Orsuli.ge - ჩვენს შესახებ

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

ჩვენს შესახებ

სოციალური სივრცე საიტის www.orsuli.ge -ს სახით შეიქმნა 2010 წელს და ის გახდა პოპულარული და საინტერესო 100 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომავალი და არსებული დედიკოსთვის.

ორსულებისთვის და დედებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი სოციალური სივრცის შექმნის იდეა ეკუთვნის ორგანიზაცია „სოციალურ პროექტებს“. 

იდეა მიზნად ისახავდა პირველად საქართველოს ელექტრონულ სივრცეში შეეკრიბა ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ გაერთიანებული თემატური აუდიტორია. ეს საკითხი ყოველი ჩვენგანის ცხოვრების მთავარი თემაა - როგორ შევქმნათ მომავალი - როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვები.

საიტი დღიდან დაფუძნებისა ცდილობს მოიპოვოს მაღალი ნდობა და თავისი მუდმივი მომხმარებლებისთვის იყოს საინტერესო, მრავლისმომცველი, სასარგებლო და კრეატიული.

2015 წელს საიტმა განიცადა მოდერნიზაცია, თუმცა მისი მთავარი მისია - გაუწიოს საინფორმაციო მხარდაჭერა და მისცეს ფართო კომუნიკაციის საშუალებები ჩვენს ძვირფას ორსულებსა და დედიკოებს - უცვლელი დარჩა.

განახლებული საიტი www.orsuli.ge  თავის ძველ და ახალ მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომ და ქართულენოვან ფორმატში სთავაზობს:

®-1 ორიგინალურ, თანამედროვე ინფორმაციას, რომელიც სარწმუნო სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობითაა მომზადებული და გასაგებ ენაზეა გადმოცემული,  შემდეგ თემატურ განყოფილებებში:

ორსულობის დაგეგმვა

ორსულობის დადგენა

ორსულობის პროცესის მიმდინარეობა - ორსულობის გიდი

ორსულობის დროს წარმოშობილი გართულებები

ორსულობის დროს რეკომენდებული და აკრძალული საშუალებები

მშობიარობამდელი მოვლენები

მშობიარობის პროცესი

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

ახალშობილის მოვლა

ჩვილი (1 წლამდე ასაკის) ბავშვის პატრონაჟი

1-3 წლამდე ბავშვის განვითარება

წინასასკოლო ანუ ბაღის ასაკის - 4-6 წლამდე ბავშვის განვითარება

ადრეული სასკოლო - 7-12 წლამდე ბავშვის განვითარება

მოზარდის ანუ ე.წ. თინეიჯერის შესახებ

ამ ინფორმაციის განახლება, დაკონკრეტება, გაშლა და მომხმარებლებისთვის საინტერესო ახალი თემების დამატება განახლებულ საიტს კიდევ უფრო სწრაფად შეუძლია, ამისათვის საკმარისია დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა საიტის ადმინისტრაციას გამოუგზავნონ წერილი ფოსტაზე info@orsuli.ge, სადაც სათაურის ველში მითითებული იქნება Im interested in ან მე მაინტერესებს, წერილის ტექსტში კი გადმოცემული იქნება საინტერესო თემის დასახელება ან საიტის ფეისბუქ გვერდზე მოგვწერონ წერილი მსგავსი სათაურით და შინაარსით.

!გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის წერილი არ უნდა შეიცავდეს პირად კითხვას ან პირადი პრობლემის გრძელ აღწერას, არამედ ლაკონურად გადმოსცემდეს პრობლემის დასახელებას, მაგალითად გულძმარვა ორსულობის დროს, ღამით შარდვა 10 წლის ბიჭებში და სხვ.

®-2 მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ორსულის პირად კაბინეტს.

პირად კაბინეტში მოსახვედრად საიტის მთავარ გვერდზე ზედა მარცხენა კიდეში უნდა მოძებნოთ  ღილაკი - ავტორიზაცია. პირველადი რეგისტრაციის გავლის შემდგომ ყოველი მომდევნო ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ რეგისტრაციისას მითითებული ელ-ფოსტის მისამართი.

ორსულის პირად კაბინეტში უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღის თარიღის შეყვანა ხდება ღილაკზე - რედაქტირება დაჭერის შემდგომ გამოჩენილ ველში. მისი ერთხელ შევსების შემდეგ პირად კაბინეტში ყოველი მომდევნო მოხვედრისას ღილაკზე - ინფორმაცია დაჭერისას გამოჩნდება:

ინფორმაცია საიტზე შესვლის მომენტში თქვენი ორსულობის ვადის შესახებ - თვე და კვირა

ინფორმაცია საიტზე შესვლის მომენტში როგორ ვითარდება თქვენი ციცქნა, რა ზომისაა და რა „მიღწევები“ აქვს.

გამარტივებულად ავტორიზაცია შეგიძლიათ გაიაროთ f-ავტორიზაცია - ღილაკზე დაჭერით, ამ შემთხვევაში პირდაპირ ფეისბუქ - გვერდის პროფილით დარეგისტრირდებით საიტის მომხმარებლად.

® -3 მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს საკომუნიკაციო სივრცეს - საჭორაო, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა შეუზღუდავად იკონტაქტოს საიტის სხვა მომხმარებლებთან, გადმოსცეს თავისი სიხარული და პრობლემები, გაიცნოს უფრო გამოცდილი დედები, მიიღოს მათგან კონსულტაციები და თვითონაც გაუზიაროს სხვებს საკუთარი გამოცდილება.

®-4 ორიგინალურ მთვლელებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოთვლილ იქნას მოსალოდნელი მშობიარობის თარიღი, ოვულაციის დღეები და სხვა მნიშვნელოვანი ღირშესანიშნავი კალენდარული თარიღები. ეს საკმაოდ მოსახერხებელია და საჭიროა ყველა ქალისთვის სხვადასხვა მიზნის შემთხვევაშიც კი. მთვლელების რაოდენობა შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება.

®-5 ორსულების, მშობიარეებისა და დედებისთვის საჭირო ნივთებისა და მომსახურებების მომწოდებლების კატალოგს, რომლის ფარგლებშიც სახლიდან გაუსვლელად, დამატებითი ძიების გარეშე  საიტის ყველა მომხმარებელს ექმნება შესაძლებლობა შეარჩიოს მისთვის მისაღები და მისი სურვილების სრულად დამაკმაყოფილებელი ბრენდი.

საიტის ადმინისტრაცია იღებს პასუხისმგებლობას კატალოგში მოათავსოს ისეთი მომწოდებლების პროდუქცია და სერვისები, რომელთა ხარისხი არ იწვევს ეჭვს და დადასტურებულია შესაბამისი სერტიფიკატებითა და სარეგისტრაციო მოწმობებით.

კეთილი იყოს ჩვენთან თქვენი მობრძანება!


© 2015 ყველა უფლება დაცულია