ორსულობის ტესტი

კატეგორია: მთავარი გვერდი
ორსულობა
როგორ გაიგოს ქალმა - არის თუ არა ორსულად. პირველი ნიშანი არის ეგრეთწოდებული ამენორეა. ასე ჰქვია მენსტრუაციის არმოსვლას. თუმცა ამენორეა შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი სხვა მიზეზითაც, რომელთაგან არცერთი არ არის დაკავშირებული ორსულობასთან. ორსულობის დასადგენად იღებენ ბიოლოგიურ სინჯებს ბაყაყზე, კურდღელზე ან თაგვზე. უახლესი მეთოდი გახლავთ იმუნოლოგიურ - ბიოქიმიური სინჯი. იგი აბსოლუტურად იდენტურია ბიოლოგიური სინჯისა, მაგრამ დიდი უპირატესობა აქვს საჭირო არ არის ცოცხალი არსებების დახოცვა. ამ უკანასკნელ მეთოდს მხოლოდ ჰუმანიზმის თვალსაზრისით როდი ვანიჭებთ უპირატესობას. იგი გამართლებულია ეკოლოგიურადაც. იმისთვის, რომ დროულად და უშეცდომოდ დადგინდეს ორსულობა, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე გამოიძებნა ძალზე ეფექტური საშუალება-ულტრაბგერითი სკანირება ანუ ექოსკოპია. მისი მეშვეობით შეიძლება დაინახოთ ქალის საშოში სანაყოფო კჯრცხი უკვე 2 -3 - 5 კვირის შემდეგ და გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ორსულობა თუ რაიმე პათოლოგია. ამიტომ, ყველა ქალმა ორსულობაზე ეჭვის დროს ასეთი ტაქტიკა უნდა აირჩიოს. თუ არ მოუვიდა მოსალოდნელი მენსტრუაცია - მეათე-მეთორმეტე დღეს უნდა გაიაროს ექოსკოპია, რათა დაადგინოს არის თუ არა ორსულობა საერთოდ, შემდეგ, არის თუ არა იგი საშვილოსნოში, მესამე, რა ხნის არის ორსულობა. იმ შემთხვევაში, თუ ქალს არა აქვს მენსტრუაცია მაგალითად, ბავშვს ძუძუს აწოვებს მშობიარობის შემდეგ, ორსულობა რომ არ გამოეპაროს, სასურველია ექოსკოპიური გამოკვლევა გაიაროს ყოველთვიურად.

სტუმრებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
tamuka
  • 5 დეკემბერი 2012 18:35
  •    სტატუსი:გასულია   
წ?ნა თვეს? არ მქონდა ც?კლ?,გადაც?ლება 15 დღე გამოდ?ს,რა უფრო კარგ?ა ეხოზე წავ?დე თუ ტესტ? გავ?კეთო,მე მა?ნც ეხო მ?რჩევნ?ა,თქვენ რას მ?რჩევთ?
ინფორმაცია
Members of სტუმარი cannot leave comments.