდმივი რჩება.

ამ კვირაში ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარება კიდევ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს, ამ ვადაზე იწყება თავის და ზურგის ტვინის ნეირონების წანაზარდებისგან შექმნილი ნერვების მიელინით დაფარვის პროცესი ანუ ტვინის მიელინიზაცია. მიელინი თეთრი ფერის ნივთიერებაა, ფარავს რა ნერვული უჯრედების წანაზარდებს - აქსონებს და დენდრიტებს (არ ფარავს სხეულს, ამიტომ სადაც ნეირონების სხეულებია თავმოყრილი, ტვინის ის ნაწილი რუხი ფერისაა) - ზრდის მათში ნერვული იმპულსის გავრცელების სიჩქარეს, შესაბამისად მიელინიზაციის შედეგად ნერვული სისტემის მუშაობა „ჩქარდება“ და იმატებს მისი ქმედების მასშტაბები (ასრულებს მეტ ფუნქციას, უფრო სწრაფად რეაგირებს ზემოქმედებაზე და სხვა).

ნაყოფს ამ კვირაში უყალიბდება მისი იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ორგანო - მკერდუკანა ჯირკვალი ანუ თიმუსი. ეს ჯირკვალი წარმოიქმნება და შემდგომში მოთავსებულია გულმკერდის ღრუში, წინა შუასაყარის ზემო ნაწილში, მკერდის ძვალის უკან და წარმოადგენს ადამიანის იმუნური პასუხის განმახორციელებელი მთავარი უჯრედების - T- ლიმფოციტების წყაროს (სახელწოდებაში T ასო, მათი დიფერენცირების ადგილის მკერდუკანა ჯირკვალის იგივე თიმუსის (ლათ. Thymus) გამო გაჩნდა). ეს უჯრედები ახორციელებენ პირდაპირ ციტოტოქსიურ (უჯრედის დამშლელ) მოქმედებას უცხო ანტიგენის მქონე უჯრედების წინააღმდეგ, ეს იქნება ვირუსული ნაწილაკებით სავსე უჯრედი, ბაქტერია, თუ სოკოვანი ინფექცია.

პლაცენტა ნაყოფთან ერთად იზრდება, ამ კვირის ბოლოს მისი სისქე 21.26 მმ-ია, ფუნქციურად ის კვლავ ნაყოფის საკვები ნაერთებით და ჟანგბადით მომმარაგებელი მთავარი ორგანოა, მიაქვს ნაყოფის ცხოველქმედების ტოქსიური პროდუქტები გასაუვნებელყოფად ნაყოფიდან დედის ორგანიზმში, იცავს ნაყოფს დედის ორგანიზმში წარმოქმნილი ტოქსიური ნაერთების ზემოქმედებისგან, რადგან დედასა და ნაყოფს შორის ბარიერის ფუნქციასაც ასრულებს. ასევე მის მიერ გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით უზრუნველყოფს ორსულობის შენარჩუნებას.

© 2015 ყველა უფლება დაცულია