ორსულობის გინეკოლოგიური დასაწყისი

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 1 - ფოლიკულის მომწიფება

1 კვირა - ქალის რეპროდუქციული ორგანოები

ლოგიკურია და ჩვენ ველოდებით, რომ ორსულობის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც კვერცხუჯრედს სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს ანუ ორსულობა „ჭეშმარიტად“ შემდგარ ფაქტად ჩაითვლება.

თუმცა, რადგან 21 საუკუნეშიც კი კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეერთების ზუსტი მომენტის დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია, ექიმები ორსულობის ვადის ათვლის დასაწყებად დღემდე იმ „თვალსაჩინო წერტილს“ იყენებენ, როდესაც ადგილი აქვს მენტრუალური სისხლდენის დაწყებას.

ამიტომ გინეკოლოგიაში მუდამ საუბარია ორსულობის გინეკოლოგიურ ვადაზე - ასეთი ათვლის სისტემით ორსულობის ვადის გამოანგარიშება უკანასკნელი მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან იწყება. კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდით განაყოფიერების დღიდან გადაანგარიშებულ ორსულობის ვადას ორსულობის ემბრიონული ვადა ეწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის ემბრიონული ვადა გინეკოლოგიურ ვადას საშუალოდ 2 კვირით ჩამორჩება.

 

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური 1 კვირის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები მოიცავს ერთდროულად მიმდინარე ორ პროცესს:

1 კვირა - მენსტრუაცია

ერთის მხრივ, მენსტრუალური სისხლდენის საშუალებით წინა ციკლის დროს გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი გამოიდევნება;

მენსტრუალური სისხდენის დადგომა ნიშნავს, რომ წინა ციკლის განმავლობაში მომწიფებული კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, შესაბამისად ამ „განუხორციელებელი“ ორსულობისთვის მომზადებული რეპროდუქციული ორგანოები საჭიროა დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, კერძოდ, გასქელებული და გაფაშრებული საშვილოსნოს ლორწოვანი უნდა ჩამოიფრცქვნას და გამოიყოს. ეს მენსტრუალური სისხდენის სახით ხორციელდება.

1 კვირა - ახალი კვერცხუჯრედის მომწიფება

მეორეს მხრივ, საკვერცხეებში ახალი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი იწყება, რომელსაც უკვე შემდეგ კვირაში „მიეცემა შანსი“ განაყოფიერდეს და „საფუძველი ჩაუყაროს“ ორსულობის პროცესს.

ამისათვის ქალის ერთ-ერთ საკვერცხეში ახალი ფოლიკული მწიფდება, რაც გულისხმობს მასში მოთავსებული სასქესო გამეტის - კვერცხუჯრედის „მომზადებას“ საკვერცხიდან გამოსატყორცნად და შემდგომში სპერმატოზოიდთან შესახვედრად.

1 კვირა - ფოლიკული

 

ფოლიკული წარმოადგენს სითხით ავსებულ ბუშტუკს, მისი კედლები ორშრიანია. შიდა აქტიური უჯრედებისგან შემდგარი ე.წ. შიდა შრე გამოიმუშავებს ქალის სასქესო ჰორმონს - ესტროგენს და საკვები ნივთიერებებისგან აგროვებს „საგზალს“კვერცხუჯრედისთვის, შემაერთებელი ქსოვილისგან წარმოქმნილი გარე შრე იცავს მის „ძვირფას“ შიგთავსს - სითხეში მოტივტივე კვერცხუჯრედს და მის საკვებ ნივთიერებებს - გარე ზემოქმედებებისგან. ფოლიკულის შიდა სივრცე ამოვსებულია სითხით, აქ დაცურავს კვერცხუჯრედი. იგი მომავალი ბავშვისთვის დედისგან გადასაცემი გენეტიკური ინფორმაციის  ნახევარს - 23 ქრომოსომას - შეიცავს, მათ შორისაა დედის ერთ-ერთი ე.წ. სასქესო X ქრომოსომაც.

 

საკვერცხეში საწყის ეტაპზე მომწიფებას იწყებს რამოდენიმე ფოლიკული - 1-2-დან 4-5-მდე, რაც გარე დაკვირვებით გამოიხატება მათ ზომაში ზრდაში, ეს კი ხორცილედება ძირითადად აქტიური უჯრედების რაოდენობის მატების ხარჯზე, თავად კვერცხუჯრედი ზომაში თითქმის უცვლელი რჩება. მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან მე-7 დღეს ახალი, მომწიფების პროცესში მყოფი ფოლიკულების დიამეტრი 5-6 მმ-ია.

 

ამ კვირის ბოლოს გაზრდილ ფოლიკულებს შორის გამოიკვეთება დომინანტი ფოლიკული, რომელიც ოვულაციამდე ანუ საკვერცხიდან გამოსროლამდე აგრძელებს უფრო ინტენსიურ ზრდას.

 

პარალელურად, ფოლიკულების აქტიური უჯრედების მიერ გამომუშავებული ესტროგენი ჭარბად გადაისროლება სისხლში, შესაბამისად, ამ ჰორმონის  კონცენტრაცია სისხლში იზრდება. ეს უტყუარი კლინიკური ნიშანია იმისა, რომ  ფოლიკულის მომწიფების პროცესი ქალის ორგანიზმში პროგრესირებს.

 

სისხლში ესტროგენის კონცენტრაციის გარკვეულ  ნიშნულამდე გაზრდა თავის მხრივ ქალის ორგანიზმისთვის სიგნალია, რომ მენსტრუალური სისხლდენა უნდა შეწყდეს და საშვილოსნოს ლორწოვანი (რომელიც მენსტრუაციის დროს ჩამოიფცქვნა და გამოიდევნა სისხლთან ერთად) სწრაფად აღდგეს, რათა ყველაფერი დაუბრუნდეს საწყის წერტილს, რომლის შემდეგ  დაიწყება ახალ კვერცხუჯრედთან შესახვედრად მზადება.

 

ქალის სასქესო ორგანოებში მიმდინარე ყველა ეს პროცესი კონტროლდება თავის ტვინში არსებული სპეციალური სტრუქტურების - ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის - მიერ გამოყოფილი სპეციალურ ნივთიერებების - ჰორმონების მეშვეობით. საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფება იწყება ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ე.წ ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით.

 

იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ერთდროულად მომწიფდეს ორი ან მეტი ფოლიკული. შესაბამისად, ოვულაციის შედეგად განაყოფიერების „შანსი“ ეძლევა ორ ან მეტ კვერცხუჯრედს. თუ მათი განაყოფიერება ერთდროულად მოხდა, დადგება ე.წ მრავალნაყოფიანი ორსულობა.

 

სუბიექტური შეგრძნებებიდან ქალს ამ პერიოდში აქვს ჩვეულებრივი „მენსტრუალური“ სიმპტომატიკა: გაღიზიანებადობა, ძილიანობა, სისუსტე (რაც ესტროგენის სიმცირესთანაა დაკავშირებული), „მუცლის დაქაჩვის“ შეგრძნება, შესაძლოა ტკივილიც მუცლის არეში (რაც საშვილოსნოს კედლების შეკუმშვას უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც გამოიდევნება სისხლი და ჩამოფცქვნილი „ძველი“ ლორწოვანი).

 

მენსტრუალური სისხლდენა 4-7 დღე გრძელდება, სისხლდენის შემცირებასთან ერთად იხსნება უსიამოვნო შეგრძნებები და უმჯობესდება განწყობა, თითქოს ქალის ორგანიზმს უკვე ახალი სამოქმედო გეგმა აქვს შედგენილი მომავალი ორსულობისთვის.

 

 

 

 

 

 

სწორედ ამისთვის ქალის ერთ-ერთ საკვერცხეში მწიფდება ფოლიკული და მასში მოთავსებული სასქესო გამეტა - კვერცხუჯრედი, რომელიც მომავალი ბავშვისთვის დედისგან გადასაცემ ნახევარ გენეტიკურ ინფორმაციას - 23 ქრომოსომას - შეიცავს, მათ შორისაა დედის ერთ-ერთი X ქრომოსომაც.

ქალის სასქესო ორგანოებში მიმდინარე ყველა ეს პროცესი კონტროლდება თავის ტვინში არსებული სპეციალური სტრუქტურების - ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის - მიერ, რომლებიც ამისთვის გამოყოფენ სპეციალურ ნივთიერებებს - ჰორმონებს. საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფება იწყება ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ე.წ ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით.

ფოლიკული წარმოადგენს სითხით ავსებულ ბუშტუკს, რომლის კედლებიც ორშრიანია - შიდა აქტიური უჯრედებისგან შემდგარი შრე გამოიმუშავებს ქალის სასქესო ჰორმონს - ესტროგენს, გარეთა შემაერთებელი ქსოვილით წარმოქმნილი შრე იცავს მის შიგთავსს - სითხეში მოტივტივე კვერცხუჯრედს და მის საკვებ ნივთიერებებს.

ფოლიკულის მომწიფება გამოიხატება მის ზომაში ზრდაში, რასაც თან ახლავს აქტიური უჯრედების რაოდენობის და შესაბამისად მათ მიერ გამომუშავებული ესტროგენის სისხლში კონცენტრაციის ზრდა. როდესაც ესტროგენის რაოდენობა მიაღწევს გარკვეულ ნიშნულს, ეს ქალის ორგანიზმისთვის სიგნალია, რომ მენსტრუალური სისხლდენა უნდა შეწყდეს და საშვილოსნოს ლორწოვანი (რომელიც მენსტრუაციის დროს ჩამოიფცქვნა და გამოიდევნა სისხლთან ერთად) უნდა აღდგეს, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა შემდგომში სრულფასოვნად მიიმაგროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.

როდესაც გოგონა იბადება, მას საკვერცხეებში უკვე აქვს კვერცხუჯრედების განსაზღვრული (დაახლ 300 ათასი) ოდენობა, რომლებიც სქესობრივი მომწიფების მომენტიდან „მორიგეობით“ მწიფდება. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ერთდროულად მომწიფდეს ორი ან მეტი ფოლიკული, თუ მათი განაყოფიერება ერთდროულად მოხდა, დადგება ე.წ მრავალნაყოფიანი ორსულობა.

სუბიექტური შეგრძნებებიდან ქალს ამ პერიოდში აქვს ჩვეულებრივი „მენსტრუალური“ სიმპტომატიკა: გაღიზიანებადობა, ძილიანობა, სისუსტე (რაც ესტროგენის სიმცირესთანაა ბმაში), „დაქაჩვის“ შეგრძნება, შესაძლოა ტკივილიც მუცლის არეში (რაც საშვილოსნოს კედლების შეკუმშვას უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც გამოიდევნება სისხლი და ჩამოფცქვნილი „ძველი“ ლორწოვანი).

მენსტრუალური სისხლდენა 4-7 დღე გრძელდება, სისხლდენის შემცირებასთან ერთად იხსნება უსიამოვნო შეგრძნებები და უმჯობესდება განწყობა, თითქოს ქალის ორგანიზმს უკვე ახალი სამოქმედო გეგმა აქვს შედგენილი მომავალი ორსულობისთვის.