Orsuli.ge - ექოსკოპიური კვლევა მშობიარობამდე

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ექოსკოპიური კვლევა მშობიარობამდე

ექოსკოპიური კვლევა მშობიარობამდე ტარდება ორსულობის გინეკოლოგიური  36-ე კვირის შემდგომ, ყველაზე ხშირად 38-40-ე კვირის ფარგლებში, ყველაზე მთავარი სამეანო ინფორმაციის შესაკრებად:

ნაყოფის მასის დასადგენად - ქალის მენჯის ზომების ნაყოფის მასასთან და თავის ზომებთან  თანაფარდობა განსაზღვრავს რამდენადაა ქალისთვის შესაძლებელი და უსაფრთხო ფიზიოლოგიური მშობიარობა;

ნაყოფის მდებარეობის განსასაზღვრავად - ნაყოფის თავის მდებარეობას ამ ვადისთვის აღარ იცვლის, ნორმაში ის თავით წინამდებარედ უნდა იყოს განთავსებული, სხვა შემთხვევაში - თუ ჯდომით წინამდებარეობაა ან ნაყოფი გარდი-გარდმოა, დგება საკეისრო კვეთით მშობიარობის საკითხი;

ნაყოფის გულის რითმის დასადგენად - ნაყოფის გულის რითმის შეცვლა ჰიპოქსიური მდგომარეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი და უტყუარი ნიშანია და, თუ ნაყოფის მომწიფების ხარისხი ამის საშუალებას იძლევა, მისი გამოჩენისას (როდესაც გულის რითმი აღემატება 160 დარტყმა/წუთში ან ჩამოდის 120 დარტყმა/წუთში ქვემოთ) მეანი სასწრაფოდ სამშობიარო მოქმედების ხელოვნურად სტიმულირებას იწყებს.

პლაცენტის მდებარეობის და ფუნქციური მდგომარეობის აღსაწერად - თუ პლაცენტა თავის ჩვეულ მდებარეობას - უკანა კედელზე საშვილოსნოს ყელიდან ფუძისკენ მინიმუმ 6 სმ-ის დაშორებით - არ იკავებს და არსებობს საფრთხე, რომ მექანიკურ წინაღობად გადაიქცევა ნაყოფის სამშობიარო გზებში მოძრაობის დროს, დგება საკეისრო კვეთის აუცილებლობა; ასევე თუ მასში კალციფიკატები (ყოფილი სისხლძარღვები, რომლებშიც კალციუმია ჩალაგებული) შეინიშნება, მისი სიმწიფის ხარისხი 3-ია (ის სტრუქტურით გავს „კანგაცლილ ფორთოხალს“) და დოპლეროგრაფიით ნაყოფისთვის სისხლის მიწოდება კატასტროფულად შემცირებულია, წყდება  მშობიარობის სტიმულაციის ან საკეისრო კვეთის შესრულების საკითხი. მნიშვნელოვანია ჭიპლარის მარყუჟის (შემოხვევის) დადგენა/გამორიცხვა, მარყუჭის არსებობა საკეისრო კვეთის კიდევ ერთი ჩვენებაა.

ამნიონური სითხის კონცენტრაციის და შემადგენლობის განსასაზღვრავად -  თუ ამნიონური სითხის მოცულობა ძლიერ დაკლებულია და იგი შემღვრეულია მეკონიუმით, რაც ნაყოფის ჰიპოქსიის ერთ-ერთი ნიშანია და ქმნის ნაყოფის ინფიცირების საფრთხეს, ასევე წყდება სამშობიარო მოქმედების სტიმულირების ან საკეისრო კვეთის საკითხი.

საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის დასადგენად:

ამ ვადაზე ექოსკოპიურად საშვილოსნოს ტანის რომელიმე უბანში გასქელებული მონაკვეთის აღმოჩენა უკვე აღარ ითვლება პათოლოგიად, რადგან ეს გარდამავალი მოვლენაა და უკავშირდება კუნთოვანი შრის გარდამავალი სპაზმს, როდესაც კუნთოვანი აპარატი იწყებს „ვარჯიშს და მზადებას“ მშობიარობისთვის.

საშვილოსნოს ყელის სიგრძე ორსულობის ამ ვადაზე საშუალოდ 3 სმ-ს შეადგენს. პათოლოგია დიაგნოსტირდება, როდესაც მისი სიგრძე დამოკლებულია საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში (30 მმ-ითაც კი). მშობიარობის წინ საშვილოსნოს ყელი იწყებს გადასწორებას. თუ ეს უფრო ადრეულ ვადაზე ხდება საუბრობენ ისთმო-ცერვიკალურ უკმარისობაზე.


© 2015 ყველა უფლება დაცულია