Orsuli.ge - მთავარი გვერდი

პრემიუმ სტატიები

  • კიკოს საბავშვო კოსმეტიკა

     

    კიკოს საბავშვო კოსმეტიკა–სასიამოვნო  სურნელით გაჯერებული ნაზი შეხება!

     

     

     

  • რჩეული ლაბორატორია

    სინევო-ს ევროპული ლაბორატორიათა ქსელი საქართველოში - ჩვენი რჩეული ლაბორატორია ჩვეული ევროპული სტანდარტების სერვისებით!!!....

  • ბავშვთა საფენები პილო

    კომპანია GPC წარმოგიდგენთ ბავშვთა საფენების იტალიურ ბრენდ Pillo-ს, რომელის მწარმოებელიც გახლავთ 1970 წელს დაარსებული საოჯახო კომპანია Fippi. ის დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს ბავშვთა საფენების მწარმოებელ ევროპულ კომპანიებს შორის.





  • კითხვა

    Gamarjoba)) zurgze wola orsulistvis ramdeni kviridan ah Gar sheizleba?? Da kidevv zblebis tkivili ras sheizleba ukavshirdebodes

    პასუხი

    ორსულისთვის არარეკომენდებულია ზურგზე წოლა მას შემდგომ, რაც საშვილოსნოს გუმბათი მიაღწევს ჭიპის არეს, ამ დროს საშვილოსნო აწვება ხერხემლის სისხლძარღვებს და იწვევს ჟანგბადის მიწოდების დეფიციტს ანუ ორსულობის გინეკოლოგიური მე-20-22 კვირიდან.

    nuca
    მომხმარებელი
    2016-02-03 19:26:15

  • კითხვა

    გამარჯობათ.31 კვირის ვაარ. მაქვს საშინელი გულძმარვა.რა არ ვცადე არაფერმა მიშველა. ეხლა ბოლოს მითხრეს სოდიანი წყალი დალიეო. და შეიძლება თუ არაა? ან ნაყოფს ხომ არაფერს ავნებს?

    პასუხი

    არ გირჩევთ სოდიანი წყლის მიღებას, რადგან თქვენ ვერ გააკონტროლებთ იმას, რომ ზედმეტი ნატრიუმი არ მოხვდეს ორგანიზმში, სჯობს მინერალური სასმელები დალიოთ, მაგალითად ნაბეღლავი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ბიკარბონატს დოზირებულად (სოდის მსგავსად).

    მიმართეთ ოჯახის ექიმს, ის დაგინიშნავთ მომატებული მჟავიანობის შესამცირებელ პრეპარატებს - ე.წ. ანტაციდებს, დაიცავით დიეტა: ნაკლები შემწვარი, მეტი მოხარშული და უმი ბოსტნეული, მოერიდეთ მჟავე, მლაშე და ცხარე საკვებს, ე.წ. ფასტ-ფუდის საკვებს, "საცხობების" ნაწარმს, რომელსაც ძირითადად მრავალჯერადი გადამუშავების პირობებში მიღებულ ცხიმებში აცხობენ.

    Ninuca Baindurashvili
    მომხმარებელი
    2016-02-03 19:20:31

  • კითხვა

    gamarjobat me didi xani veweodi sigarets exla orsulad var 6e tveshi minda davanebo tavi magram dzalian michirs maqvs tavi tkivilebi roca ar vewevi tan rogorc me vici "lomka" dzalian cudad aisaxeba nayofze iqneb mirchiot rame

    პასუხი

    რათქმაუნდა პირველი ჩვენი რჩევა იქნება - იქნებ შეძლოთ მაინც და არ მოწიოთ ან მოწიოთ ძალიან ცოტა, არ იჯდეთ სიგარეტის კვამლში, მოწიოთ მხოლოდ გარეთ და არა ოთახში.

    თუმცა თუ თქვენ ვერ ანებებთ თავს და უსიგარეტობა ძლიერ სტრესს გიქმნით, მეორე რჩევაა - გამოიყენეთ ელექტრონული სიგარეტი.

    Ann Ann
    მომხმარებელი
    2016-02-03 19:14:26

  • კითხვა

    მოგესალმებით ყველას, ვარ 2 წლის გათხოვილი და 3 ორსულობა შეწყვეტილი, პირველი ადრეულ ვადაზე ნაყოფი 2 კვირით ჩამორჩენილი გემატომით, მეორე ციკლის გადაცდენიდან 8 დღეს ყავისფერი გამონადენით მოშლილი ნაყოფი, მესამე კი ექიმის დახმარებით ვეცედათ შრნარჩუნებას და ზუსტად მერვე კვირას გულია ცემა აღარ ისმოდა!! ხოდა კიდე ნორმალურად როგორ ვაზროვნებ ეგ მიკვირს!!! ასეთი კითხვა მაქვს ჩემი ექიმი ექოს ვაგინალურად მიგებდა, 1 თვეში მაქვს ვაგონალურად გადაღებული 5 ექო... ყოველ კვირაში აკონტროლებდა, და მე გულის სიღრმეში მწამს რომ ამდენი ვაგინალური დასხივება გამოიწვევდა გულის ცემის შეჩერებას, მაშინ როცა ყველაფერი ხუთიანზე მიდიოდა და უცებ მეხუთე ექოზე გულის ცემა აღარ ისმოდა.. გულახდიილად მიპასუხეთ გთხოვთ შესაძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში ამდენი ექო 1 თვის განმავლობაში!!!!

    პასუხი

    ძალიან ვწუხვართ თქვენი პატარების გამო, ძალიან რთულია დედისთვის ამდენი ტკივილის გადატანა.

    ნამდვილად არაა სასურველი ამდენი ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარება ასე მოკლე დროში, მით უფრო როდესაც გართულებების რისკია და ასეთი ისტორია აქვს ქალს წინა ორსულობისას. ეს უფრო თქვენი ექიმის შიშს გავს, ვიდრე საჭიროებას. სასურველია შემდეგ დაორსულებამდე გაირკვეს რა მიზეზებმა გამოიწვია სამი ორსულობის შეჩერება, მხოლოდ ამ მიზეზების მკურნალობის შემდეგაა სასურველი დაორსულება, ხოლო დაორსულების შემდგომ განსაკუთრებით პირველი 12 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად მცირე სამედიცინო ჩარევაა რეკომენდებული.

     

    Mari Mariam
    მომხმარებელი
    2016-02-03 18:51:54

  • კითხვა

    გამარჯობა, რა შემთხვევაში შეიძლება აჩვენოს ტესტმა ჯერ დადებითი და მეორე დღეს უარყოფითი პასუხი? მადლობა პასუხისთვის :)

    პასუხი

    ტესტის დადებითი პასუხი თითქმის 99%-ით უტყუარია, მეორე დღის უარყოფითი პასუხი უკავშირდება ჩვენი აზრით ტესტ-ჩხირის უხარისხობას ან პროცედურის არასწორად ჩატარებას. გირჩვეთ ხელმეორედ ჩაიტაროთ ტესტი ან სისხლში განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის დონე (გადამოწმდეს ტესტი).

    კიდევ ერთი შესაძლებლობა პირველი დღის ცრუ-დადებითი პასუხისა შესაძლოა იყოს ტესტ-ჩხირის ძლიერი დასველება, როდესაც წითელი ინდიკატორის არეს უბრალოდ ასძვრა ქაღალდი და გაშიშვლდა მეორე ხაზი, ამიტომ ზუსტად უნდა იქნას დაცული შარდში ჩხირის მოთავსების ინსტრუქცია.

     

    salome
    მომხმარებელი
    2016-02-03 18:44:55

  • კითხვა

    gamarjobat 12 dgis gadashorebaze ar achvena testma da shemdeg ranmodenime dgis shemdeg achvena da aris eseti shemtxvevebi?

    პასუხი

    სავარაუდოდ ტესტისთვის საკმარისი ჰორმონი არ იყო შარდში და ამიტომ არ გაჩვენათ ტესტმა დადებითი პასუხი. როგორც კი ჰორმონის დონემ მიაღწია "საკმარის" ოდენობას, რომელიც "დაიჭირა" ტესტმა, ტესტი გაწითლდა.

    etuna
    მომხმარებელი
    2016-02-03 18:40:31

  • კითხვა

    gamarjobat kitxva maqvs aseti cikli mqonda 6 dekemembers da morcha 10 shi romel periodshia daorsulebis shansi ? cikli dargveuli maqvs da sheidzleba amis gamoc ver vrchebi?

    პასუხი

    დაორსულების შანსი ყველაზე მაღალი ოვულაციის დღეებშია. ოვულაციის დღეების დადგენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე არსებული ოვულაციის კალენდრის მეშვეობით ლინკზეhttp://orsuli.ge/Snews?ns=56

    ამისთვის ჩაწერთ კალენდრის გვერდზე ბოლო მენსტრუაციის პირველ დღეს, თქვენ შემთხვევაში - 6. დეკემბერი. 2015, ციკლის ხანგრძლივობა მიუთითეთ ჯერ 28 (გვერდით დიდ ფანჯარაში), დააჭერთ ღილაკს "გამოთვლა" - ამოგიგდებთ რიცხვებს 17-19, შემდეგ ციკლის ხანგრძლივობას მიუთითებთ 38 (ყველაზე ხანგრძლივი ციკლი), ამოგიგდებთ რიცხვებს 23-25, შესაბამისად დაორსულების მაღალი შანსი ნებისმიერი ციკლის შემთხვევაში 17-დან 25 დეკემბრამდე იყო.

    ასეთივე დათვლა შეგიძლიათ განახორციელოთ იანვრის და შემდგომი თვეების განმავლობაში, როგორც კი დაგეწყებათ მენსტრუალური სისხლდენა, შეაიყვანეთ რიცხვი და წინასწარ გამოთვალეთ სავარაუდო ოვულაციის დღეები.

    ციკლის დარღვევა ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია გინეკოლოგიური პრობლემების არსებობისა, რომლებიც ხელს უშლის თქვენს დაორსულებას, ამის შესახებ შეგიძლიათ დაწვრილებით წაიკითხოთ ჩვენს გვერდზე სტატიაში "დაორსულების ხელისშემშლელი ფაქტორები".

     

    Mari Kapanadze
    მომხმარებელი
    2016-01-18 19:18:27

  • კითხვა

    gamarjobat var 4 tvis orsuli maqvs gamonadeni.tavidan mqonda xachosebri gamonadeni axla chveulebrivi aqvs suni sashishi xom araa nayofistvis?rit sheizleba rom vimkurnaloo?

    პასუხი

    ხაჭოსებრი და სუნიანი გამონადენი ყველაზე ხშირად სოკოვან ინფექციას ახასიათებს. თქვენ მას მარტო ვერ უმკურნალებთ, საჭიროა გინეკოლოგთან კონსულტაცია, საშოს ნაცხის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი სოკოს თუ სხვა ინფექციის (რაც აღმოჩნდება საშოს ნაცხში) საწინააღმდეგო პრეპარატების შერჩევა.

    თქვენ შეგიძლიათ გამკაცრებული ჰიგიენური პროცედურების დაცვა, რითიც დაეხმარებით პროცესს უკუგანვითარდეს: ყოველდღე გამოიცვალეთ ქვედა საცვალი, გარეცხილი საცვლები კარგად დააუთოვეთ, იხმარეთ სპეციალური ანტისეპტიკური საპონ-გელები, ჩაიბანეთ გარეთა სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ და კარგად გაიმშრალეთ, გამოიყენეთ ყოველდღიური საფენები, რომელიც უნდა გამოიცვალოთ ყოველ 6 საათში ერთხელ.

    Tiko Murazi
    მომხმარებელი
    2016-01-18 19:02:46

  • კითხვა

    gamarjobat...mainteresebs orsulobis periodshi kbilis daplombva tu sheidzleba

    პასუხი

    შეიძლება და აუცილებელიცაა, რადგან პირის ღრუში ანთებითმა პროცესმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. სტომატოლოგიაში არსებობს ორსულობისთვის უსაფრთხო საანესთეზიო საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია იმკურნალოთ კბილზე აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ.

    ირმა დუმბაძე
    მომხმარებელი
    2016-01-18 18:57:03

  • კითხვა

    gamarjobat. wina tveshi 13 dekembers mqonda cikli, 28 dgiani maqvs. polikulis problema maqvs (xan agvianebs gaskdomas da xan saertod ar skdeba) xoda exla ori dge maq gadacdena da dzalian mtkiva sakvercxeebi, muceli shemebera, sxeulis temperatura 1 kviraa 37 gradusi maqvs. testi gushin gavakete da uaryopiti iyo. shesadloa gadacdenidan maleve ar achvenos orsuloba testma? vmkurnalob vsvav eutiroqss, bromokriptins da siopors da cikli momiwesrigda tumca ori tvis win sami kvirit gadamicda, xege chavabare uaryopiti iyo da damewyo mas mere. shemdeg tves zustad 28 dges damewyo da exla isev ase memarteba. ciklis win mkerdi mtkiva xolme exla mkerdic ar mtkiva ubralod damebera da tu araa orsuloba albat isev didi xnit damigvianebs. iqneb mirchiot rame ra gavaketo. didi madloba winaswar

    პასუხი

    თქვენს შემთხვევაში ციკლის პრობლემები ჰორმონული ცვლილებებითაა განპირობებული (სვამთ კიდევ ეუთიროქსს), ციკლის მოწესრიგება სწორედ ჰორმონული ფონის მოწესრიგებასთან ერთად მოხდება, ამიტომ საჭიროა თქვენი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ღრმად გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესრულება. ანუ პირველი რასაც გირჩევთ - ესაა სპეციალიზებული ენდოკრინოლოგიური კლინიკისთვის მიმართვა და/ან ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რომელიც დაგირეგულირებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას და სხვა ჰორმონებსაც გამოიკვლევს.

    მეორე რჩევა ეხება ორსულობის დადგენას - სქემა ყველა შემთხვევაში ერთნაირია: ვიკეთებთ გადაცდენის მომენტიდან ერთი კვირის მანძილზე სამ-ჯერადად ტესტს, თუ პასუხი უარყოფითია, სისხლში ქორიონული გონადოტროპინის კვლევას, თუ აქაც პასუხი უარყოფითია, მაშასადამე ორსულად არ ხართ და საჭიროა ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს თქვენი ფოლიკულის მდგომარეობა, თუ ფოლიკულის გასკდომა იგვიანებს, გინეკოლოგი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას (მათ შორის ფოლიკულის გასკდომის სტიმულაციისთვის).

    salome
    მომხმარებელი
    2016-01-18 18:54:41

კატალოგი


ყველაფერი თქვენთვის საჭირო ნივთებისა და მომსახურების შესახებ



© 2015 ყველა უფლება დაცულია