Orsuli.ge - სისხლის საერთო ანალიზი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
სისხლის საერთო ანალიზი

ერითროციტები (RBC) - უჯრედები, რომლებიც შეიცავენ ჰემოგლობინს და გადააქვთ ჟანგბადი უჯრედებამდე. ანალიზისთვის ითვლება მათი რაოდენობა.

ორსულობის დროს რაოდენობა იზრდება 12-30%-ით, ნორმა - 3,5-4,7•1012 უჯრედი/ლიტრზე.

ჰემოგლობინი (HGB)  - ერითროციტის შემადგენელი ძირითადი ცილა, რომელიც შეიცავს რკინას, უშუალოდ მასთან მიბმის საშუალებით გადააქვს ჟანგბადი ერითროციტს. ანალიზისთვის იზომება მისი საერთო კონცენტრაცია სისხლის მოცულობის ერთეულში - 1 ლიტრში.

ორსულობის დროს ფიზიოლოგიურად მცირდება ჰემოგლობინის კონცენტრაცია და თუ ორსულობამდე ნორმის მაჩვენებელი უფრო მაღალია (120-150 გ/ლ), ორსულობისას ნორმა - 110-140 გ/ლ შეადგენს.

ერითროციტის საშუალო მოცულობა (MCV) – ანალიზისას ხასიათდება ერითროციტების თვისობრივი მხარე, კერძოდ საშუალოდ რა მოცულობას იკავებს ერთი ერითროციტი.

ორსულობის დროს ერითროციტები მცირედ იზრდებიან მოცულობაში და იღებენ სფერულ ფორმას. ნორმას უწოდებენ ნორმოციტოზსსაც, რომლის დროსაც მაჩვენებელი მერყეობს  85-105 fl (ფემტოლიტრი).

ერითროციტში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა (МСН) - ანალიზისას ხასიათდება ერთ ერითროციტში საშუალოდ რა კონცენტრაციითაა ჰემოგლობინი.

ორსულობის დროს იზრდება რა ერითროციტების საერთო რაოდენობა და ამავდროულად მცირდება ჰემოგლობინის საერთო კონცენტრაცია, შესაბამისად ერთ ერითროციტში ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია მცირედ კლებულობს, ნორმა - 28-35 პიკოგრამი.

ერითროციტების ჰემოგლობინით გაჯერების დასახასიათებლად შესაძლოა МСН-ის მაგივრად გამოყენებულ იქნას ფერადობის მაჩვენებელი - მისი განსაზღვრისთვის 1 ერთეულად იღებენ 33,3 პიკოგრამ მაჩვენებელს და მასთან შეფარდებაში ნორმა  შეადგენს 0,85-1,05-ს.

ერითროციტულ მასაში ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია (МСНС) - ანალიზისას ისაზღვრება ჰემოგლობინის კონცენტრაცია მხოლოდ ერითროციტული მასის ერთეულ მოცულობაში - 1 ლიტრში.

ორსულობისას ერ მაჩვენებელიც მცირედ კლებულობს და ნორმა - 300-340 გ/ლ შეადგენს.

რეტიკულოციტები (RTC)- ანალიზისას ითვლება ახალგაზრდა ერითროციტების პროცენტული წილი მთლიან ერითროციტულ მასაში.

ორსულობის დროს არ იცვლება ეს მაჩვენებელი, ნორმა - 0,5-2,05%-ს შეადგენს.

ლეიკოციტები (WBC) - უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის იმუნურ პასუხზე. ანალიზისას ითვლება მათი საერთო რაოდენობა.

ორსულობისას იზრდება ლეიკოციტების საერთო რაოდენობა და ნორმა - 4.5-10.5 109 უჯრედი/ლიტრზე შეადგენს.

ლეიკოციტური ფორმულა - ანალიზისას ისაზღვრება სხვადასხვა სახეობის ლეიკოციტის პროცენტული გადანაწილება მთლიან ლეიკოციტურ მასაში - ესენია სეგმენტბირთვიანი ნეიროფილები - NE (N=55.0-72.0%), ჩხირბირთვიანი  (ჯერ ახალგაზრდა, მოუმწიფებელი) ნეიტროფილები (N=2.0-6.0%), ლიმფოციტები -LYM (N=20.0-40.0%), მონოციტები MON (N=3.0-8.0%), ეოზინოფილები EO (N= 1,0-5.0%), ბაზოფილები BA (N=0.1-1.0%).

ორსულობისას აღინიშნება ლეიკოციტური ფორმულის მცირედ მარცხნივ გადახრა (უფრო ახალგაზრდა ფორმების გამოჩენა) - ეს უკავშირდება ორსულობის დროს განვითარებულ „კომპენსატირულ იმუნოდეფიციტს“.

იმუნიტეტის ენაზე თუ ვისაუბრებთ, ნაყოფი დედის ორგანიზმისთვის უცხო სხეულია, სხვა გენეტიკური წყობა აქვს, სხვა ცილებისგან შედგება. იმისთვის, რომ დედის იმუნიტეტმა არ დაიწყოს ნაყოფთან, როგორც უცხო სხეულთან, იმუნური ბრძოლა, მისი იმუნური ფუნქცია მცირედ ითრგუნება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ზრდასრული ლეიკოციტები ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ ორსული ქალის სისხლში და მათი შემცველობა კლებულობს. მეორეს მხრივ, დედის ორგანიზმს აქვს მაღალი „პასუხისმგებლობა“ნაყოფი დაიცვას ინფექციებისგან, ამიტომ იზრდება ახალგაზრდა ლეიკოციტების წარმოქმნის ინტენსივობა, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან შემოჭრილ დროულად გაუმკლავდნენნებისმიერ უცხო „აგენტს“.

თრომბოციტები (PLT) - უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში. ანალიზისას ითვლება მათი საერთო რაოდენობა.

ორსულობისას, თუ ის ფიზიოლოგიურად (გართულებების გარეშე) მიმდინარეობს, ამ უჯრედების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება და ნორმა - 180-320* 109 უჯრედი/ლიტრზე შეადგენს.

ჰემატოკრიტი (HCT) - ანალიზისას ისაზღვრება სისხლში უჯრედების %-ული შეფარდება სისხლის მთლიან მასასთან.

ორსულობისას ეს მაჩვენებელი ქვეითდება და ნორმალური მაჩვენებელი - 35-45% მერყეობს.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR) - ანალიზის დროს ისაზღვრება ერითროციტების გამოლექვის სიჩქარე, რაც ახასიათებს სისხლის სიბლანტის ხარისხს.

ორსულობისას ეს მაჩვენებელი იმატებს იმ ფაქტის საპასუხოდ, რომ ორსული დედის ორგანიზმი ნაყოფს განიხილავს როგორც უცხო ცილების შემცველ „ობიექტს“ და ნორმად ითვლება <45-ზე (ორსულობამდე <15-ზეა) მმ/სთ.

 სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრები

 საერთაშორისო დასახელება

 ნორმალური კონცენტრაცია

 კონცენტრაციის ერთეული

ერითროციტების მახასიათებლები

 

 

 

ერითროციტების საერთო რაოდენობა 

RBC

3,5-4,7

*1012 უჯრედი/ლ

ჰემოგლობინი

HGB

110-140

გ/ლ

ერითროციტის საშუალო მოცულობა

MCV

85-105

ფლ

ერითროციტში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა

МСН

28-35

პკგ

ფერადობის მაჩვენებელი

 

0,85-1,05

 

ერითროციტულ მასაში ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია

МСНС

300-340

გ/ლ

რეტიკულოციტები

RTC

0,5-2,05

%

ლეიკოციტების მახასიათებლები

 

 

 

ლეიკოციტების საერთო რაოდენობა

WBC

4.5-10.5

*109 უჯრედი/ლ

სეგმენტბირთვიანი ნეიროფილები

NE

68 (55.0-72.0)

%

ჩხირბირთვიანი  ნეიტროფილები

 

6 (2.0-6.0)

%

ლიმფოციტები

LYM

25 (20.0-40.0)

%

მონოციტები

MON

4 (3.0-8.0),

%

ეოზინოფილები

EO

1,5 (1,0-5.0%)

%

ბაზოფილები

BA

0,2 (0.1-1.0%)

%

 

 

 

 

თრომბოციტების საერთო რაოდენობა

PLT

180-320

*109 უჯრედი/ლ

ჰემატოკრიტი

HCT

35-45

%

ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ESR

<45

მმ/სთ


© 2015 ყველა უფლება დაცულია