ვინ უნდა მიიღოს თხევადი ჟანგბადი?

კატეგორია: მკურნალობა

ვინ უნდა მიიღოს თხევადი ჟანგბადი?

თხევადი ჟანგბადის მიღება სასურველია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ ის განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც მომატებული აქვს მოთხოვნა ჟანგბადზე - ორსულებისთვის, განსაკუთრებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, ინტენსიურად მზარდი ორგანიზმისთვის - ბავშვებისთვის, და ვისშიც ქრონიკული ჟანგბადის უკმარისობა იწვევს გარკვეული დაავადებების გამწვავებას და პროვოცირებას - მოხუცებში, გულის და სუნთქვის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში), ონკოლოგიურ ავადმყოფებში (სხივური თერაპიის კურსის გავლის შემდეგ).

რატომაა აუცილებელი ჟანგბადის მიღება?

ორგანიზმს ჟანგბადის მიწოდება სჭირდება მუდმივად და უწყვეტად. ჟანგბადის გარეშე ადამიანის ორგანიზმი სიცოცხლეს ინარჩუნებს მხოლოდ რამოდენიმე წუთი, პირველი უჟანგბადობის პირობებში  კვდება ტვინის ქსოვილი (6 წუთში), ამიტომ ჟანგბადი სიცოცხლისთვის აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტია.

 

 

ჟანგბადის მიწოდების  კონცენტრაციის კლება ანუ ჰიპოქსია იწვევს:

უჯრედებში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მოშლას, რაც აისახება უჯრედების ფუნქციონირების მოშლით, მათი სწრაფი დაბერებითა და ახალი უჯრედების წარმოქმნის შეჩერებით.

ჰიპოქსია აზიანებს ტვინის

ღვიძლის ქსოვილებს

გულის კუნთს

თითქმის ყველა ქსოვილისთვის ატარებს დამაზიანებელ ეფექტს.

ჟანგბადის ნაკლებობა ბვერი დაავადების გამომწვევი მიზეზია მათ შორის:

ნერვული სისტემის დაავადებები - განვითარების დეფექტები, ინსულტი, სკლეროზი, ალცჰეიმერის დაავადება,

გულის უკმარისობა,

 სისხლის მიმოქცევის მოშლა,

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,

ინფექციური და ალერგიული დაავადებები და სხვა.

განსაკუთრებით გავრცელებულია ქრონიკული დაღლის სინდრომი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქრონიკულ ჰიპოქსიას.

სწორედ ამიტომ ჟანგბადის შემცველ პრეპარატებს ვიტამინ O-ს სახელით მოიხსენებენ.

მწვავე ჰიპოქსიის დროს ერთ-ერთ აუცილებელ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის ინჰალაცია, რომელიც სწრაფად ზრდის ჟანგბადის კონცენტრაციას სისხლში. მაგრამ დიდი დოზით ჟანგბადის მიღება მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში და მცირე მოცულობითაა შესაძლებელი, რადგან ხანგრძლივად ის იწვევს უკუ-ეფექტს - ქსოვილებში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას.

ახალმა გარემომ (ჟანგბადით ღარიბი ქალაქის ჰაერი, გამათბობლების სისტემები - რომლებიც  დახურულ სივრცეში ჟანგბადის დეფიციტს იწვევენ, თანამედროვე ცხოვრების წესი) შექმნა ჟანგბადის ქრონიკული  უკმარისობის პირობები, რასაც უკავშირდება მუდმივი გადაღლილობის შეგრძნება, ფსიქო-პათიური მდგომარეობების და ჰიპოქსიით გამოწვეულ დაავადებათა გახშირება.

დასავლურ ქვეყნებში ყოველდღიურ ცხოვრების წესად იქცა დაბალკონცენტრული თხევადი ჟანგბადის მოხმარება - მას ამონტაჟებენ კონდიცირების სისტემებში, ამატებენ კოსმეტიკურ ხაზებში, არსებობს ოქსიგენ-ბარებიც კი. თხევადი ჟანგბადი შეიცავს ჟანგბადის სტაბილიზებულ ფორმას, ის  აუცილებელი ოდენობით (4-5%-ით) ზრდის სისხლში მის კონცენტრაციას და არ აქვს ოქსიდაციის უკუეფექტი.     

ორსულობის დროს

 მნიშვნელოვნად იმატებს ჟანგბადზე მოთხოვნილება, რადგან ის სჭირდება როგორც დედის ორგანიზმს, ასევე მის პატარას. დედის ორგანიზმში ჩამოყალიბებულ „ახალ“ ორგანოში - პლაცენტაში ინტენსიურად მიმდინარეობს სისხლის მიწოდება ნაყოფის ჭიპლარის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, ნაყოფის უჯრედები მუდმივი გამრავლების და ზრდის პროცესშია, რასაც  ჩვეულებრივზე მეტი ოდენობით ჟანგბადი სჭირდება.

ჟანგბადის მცირე დეფიციტიც კი საზიანოა ორსულისთვის, ის იწვევს ნაყოფის ზრდის და განვითარების შეფერხებას, ყველაზე მძიმე შემთხვევებში - ნერვული სისტემის განვითარების დეფექტების (ბავშვთა ცერებრული დამბლის), ეპილეფსიის, აუტიზმის, სხვადასხვა ორგანოების დეფექტების (გულის მანკების) და სხვ. განვითარებას და ნაყოფის სიკვდილსაც კი.

ორსულებში ჰიპოქსია მძიმდება ანემიის ფონზე, რადგან ჰემოგლობინს გადააქვს ჟანგბადი უჯრედებამდე, ვენური დაავადებების, პრე-ეკლამპსიის (მაღალი არტერიული წნევა, შარდში ცილების გამოჩენა) დროს, გულის მანკების, ასთმის და ქრონიკული ინფექციების (ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდია, ტრიქომონიაზი, გონორეა, წითურა და სხვ.) მქონე ორსულებში. ყველა ეს ორსული ჰიპოქსიის რისკის ჯგუფში ხვდება და მათთვის აუცილებელია ჟანგბადის ადექვატური მიწოდება.

ბავშვებში

ინტენსიურად მიმდინარეობს ზრდის და განვითარების პროცესი - უჯრედების სწრაფი დაყოფა და ზრდა, რაც მოითხოვს მათში ენერგეტიკული პროცესებისთვის აუცილებელი ჟანგბადის კონცენტრაციას.

განსაკუთრებით საჭიროა ჰიპოქსიისგან დაცვა იმ ბავშვების, რომლებიც დაიბადნენ მიყოლებული ორსულობის (თუ წინა მშობიარობიდან შემდგომ დაორსულებამდე 3 წელზე ნაკლებია გასული)ან/და მძიმე მშობიარობის შედეგად, რომლებსაც აქვთ ნერვული სისტემის მცირე (ტუჩის ირგვლივ სილურჯე, კრთომები, კრუნჩხვები, ღამის უნებლიე შარდვა, აგზნებადობა) და გამოხატული დაზიანებები.

შესაძლოა ჰიპოქსიის შედეგი გამოიხატოს ბავშვებში მხედველობის (რეტინოპათიების, თვალის ნერვის დისტროფიის სახით), სმენის და მეტყველების დარღვევებით, რადგან ნერვული ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ.

ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში ფერხდება ბავშვის სიმაღლეში ზრდის პროცესიც.

მოხუცებში

იწყება ასაკობრივი ცვლილებები, უჯრედების დაბერების პროცესი, მცირდება ენერგეტიკული პროცესების ინტენსივობა, ამ დროს ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს ასაკთან დაკავშირებული დაავადებების პროვოცირებას ან დამძიმებას - მეხსიერების, მხედველობის და სმენის დაქვეითებას, დემენციურ და სკლეროზულ ცვლილებებს, გულის და სუნთქვის უკმარისობის დამძიმებას, დიაბეტის გამწვავებას.

ჰიპოქსიის პროფილაქტიკით შესაძლოა ასაკთან დაკავშირებული ამ ცვლილებების შემცირება ან გამოვლინების კომპენსაცია.  

სპორცმენებს

ჟანგბადის მომატებული კონცენტრაცია სჭირდებათ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, რადგან ჟანგბადი ორგანიზმში ერთადერთი ენერგიის წყაროა.

გარემოში ჟანგბადის კონცენტრაციის კლების პირობებში სპორცმენის ორგანიზმი „წვავს“ შიდა რესურსს (იწყება უჟანგბადო ენერგეტიკული პროცესები და „დაუწვავი“ შლაკების დაგროვება), რაც ხელს უშლის ორგანიზმის ენერგეტიკული პოტენციალის სწორ გამოყენებაში, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდგომ კი განაპირობებს გულის დაავადებების პროვოცირებას.

გონებრივი შრომის დროს - ორგანიზმი ისევე დიდი ოდენობით ჟანგბადს მოიხმარს, როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს. ჟანგბადის თხევადი ფორმის მიღება ამ დროს დაეხმარება ტვინის ქსოვილს მეხსიერების, ანალიზის, კონცენტრაციის ფუნქციების უკეთ შესრულებაში.

 

როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმი განიცდის ჰიპოქსიას?

ჰაერის უკმარისობის შეგრძნება - ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, რომლითაც გამოიხატება ორგანიზმის ჟანგბადის ნაკლებობა, ასეთივე სიმპტომს წარმოადგენს მთქნარება, სუნთქვის გახშირება, ჩასუნთქვის გაძნელება, ხვრინვა.

ჰიპოქსიის დიაგნოსტიკა ხდება ასევე კანის შეფერილობის შეცვლითაც - კანი ხდება ფერმკრთალი, გამოიხატება სისხლძარღვები, ჰიპოქსიის დამძიმებისას - კანი მორუხო ან მოლურჯო ელფერს იძენს.

ჰიპოქსია ნერვული სისტემის მხრივ გამოვლინდება - აგზნებადობის მომატებით და/ან დაღლილობის შეგრძნებით, ძილიანობით (ადამიანის კონსტიტუციური წყობიდან და ჰიპოქსიის ხარისხიდან გამომდინარე).

ჰიპოქსია ინტენსიურდება გაზის გამათბობლების გამოყენების და ჰაერის ტემპერატურის მომატების პირობებში.

რა გზებით მიეწოდება უჯრედებს ჟანგბადი?

დღეისათვის ცნობილია გარემოდან ჟანგბადის მიწოდების სამი გზა: ყველაზე დიდი მოცულობით ჟანგბადს ორგანიზმი იღებს ფილტვიდან, გარკვეულ ოდენობას კი - კუჭის ლორწოვანი გარსიდან (ე.წ. „ლაყუჩისებრი სუნთქვა“) და კანიდან შეწოვის გზით.

ფილტვის გზით აეროვანი ფორმის მქონე ჟანგბადი შეიწოვება სისხლში, ბოლო ორი გზის შემთხვევაში მარილის სახით სტაბილიზირებული, ე.წ. თხევადი ჟანგბადი იშლება და მარტვივი დიფუზიით გადადის სისხლში.

უჯრედებამდე ჟანგბადი მიეწოდება ჰემოგლობინთან შეკავშირებული ფორმით, რომელიც ჟანგბადისთვის ექსკლუზიური გადამტანია.

როგორ უნდა მივიღოთ თხევადი ჟანგბადი?

თხევადი ჟანგბადი მიიღება წვეთების სახით. თხევადი ფორმით ჟანგბადის სტაბილიზაციისთვის გამოიყენება მარილოვანი ფორმა - ნატრიუმის ქლორიტი (Sodium Chlorite - NaClO2), რომელიც ამ პრეპარატის აქტიურ, მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს. გასული საუკუნის 70-ან წლებამდე ამ მიზნით გამოიყენებოდა კალიუმის მარილიც, თუმცა კალიუმის ჭარბი მიღების შედეგად წარმოქმნილი რისკების გამო ეს ფორმა ამოღებულ იქნა ხმარებიდან. ნატრიუმის ქლორიტის მიღება მაღალტექნოლოგიური პროცესია და ითხოვს -380C  პიროებებს.

შესაძლებელია მისი დოზირება განზავდეს 5 მლ წყალში (ერთი სადილის კოვზის მოცულობა წყალზე დაწვეთდეს) ან პირდაპირ ჩაეწვეთოს პირს ღრუში, ენის ქვეშ.

მიღების ჯერადობა 2-3/ მიღება, ბოლო დოზა მიიღება დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე, რადგან პრეპარატი ენერგოსტიმულატორია და ხელს შეუშლის დაძინების პროცესს.

როგორ უნდა შევარჩიოთ თხევადი ჟანგბადის შემცველი პრეპარატი?

ძირითადად აქტიური, მოქმედი ნივთიერების მიხედვით: ბრიტანულ ფარმაკოპეაზე დაყრდნობით, ამ მიზნით გამოიყენება, უსაფრთხოა და  ეფექტურია ნატრიუმის ქლორიტი (Sodium Chlorite - NaClO2), ხსნარში მისი კონცენტრაციული გრადიენტია 0.1-1მგ%.

 

ოქსიმილი  - ჰიპოქსიისგან დაცვის რეკომენდირებული საშუალება

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რამდენიმე დასახელების თხევადი ჟანგბადია წარმოდგენილი, და მათი ფასი 20 - დან 24 - ლარამდე  მერყეობს.

რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ უნდა შევარჩიოთ საუკეთესო ვარინტი?

ნებისმიერი მათგანის დანიშნულება, ორგანიზმის ჟანგბადის საჭირო დოზით უზრუნვეყოფა და ჰიპოქსიის გამორიცხვაა - ამდენად მოქმედების ეფექტები მეტ-ნაკლებად ერთნაირი აქვს, თუმცა გარკვეული სხვაობა მათ შორის მაინც არის:

მაგალითად, ყველაზე ძვირადღირებული თხევადი ჟანგბადი „ოქსიმილი“, რომლის ღირებულებაც 24 ლარს და 60 თეთრს შეადგენს, ექსკლუზიურად მხოლოდ  შვეიცარიული ნედლეულით მზადდება და შესაბამისად 4 ლარიანი სხვაობაც, სხვა ანალოგებისგან ამით არის არის გამოწვეული.  ხშირად სვავენ კითხვას, რამდენად განმსაზღვრელია ნედლეულის წარმოშობა პრეპარატის საერთო ხარისხზე -  ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია და შესაძლოა მხოლოდ ფასში იძლეოდეს სხვაობას, თუმცა თხევადი ჟანგბადის შემთხვევაში - ნედლეულის წარმომავლობა ძალზე მნიშვნელოვანია და მომხარებელიც ორმაგად დაცული და დაზღვეულია, რომ მის შემადგენლობაში არცერთი „საეჭვო“ კომპონენტი, განსაკუთრებით მძიმე მეტალები არ აღმოჩნდება, სამწუხაროდ, ცალკეულ შემთხვევაში, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ისეთ მედიკამენტებსაც შევხვდებით, რომლის შემადგენელი ერთი ან რამდენიმე კომპონენტი ამოღებულია ხმარებიდან და საერთაშორის სტანდარტით აკრძალულია მათი გამოყენება, რათქმაუნდა ეს  მხოლოდ ცალკეულ პრეპარატებს ეხება, თუმცა როდესაც საუბარია ორსულებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე  - პრეპარატი, რომელსაც ჩვენ ვურჩევთ, სრული შესაბამისობით და ხარისხის გარანტიით უნდა გამოირჩეოდეს, რაც ბევრ შესაძლო გართულებას აგვარიდებს თავიდან.

 

გისურვებთ ჯანმთელობას.


სტუმრებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
eka77
  • 5 აგვისტო 2014 16:44
  •    სტატუსი:გასულია   
orsuladvar.ramdeni wveti sheidzleba davlio?
niniko(nuci2311)
  • 11 თებერვალი 2013 23:59
  •    სტატუსი:გასულია   
თუ გჯერავთროგორ ითვლით იქნებ დამეხმაროთ
niniko(nuci2311)
  • 11 თებერვალი 2013 23:57
  •    სტატუსი:გასულია   
გამარჯობათ მაინტერესებს გჯერავთ ტუ არა გამოთვლების
ინფორმაცია
Members of სტუმარი cannot leave comments.