Orsuli.ge - სისხლის ანალიზი ჰორმონებზე

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
სისხლის ანალიზი ჰორმონებზე

სისხლის და შარდის ანალიზი ჰორმონებზე ანუ ჰორმონული ფონის კვლევა მოიცავს ბიოლოგიურ სითხეებში, ძირითადად სისხლში ენდოკრინული ორგანოების მიერ გამომუშავებული აქტიური ნაერთების რაოდენობრივ კვლევებს.

ქორიონული გონადოტროპინი -hCG (human Chorionic Gonadotropin)  - ჰორმონია, რომელსაც გამოიმუშავებს ჯერ ემბრიონი, შემდეგ პლაცენტა ანუ ეს ჰორმონი მხოლოდ ორსულობისას კონცენტრირებს ქალის ორგანიზმში, ამიტომ მისი განსაზღვრით შესაძლებელია ორსულობის ზუსტი დიაგნოსტირება და ნაყოფის სწორი განვითარების მონიტორინგი.

ჰორმონი სისხლში ჩნდება სანაყოფე კვერცხის იმპლანტაციიდან 7-8 დღის შემდეგ, ორსულობის მე-5 კვირამდე მისი კონცენტრაცია სწრაფად იზრდება, პიკს აღწევს მე-11-12 კვირაზე, შემდეგ თანდათან მცირდება.

ქორიონულ გონადოტროპინს აქვს α (ალფა)-hCG და β (ბეტა)-hCG სუბერთეულები. α -hCG აგებულება ჰგავს სხვა ჰორმონების სუბ-ერთეულებს, β- hCG სტრუქტურა კი უნიკალურია და დამახასიათებელია მხოლოდ ამ ჰორმონისთვის, ამიტომ სპეციფიური კვლევების დროს ისაზღვრება კონკრეტულად  β- hCG-ს კონცენტრაცია.

სისხლში ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციის ნორმები:

ორსულობის ვადა (კვირებში)

კონცენტრაცია IU/ml

1-2

25-300

2,5-3

1500-5 *103

3,5-4

10-30 *103

4,5-5

20-100 *103

5,5-6

50-200 *103

6,5-7

50-200 *103

7,5-8

20-200 *103

8,5-9

20-100 *103

9-10

20-95 *103

11-12

20-90 *103

13-14

15-60 *103

15-25

10-35 *103

26-37

10-60 *103

თავისუფალი ესტრიოლი - E3 (Free Estriol)- ესტროგენების ჯგუფის ჰორმონია, რომელსაც გამოიმუშავებს საკვერცხეები, ორსულობისას - ქორიონული გონადოტროპინის გავლენით საკვერცხეში ფოლიკულის ადგილას წარმოქმნილი ყვითელი სხეული, შემდგომში პლაცენტა და ნაყოფის ღვიძლი (90%-ს).

მას ორსულობის „მთავარ“ ესტროგენსაც უწოდებენ. ჰორმონი აძლიერებს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს კუნთოვანი შრის ტონუსს, ხელს უწყობს სარძევე ჯირკვალში სადინარების და შესაბამისად სარძევე ჯირკვლების მომწიფებას.

მისი კონცენტრაცია მთელი ორსულობის მანძილზე იზრდება, თუმცა ისაზღვრება და ინფორმატიულია ორსულობის მე-12-15 კვირის ვადაზე, როდესაც საჭიროა დიაგნოსტირება თუ როგორ ფუნქციონირებს პლაცენტა და ორსულობის 40 კვირის შემდგომ, როდესაც ხდება ორსულობის ვადაგადაცილების დიაგნოსტირება.

სისხლში თავისუფალი ესტრიოლის  კონცენტრაციის ნორმები:

ორსულობის ვადა (კვირებში)

კონცენტრაცია ნმოლ/ლ

1 – 4

0 – 1.42

5 – 8

1.15 – 1.49

9 – 12

1.2 — 5.56

13 – 16

4.69 – 10.76

17 – 20

9.96 – 18.89

21 – 24

22.29 – 31.11

25 – 28

26.76 – 43.12

29 – 32

35.31. – 63.06

33 – 34

40.23 – 69.09

35 – 36

44.10 – 70.01

37 – 38

60.04 – 89.01

39 – 40

66.52 – 106.08

ესტრადიოლი - E3 (Estradiol) - ესტროგენების ჯგუფის ყველაზე მთავარი ჰორმონია, რომელსაც ჩვეულებრივ გამოიმუშავებს საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვლები. ორსულობისას მის გამომუშავებაში ერთვება პლაცენტა. ჰორმონის კონცენტრაცია იზრდება მთელი ორსულობის მანძილზე და პიკს აღწევს მშობიარობის დაწყების მომენტში.

ესტრადიოლი ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და მისი კონცენტრაციით მსჯელობენ პლაცენტის მომწიფების ხარისხზე.

სისხლში ესტრადიოლის  კონცენტრაციის ნორმები:

ორსულობის ვადა (კვირებში)

კონცენტრაცია ნმოლ/ლ

3-6

0,5-4

7-8

4-7,5

9-10

7,5-8,5

11-12

8,5-10,9

13-14

10,5-12

15-16

12-21,5

17-18

21,5-29

19-20

29-37

21-22

37-38

23-24

38-42

25-26

42-45

27-28

45-50

29-30

50-52

31-32

52-55

33-34

55-57,5

35-36

57,5-59

37-38

59-61

39-40

61-66

პროგესტერონი P4 (Progesterone) – ორსულობის მიმდინარეობის ხელშემწყობი „შემანარჩუნებელი“ ჰორმონია, რომელსაც გამოიმუშავებს ოვულაციის შემდგომ საკვერცხეში ფოლიკულის ადგილზე ჩამოყალიბებული ყვითელი სხეული. ორსულობისას მე-12 კვირის შემდგომ ჰორმონის ძირითადი „წყაროა“ - პლაცენტა.

პროგესტერონი ორსულობის დასაწყისში უზრუნველყოფს იმპლანტაციის პროცესისთვის საშვილოსნოს ლორწოვანის მომწიფებას, ამცირებს საშვილოსნოს ტონუსს, შემდგომში მოქმედებს პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე და ამით უზრუნველყოფს ორსულობის „შენარჩუნებას“.

ჰორმონის კონცენტრაცია სისხლში ორსულობისას განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ორსულობის მე-7-8 კვირამდე, შემდეგში ის განაგრძობს ზრდას უფრო ნელი ტემპით, ორსულობის 37-38-ე კვირაზე აღწევს პიკურ მნიშვნელობას.

სისხლში პროგესტერონის  კონცენტრაციის ნორმები:

ორსულობის ვადა (კვირებში)

კონცენტრაცია ნმოლ/ლ

5-6

18.57+/-2.00

7-8

32.98+/-3.56

9-10

37.91+/-4.10

11-12

42.80+/-4.61

13-14

44.77+/-5.15

15-16

6.75+/-5.06

17-18

59.28+/-6.42

19-20

71.80+/-7.76

21-22

75.35+/-8.36

23-24

79.15+/-8.55

25-26

83.89+/-9.63

27-28

91.52+/-9.89

29-30

101.38+/-10.97

31-32

127.10+/-7.82

33-34

112.45+/-6.68

35-36

112.48+/-12.27

37-38

219.58+/-23.75

39-40

273.32+/-27.77

ალფა-ფეტოპროტეინი - AFP (α-fetoprotein) - სპეციფიური ცილაა, რომელიც მხოლოდ ორსულობის დროს გამომუშავდება, მას პროდუცირებს ორსულობის მე-5 კვირამდე საკვერცხეში ფოლიკულის ადგილზე წარმოქმნილი ყვითელი სხეული, შემდგომში ემბრიონის „მხარდამჭერი“ ორგანო - საკვერცხე პარკი და ნაყოფის ღვიძლის უჯრედები.

α-ფეტოპროტეინი ხელს უწყობს დედის სისხლიდან ნაყოფის ორგანიზმში ცილების გადატანას, რითიც უზრუნველყოფს მის ზრდას და განვითარებას.

ჰორმონის კონცენტრაცია სისხლში იზრდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ორსულობის მე-10-11 კვირაზე, მაქსიმუმს აღწევს ორსულობის 32-34-ე კვირაზე, შემდგომში თანდათან მცირდება.

სისხლში α-ფეტოპროტეინის  კონცენტრაციის ნორმები:

ორსულობის ვადა (კვირებში)

კონცენტრაცია IU/ml

1-13

0,5-15

14-16

15-60

17-20

15-95

21-24

27-125

25-28

52-140

29-30

67-150

31-32

100-250

ინჰიბინ A (Inhibin A) - გამომუშავდება მხოლოდ ორსულობისას, პლაცენტის და სანაყოფე პარკის უჯრედების მიერ. ინჰიბინ A-სპეციფიური ჰორმონია, რომელიც აკონტროლებს ემბრიონის ორგანოგენეზს (ორგანოების ჩამოყალიბების პროცესს).

მისი კონცენტრაცია სისხლში იზრდება ორსულობის მე-3-4 კვირიდან მე-10 კვირამდე შემდეგ დიაპაზონში - 150-1246 pg/ml, შემდგომში თანდათან კლებულობს და ორსულობის მე-18 კვირიდან მერყეობს  - 50-324 pg/ml ფარგლებში.

პლაცენტური ლაქტოგენი - hPL (Human placental lactogen) - გამომუშავდება მხოლოდ ორსულობისას პლაცენტის მიერ. ჰორმონის საშუალებით ხდება პლაცენტის მომწიფების სტიმულაცია.

მისი კონცენტრაცია სისხლში იზრდება ორსულობის მე-4-5 კვირიდან 33-34 კვირამდე - 0,05 mg/l-დან  11,7 mg/l-მდე.

17-კეტოსტეროიდები (17-ketosteroids) - მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის დაშლის პროდუქტებია. ქალის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონი მცირე კონცენტრაციით გამომუშავდება, შემდგომში ის თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გარდაიქმნება ქალის ჰორმონებად.

ორსულობის დროს 17-კეტოსტეროიდების კონცენტრაცია შარდში კლებულობს და ნორმა 3-10 მგ/დღე-ღამეში შეადგენს.

დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატი -DHEA- SO4 (Dehydroepiandrosterone) - ორსული ქალის თირკმელზედა ჯირკვალში მიმდინარე მამაკაცის ანდროგენების გარდაქმნის პროდუქტია. აქტიური ნაერთი გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდაზე.

ორსულობისას მისი კონცენტრაცია სისხლში კლებულობს, ძირითადად ისაზღვრება ორსულობის მე-12-15 კვირაზე და ნორმა 0,95-11,7 umol/L შეადგენს.

პროლაქტინი - PRL (Prolactin) - გამომუშავდება ორსული ქალის ჰიპოფიზში. ჰორმონი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების მომწიფებას, აძლიერებს კალციუმის შეწოვას და სითხის შეკავებას ორგანიზმში.

ორსულობისას მისი კონცენტრაცია მე-8 კვირიდან იზრდება, მე-20-25 კვირიდან კი იწყებს კლებას, შემდგომში მატება უკვე მშობიარობის შემდგომ აღინიშნება.

ჰორმონის კონცენტრაციის ნორმალური დიაპაზონია: 34 - 386 ng/mL

РАРР-А (Pregnancy-associated plasma protein-A) - სისხლის პლაზმის ცილაა, რომელიც გამომუშავდება მხოლოდ ორსულობის დროს, მას პლაცენტის გარე შრე ასინთეზირებს. პროტეინი გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესზე.

ორსულობისას ცილის კონცენტრაცია თანდათან მატულობს, თუმცა სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ორსულობის მე-10-11 კვირაზე, ნორმა  შეადგენს:

ორსულობის ვადა (კვირებში)

კონცენტრაცია IU/ml

8-9

0,17 — 1,54

9-10

0,32 — 2,42

10-11

0,46 — 3,73

11-12

0,79 — 4,76

12-13

1,03 — 6,01

13-14

1,47 — 8,54

თირეოტროპული ჰორმონი და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

თირეოტროპული ჰორმონი -TSH (thyroid stimulating hormone) - გამომუშავდება ჰიპოფიზში და ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის კორმონების გამომუშავებას. ორსულობის დროს მისი კონცენტრაცია იკლებს და ნორმალურ დიაპაზონად განიხილება 0.40-2.00 IU/ml კონცენტრაცია.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები: ტრიიოდთირონინი (T3) და თიროქსინი (T4) აკონტროლებენ ორგანიზმში ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის პროცესების სიჩქარეს. ორსულობისას მათი კონცენტრაცია  უმნიშვნელოდ იმატებს და ნორმაში შეადგენს:

T3 – 2.6-5.7 pmol/l ან 0.11-0.32 ნგ/მლ

T4 – 8.0-21.0 pmol/l ან 58-161 ნგ/მლ

C-პეპტიდი - ჰორმონ ინსულინის ნაწილია, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი კონცენტრაციის განსაზღვრას კონკრეტული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ მონაცემით შესაძლოა გამოვლინდეს ორსულთა ე.წ, გესტაციური დიაბეტი (ორსულობის დროს განვითარებული ინსულინის დეფიციტი, რაც იწვევს ორსულის სისხლში ნახშირწლების დონის მატებას).

ჰორმონის კონცენტრაციის ნორმალური დიაპაზონია: 298-1324 pmol/l ან 1,1-4,4 ნგ/მლ.


© 2015 ყველა უფლება დაცულია