"ემბავუდი"_ ჩემი ახალი ავეჯი ავეჯი

კატეგორია: ---

ავეჯი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.


თანამედროვე, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა, დახვეწილი, ხარისხიანი, გამძლე და ხელსაყრელ ფასად -  ნებისმიერი მომხმარებელი ავეჯს სწორედ ამ კრიტერიუმებით ირჩევს.

 

თუმცა, არჩევანი ყოველთვის როდი ამართლებს მოლოდინს. არადა ავეჯის განახლების საჭიროება ხშირად დგება, ახალმოსახლეობის ან უბრალოდ ძველი ავეჯის ახლით შეცვლის სურვილის შემთხვევაში. ამიტომ, თუ გვსურს ჩვენი მოთხოვნების სრული თანხვედრა მოხდეს შენაძენთან, არჩევანი "ემბავუდის" სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ.

 

საამისოდ კი ბევრი მიზეზი არსებობს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ახალი ავეჯი - "ემბავუდია". საძინებელი, რბილი ავეჯი, სამზარეულო, მისაღები ოთახი, საბავშვო ოთახი, მაგიდები, სკამები და სხვა აქსესუარები - კომპანია "ემბავუდი" მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

 

გემოვნებით შექმნილი თანამედროვე დიზაინის და სტანდარტების შესაბამისი ავეჯი ყველაზე დახვეწილ გემოვნებას და მოდის უახლეს ტენდენციებს აკმაყოფილებს. კომპანია საქართველოში ავეჯს თანამედროვე გერმანული ტექნოლოგიით აწარმოებს. კომპანია "ემბავუდ ჯორჯია" აწარმოებს ყველა სახის ავეჯს, მომხმარებელთა მრავალფეროვანი გემოვნების დასაკმაყოფილებლად და რა თქმა უნდა მისაღებ ფასად.

 

ავეჯის წარმოების გერმანული ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა დამზადდეს მაღალი ხარისხის ავეჯი ხელსაყრელ ფასად."ემბავუდი" მომხმარებელს ყოველთვის განახლებულ კოლექციას სთავაზობდა, სადაც კარგად არის ასახული თანამედროვე სტანდარტები უახლეს დიზაინში. "ემბავუდის" შოურუმებში წარმოდგენილი ნიმუშები სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე თუ როგორ მოერგება, მოუხდება ესა თუ ის ავეჯი ჩვენს სახლს, ბინას, სამუშაო გარემოს.

 

კომფორტული რბილი ავეჯი, კომპაქტური და მოსახერხებელი სამზარეულო, მყუდრო საძინებელი, დახვეწილი სასადილო და სხვა დანიშნულების ავეჯი სილამაზით, სიმყუდროვით და კომფორტით შეავსებს თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოს. "ემბავუდი"  ქმნის დიზაინს, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა გემოვნებას და ყველაზე ჭირვეული მომხმარებლის მოთხოვნებს.

 

ემბავუდში მრავალფეროვანი არჩევანია, როგორც ფერების, ასევე ტექსტურის და დიზაინის თვალსაზრისით. გარდა ამისა, "ემბავუდის"  ექსპერტები დაგეხმარებიან კომპეტენტური რჩევით, რათა შექმნათ თქვენს ბინაში სიმყუდროვე და ამავე დროს შეინარჩუნოთ მაქსიმალური სივრცე. 

 

კომპანია "ემბავუდ ჯორჯია"  სამართლიანად მიიჩნევა საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის ლიდერად. კომპანია 2007 წლიდან აწარმოებს ავეჯს საქართველოში, თუმცა კომპანიის ისტორია უკვე 17 წელს ითვლის. "ემბავუდს"  23 ავეჯის სალონი აქვს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ხაშურში, გორში, ახალციხეში, რუსთავში, მარნეულში, თელავში, ლაგოდეხში, ყვარელში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ზესტაფონში, სენაკში, ფოთში, წნორში და ჭიათურაში.


 

"ემბავუდის" ავეჯის სალონების ქსელის ასეთი მზარდი გაფართოება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად, ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ მიაღწიოს წარმატებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კომპანია "ემბავუდს"  წარმატებით გააქვს და ჰყიდის საქართველოში წარმოებულ ავეჯს ყაზახეთში, თურქმენეთსა და ტაჯიკეთში. მიმდინარე წელს კომპანია ექსპორტის 20-25%-იან ზრდას გეგმავს. კომპანია "ემბავუდს"  მაღაზიების ქსელი 11 ქვეყანაში აქვს. მათ შორის საქართველოში, აზერბაიჯანში და უკრაინაში. 

 

 

"ემბავუდი"  მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ავეჯს 2 წლიანი გარანტიით სთავაზობს და კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისი ასევე გულისხმობს ავეჯის დანიშნულების ადგილზე უფასო მიტანას და აწყობას. "ემბავუდი"  ავეჯის წარმოებისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს - მელამინირებულ მდფ-ს (მცირე დისპრესიული ფილები) იყენებს. ეს არის ნატურალური ხის ნახერხისგან დამზადებული ფილები, რომელიც დასრესილია მტვრის ნაწილაკებად და ვაკუუმის მეთოდით დაწნეხილია მშრალ ტემპერატურაზე. მდფ-ი ძალიან მკვრივი, ჰერმეტული და ჰიგიენურად სუფთა მასალაა. ის სპეციალურად არის შექმნილი იმგვარად, რომ ხელსაყრელი იყოს ავეჯის მრავალფეროვანი ფასადების დიზაინის შესაქმნელად. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ მდფ-ს არ ახასიათებს ჯანმრთელობისთვის მავნე თვისებები, არც ღია და არც დახურულ სივრცეში. შესაბამისად, კომპანია `ემბავუდის~ ავეჯი დამზადებულია სპეციალურად ავეჯის წარმოებისთვის განკუთვნილი მაღალხარისხიანი მდფ-ის მასალისგან.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია "ემბავუდი" აკონტროლებს წარმოების პროცესს ყველა ეტაპზე, ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული და მომხმარებლისთვის ავეჯის სახლში მიტანითა და მონტაჟით დამთავრებული. კომპანიის მუშაობის სტრატეგია მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული. ფართო ასორტიმენტი, თანამედროვე მოდის დიზაინი, ხარისხის კონტროლი, გაყიდვების შემდგომი მომსახურება - ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის "ემბავუდს"  და კომფორტს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

"ემბავუდის" პროფესიონალთა გუნდი აშენებს ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას მსოფლიოში. მათი მიზანია _ დაიმკვიდრონ წამყვანი პოზიცია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კომპანია პოზიციონირებს. გარდა ამისა, კომპანიის პრიორიტეტია შეინარჩუნოს მომხმარებლის მხრიდან მაღალი ნდობა, რადგან მომხმარებლის მოთოვნების დაკმაყოფილება კომპანიისთვის უმთავრესია. 

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ემბავუდ ჯორჯიაში"  დღეს დასაქმებულია 550 ადამიანი, რაც ორჯერ მეტია 2010 წლის მაჩვენებელზე. "ემბავუდ ჯორჯიას"  აქვს საქართველოში ავეჯისა და ავეჯის ნახევარფაბრიკატების ორი ქარხანა, რომელთა საწარმოო სიმძლავრეები გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად 2013 წლის ბოლომდე გაიზრდება დამატებით 30%-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს დამატებით 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას 2013 წლის განმავლობაში. 2014 წელს კი "ემბავუდ ჯორჯია"  ქართველ მომხმარებელს ავეჯის განახლებულ კოლექციებს შესთავაზებს, რომელიც შესაბამისობაში იქნება მსოფლიოში ავეჯის ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდეციებთან.  


სტუმრებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
ინფორმაცია
Members of სტუმარი cannot leave comments.