Orsuli.ge - ერთი წლის ბავშვი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ერთი წლის ბავშვი

ერთი წლის ბავშვის ფიზიოლოგია

ჩვეულებრივ 1 წლის ასაკში ბავშვებს უკვე 12 კბილი აქვთ, თუმცა თუ თქვენს პატარას ჯერ არ აქვს 12-ვე კბილი ამოსული, ეს პანიკის საფუძველს არ გაძლევთ, უბრალოდ გადაამოწმეთ, ღებულობს თუ არა იგი კალციუმს, ფოსფორს და ვიტამინ D-ს ადექვატური დოზირებით, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პედიტრს და ჩაუტაროთ სისხლში ამ ნივთერებების კონცენტრაციის კვლევა, რის შემდეგაც მას დაენიშნება შესაბამისი წამლები.

1 წლის ასაკში სასურველია შეწყდეს ძუძუთი კვება, რადგან ერთის მხრივ პატარას ორგანიზმი სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ ყველა საკვები ნივთიერება მიიღოს ჩვეულებრივი საკვებიდან, მეორეს მხრივ დედის რძე იწყებს გამოფიტვას და მასში საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია კლებულობს.

1 წლის ბავშვის ძილის რეჟიმში დღის ძილის მხოლოდ ერთი  ეპიზოდი რჩება.

ერთი წლის ბავშვის ფსიქოლოგია

ერთი წლის ასაკი ის დროა, როდესაც ბავშვის ფსიქიკური განვითარება ახალ საფეხურზე ადის - ეს შემეცნებისა და გარემოს შესწავლის ხანაა, თუმცა ამას თან სდევს მის ცხოვრებაში  პირველი ფსიქოლოგური კრიზისი.

1 წლის პატარა საკუთარ თავს უკვე სრულად დედისგან დამოუკიდებელ ორგანიზმად აღიქვამს და აღმოაჩენს, რომ მას საკუთარი „მე“ გააჩნია. ამასთანავე ფსიქოლოგიური განვითარების მაჩვენებლებით ის სცდება საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ლაპარაკის დაწყებასთან ერთად მას მოზრდილები საკუთარ ნებას „ახვევენ თავზე“, პატარა „იძულებულია“ გააკეთოს და იგრძნოს ის, რასაც მოზრდილები კარნახობენ, ამიტომ ახლა ახალი ფიზიკური უნარების ათვისებამ მასში ძველებურად სიხარულის გრძნობა შესაძლოა აღარ გამოიწვიოს, არამედ ამ უნარის ასათვისებლად მიმართული აქტივობა ხშირად გადაიზრდება ქცევით სირთულეებში - ბავშვი ხდება გაღიზიანებული და ჭირვეული, ხანდახან შესაძლოა ისტერიკებიც მოაწყოს.

გამოსავალი - მოზრდილებს ურჩევენ ახალი უნარების ასათვისებლად უფრო მიბაძვით სწავლებას მიმართონ, ვიდრე სიტყვიერი მითითებებით ტრენირებას, პატარას ძალიან მოსწონს ამ ასაკში მიმბაძველობა, ამიტომ სასურველია ავიყოლიოთ იგი ქმედებებში, ვიდრე მუდმივად დავუშალოთ მას რაიმეს კეთება და ვაკრიტიკოთ/დავსაჯოთ ის  ცუდი ქცევებისთვის.

ერთი წლის ბავშვის მოძრაობითი განვითარება

1 წლის ბავშვი თავისუფლად გადაადგილდება სახლში, შეუძლია დამოუკიდებლად ადგომა და დაჯდომა, კიბეზე ასვლა, თუმცა ჩამოსვლისთვის დახმარება სჭირდება.

1 წლის ბავშვი დამოუკიდებლად ჯერ ვერ დარბის, მას სირბილი მხოლოდ ხელჩაკიდებულ მდგომარეობაში შეუძლია.

1 წლის ბავშვი მზადაა საგნების დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის, ამიტომ სწორი აღზრდის შემთხვევაში მას უკვე აქვს გამომუშავებული ჭიქიდან წყლის დალევის და კოვზით ჭამის ჩვევები.

1 წლის პატარა ბაძავს ყველა მოძრაობით აქტვობას, ყველაზე ხშირად მოზრდილების მოძრაობებს, ამის შემდგომ ის ხანგრძლივად აკვირდება თუ რა ემოციები გამოიწვია მისმა ასეთმა მოქმედებამ.

ერთი წლის ბავშვის მეტყველება

1 წლის ასაკში ბავშვს აქვს სიტყვების გარკვეული მარაგი - ზოგიერთს მხოლოდ ორი-სამი სიტყვა, ზოგიერთს ოცამდე.

ამ სიტყვებში ყველაზე „მოზრდილი წილი“ უჭირავს ახლობელი ადამიანების მიმართვით სახელებს - „დედა“, „მამა“, „ბაბა“, ჯერ ცოტაა საგნების აღმნიშვნელი სახელები.

 

ერთი წლის ბავშვის ძირითადი უნარები:

შეუძლია დამოუკიდებლად ადგომა/დაჯდომა და სიარული

შეუძლია მოზრდილზე ხელის მოკიდებით სირბილი

შეუძლია ერთეული სიტყვების წარმოთქმა

შეუძლია ჭიქიდან დამოუკიდებლად დალევა და კოვზით ჭამა

აქვს ღამის ქოთნის ჩვევა ან იწყებს მის გამომუშავებას

შეუძლია ოჯახის წევრებს და მისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს მიმართოს სახელებით

შეუძლია მარტივ სიუჟეტურ თამაშებში მონაწილეობა

აქვს საგნებს დანიშნულებისამებრ გამოყენების ჩვევა

 


© 2015 ყველა უფლება დაცულია