Orsuli.ge - ორსულობის გართულებები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ორსულობის გართულებები

ორსულობის გართულებები აბსოლუტურად ჯანმრთელ ქალებშიც გვხვდება. ქალებში ორსულობა მხოლოდ 5% შემთხვევაში მიმდინარეობს გართულებების გარეშე. ყველაზე მთავარია ორსულმა ქალმა სწორად ამოიცნოს გართულების სიმპტომატიკა, საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს და მართოს მასთან ერთად პათოლოგიური მდგომარეობა.

ორსულობის გართულებები შესაძლოა განვითარდეს ადრეულ ვადაზე - I ტრიმესტრში ან გვიან ვადაზე - II და III ტრიმესტრებში;

ორსულობის გართულებების ნაწილი თავისთავად მორჩება ორსულობის გარკვეულ ვადაზე, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო, მეორე ნაწილი მოითხოვს ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვას და აქტიურ მკურნალობას.

ორსულობის გართულებები სიმძიმის მიხედვით შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

ორსულობის გართულებები თავისი შედეგების მიხედვით საშიშია მაშინ, როდესაც იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას (1), ნაყოფის პრენატალური განვითარების შეფერხებას (2) და ნაყოფის სიკვდილს (3).

ყველა ორსულობის გართულების გამომწვევი მიზეზი ერთი "უნივერსალური" მექანიზმით მოქმედებს - იწვევს ფეტო-პლაცენტურ უკმარისობას, რომლის დროსაც ირღვევა პლაცენტის მთავარი ფუნქცია - ვერ მიეწოდება ნაყოფს საჭირო რაოდენობით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.

ორსულობის გართულებები:

ორსულობის ყველაზე ხშირი გართულებაა ადრეული ტოქსიკოზიძალიან იშვიათად ორსულობის ბოლოს შესაძლოა განმეორდეს ტოქსიკოზის მოვლენები, რომელსა ჰესტოზი (გვიანი ტოქსიკოზი) ქვია.

ორსულობის გართულების პროვოცირებას იწვევს დედის და ნაყოფის რეზუს-კონფლიქტი.

ორსულობის ყველაზე ადრეულ ვადაზე ნაყოფის სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებს წარმოადგენს საშვილოსნოსგარე ორსულობა და ბუშტნამქერი, ორივე მათგანის დროს ორსულობა წყდება.

ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან  ორსულობის ნაადრები შეწყვეტის ან პლაცენტის პათოლოგიების შედეგია. ამ გართულების გამოჩენისას საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია - საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან საფრთხე ექმნება როგორც ნაყოფის, ასევე დედის ჯანმრთელობას.

ორსულობის გართულებებიდან ორსულთა ანემია და სასქესო ორგანოების ინფექციები არ ქმნის თითქოსდა მწვავე და სასწრაფო რეაგირების საჭიროების სურათს, მაგრამ მათ შესაძლოა ძალიან შორსმიმავალი შედეგები აღმოაჩნდეს, რადგან ამ გართულებებით გამოწვეული ნაყოფის ჰიპოქსია და განვითარების შეფერხებები ქმნიან საფრთხეებს, რომლებიც უხშირესად ბავშვს მხოლოდ დაბადებისშემდგომ უვლინდება.

ორსულობის გვიანი გართულებაა ნაადრევი მშობიარობა. თუ ნაყოფი მომწიფებულია და მისი მასა 500 გრამზე მეტია, შესაძლებელია მისი გადარჩენა და გამოზრდა.

ორსულობის გართულებების ნაწილი უკავშირდება საშვილოსნოს მდგომარეობას - საშვილოსნოს ჰიპერტონუსს და საშვილოსნოს ყელის სისუსტეს.

ორსულობის გართულებების განვითარება შესაძლოა დედის ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვიოს - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლამ, ორსულობის (გესტაციურმა) დიაბეტმა, სისხლძარღვოვანმა პატოლოგიებმა, რომლებიც ვლინდება შეშუპებებით და ვენური სტაზით.

 


© 2015 ყველა უფლება დაცულია