Orsuli.ge - ექოსკოპიური კვლევა მე-18-24 კვირის ვადაზე</b>

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ექოსკოპიური კვლევა მე-18-24 კვირის ვადაზე

ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიური მე-18-24 კვირის ვადაზე ტარდება:

პროგრესირებადი ორსულობის ფაქტის დასადასტურებლად - გადამოწმდება კიდევ ერთხელ ერთნაყოფიანია ორსულობა თუ მრავალ-ნაყოფიანი.

ორსულობის ვადის დასაზუსტებლად - ორსულობის ვადა აითვლება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან კალენდარულად, ყველა შემდგომი პარამეტრის მაჩვენებელი მიესადაგება ამ ვადისთვის დადგენილ ნორმებს და ჩაიწერება შეესაბამება თუ არა ნაყოფის განვითარება ორსულობის გინეკოლოგიურ ვადას;

ნაყოფის დასახასიათებლად - ტარდება ნაყოფის ფეტომეტრია (ანთროპომეტრული მაჩვენებლების და მათი ინდექსების გაზომვა), სახის სტრუქტურების შენების დათვალიერება, შინაგანი ორგანოების (გულის, თავის ტვინის, ფილტვების, თირკმელების, კუჭის) ანატომიური შენების დათვალიერება, გულის რითმის დადგენა, ნაყოფის სქესის კონსტატირება.

ნაყოფის ფეტომეტრიული მონაცემები მოიცავს: თავის ბიპარიეტალურ ზომას BPD, შუბლ-კეფის ზომას OFD, თავის გარშემოწერილობას HC, მუცლის გარშემოწერილობას AC, ბარძაყის ძვლის FL და მხრის ძვლის HL ზომებს, ნაყოფის სავარაუდო მასას EFW და ფეტომეტრიულ ინდექსებს.

 

18 w

19 w

20 w

21 w

22 w

23 w

24 w

25 w

26 w

27 w

28 w

29 w

BL, მმ

162-203

202-221

230-250

259-267

270-278

289-297

300-312

324-346

339-356

355-366

372-376

380-386

EFW, გრ

190-247

240-270

300-340

360-420

430-500

501-600

600-655

660-750

760-860

875-1000

1005-1100

1153-1300

BPD,მმ

42

45

48

50-52

53-55

56-58

60-61

63-64

66-67

69-70

72-73

74-76

OFL,მმ

54

58

62

66

70

74

78

81

85

88

91

94

HC,მმ

146-150

158-162

170-175

183-187

195-198

207-210

219-221

232

242-243

252-254

262-265

271-275

AC,მმ

124-129

134-141

144-152

157-164

169-175

181-186

193-197

206-208

217-219

227-229

240-241

250-253

FL,მმ

27-28

30

33-34

36-37

39-40

42-43

44-46

47-48

49-51

52-53

54-55

56-57

HL,მმ

24

27

30

33

35

38

40

43

45

47

49

51

ფეტომეტრიული ინდექსები ფეტომეტრიული მარკერების შეფარდებებია, ისაზღვრება - BPD/OFD (ნორმა 70-86%), FL/BPD (ნორმა 71-87%), HC/AC (ნორმა 114-131%), FL/AC (ნორმა 20-24%).

ნაყოფის სახის სტრუქტურის დათვალიერებისას განისაზღვრება არის თუ არა სახის ნაკვთების ანატომიური დეფექტები (მაგ. კურდღლის ტუჩი), ასევე შინაგანი ორგანოების (თავის ტვინის, თავის ტვინის პარკუჭების, ხერხემლის არხის, დიაფრაგმას, გულის, ღვიძლის, კუჭის, თირკმელების) ანატომიური სტრუქტურების შესწავლის საფუძველზე კვლევა ასკვნის - შეიმჩნევა თუ არა ამ ორგანოების განვითარების რაიმე მანკი.

გულის რითმი ამ ვადაზე მერყეობს 140-160 დარტყმა/წუთში ფარგლებში, ნორმაში არ ცვალებადობს.

დედა-პლაცენტა-ნაყოფის სისხლის მიმოქცევის დოპლეროგრაფიული კვლევისთვის - ფასდება საშვილოსნოს და ჭიპლარის არტერიების რეზისტენტობის ინდექსები, ასევე ნაყოფის აორტის და მისი თავის ტვინის არტერიის პულსაციური ინდექსები, რაც საშუალებას იძლევა დახასიათდეს როგორც საშვილოსნოს სისხლძარღვებში, ასევე პლაცენტის და ნაყოფის მაგისტრალურ (მთავარ) სისხლძარღვებში სისხლის დინება და განისაზღვროს ხომ არ არის რომელიმე ამ მონაკვეთზე სისხლით მომარაგების პრობლემები.

 

20 w

21 w

22 w

23 w

24 w

25 w

26 w

27 w

28 w

29 w

რეზისტენტობის ინდექსი RI-საშვილოსნოს არტერიების

0,37/70

0,36/69

0,36/68

0,36/68

0,35/67

0,35/66

0,35/65

0,34/64

0,34/64

0,34/63

რეზისტენტობის ინდექსი RI - ჭიპლარის არტერიების

0,63/84

0,62/83

0,61/82

0,60/82

0,59/81

0,58/80

0,58/79

0,57/79

0,56/78

0,55/78

პულსაციური ინდექსი PI - ნაყოფის აორტის

1,49/2,16

1,49/2,16

1,49/2,17

1,49/2,18

1,49/2,19

1,49/2,20

1,49/2,21

1,50/2,22

1,50/2,24

1,50/2,25

პულსაციური ინდექსი PI - ნაყოფის თავის ტვინის შუა არტერიების

1,36/2,31

1,40/2,34

1,44/2,37

1,47/2,40

1,49/2,42

1,51/2,44

1,52/2,45

1,53/2,45

1,53/2,46

1,53/2,45

ზოგიერთ შემთხვევაში ამავე სისხლძარღვებისთვის შესაძლოა განისაზღვროს სისტოლურ-დიასტოლური თანაფარდობაც (SDR), რაც ზუსტად იგივე მიზნებს ემსახურება.

ნორმაში SDR - მაჩვენებელი

საშვილოსნოს არტერიებში  მე-20 კვირიდან 2.0-ს უდრის;

ჭიპლარის არტერიებში მე-20-23 კვირაში 3,8-3,95 მერყეობს, 24-29-ე კვირას - 3,3-3,5;

ნაყოფის აორტისთვის - მე-16-20 კვირაზე - 6,1-6,75-ია, მე-20-23 კვირაზე 5,4-6,1, 23-26 კვირაზე - 4,85-5,24;

ნაყოფის თავის ტვინის შუა არტერიაში - მე-20-26 კვირაში უდრის 0.90-ს, შემდეგ მცირდება და 26-29-ე კვირაში 0,66-0,80-ია.

პლაცენტის მდებარეობის და სტრუქტურის, სანაყოფე წყლების რაოდენობის (ამნიონური ინდექსი) და გამჭვირვალობის, საშვილოსნოს და მისი დანამატების დასახასიათებლად (საშვილოსნოს ზომა, ტონუსი, საშვილოსნოს ყელის სიგრძე და ცერვიკალური არხის (საშვილოსნოს ყელის არხის) მდგომარეობა).

პლაცენტის მდებარეობის დასახასიათებლად თვალიერდება მისი მიმაგრების ადგილი (რომელ კედელზეა მიმაგრებული) და იზომება მისი საშოს გუმბათიდან დაშორება - ნორმაში ის  უკანა კედელზე მდებარეობს საშვილოსნოს ფუძისკენ და საშოს გუმბათიდან მინიმუმ 6 სმ-ით დაშორებულია. პლაცენტის სისქე და სტრუქტურა განსაზღვრავს მის ფუნქციურ მდგომარეობას, სიმწიფის დონე ჯერ 0-ის ტოლია, სტრუქტურა კი ერთგვაროვანია.

სანაყოფე წყლების კონსისტენცია ექოსკოპიური კვლევით ნორმაში უნდა იყოს გამჭვირვალე, მინარევების გარეშე, რაოდენობა ისაზღვრება ამნიონური ინდექსით, რომელიც იმატებს 26-ე კვირამდე, შემდეგ ნაყოფის ზრდის პარალელურად იკლებს (თავად სითხის მოცულობა უცვლელი რჩება, მატულობს ნაყოფის ფეტომეტრული პარამეტრები).

 

18 კვირა

19 კვირა

20 კვირა

21 კვირა

22 კვირა

23 კვირა

24 კვირა

25 კვირა

26 კვირა

27 კვირა

28 კვირა

29 კვირა

პლაცენტის სისქე, სმ

2.12

2.16

2.2

2.28

2.36

2.45

2.54

2.62

2.70

2.79

2.88

2.96

ამნიონური სითხის ინდექსი

133

137

141

143

145

146

147

147

147

146

146

145

ნორმაში საშვილოსნოს ფსკერის ყველაზე მაღალი წერტილი მე-20 კვირისთვის უნდა მდებარეობდეს ჭიპიდან ორი თითის სიმაღლით ქვევით (FH=12-13 სმ), 24-ე კვირისთვის - ჭიპის დონეზე (FH=20-24 სმ), 28-ე კვირისთვის - ჭიპის მაღლა 2-3 თითის სიმაღლეზე (FH=24-28 სმ). საშვილოსნოს ყელის სიგრძე ნორმაში მშობიარობის დაწყებამდე  4-5 სმ-ს შეადგენს, ცერვიკალური არხი კი დახურულია.

ამ ვადაზე ექოსკოპიურად საშვილოსნოს ტანის რომელიმე უბანში გასქელებული მონაკვეთის აღმოჩენა, რაც უკავშირდება ამ უბანზე საშვილოსნოს გლუვი კუნთების შეკუმშვას (სპაზმს), ითვლება პათოლოგიად და ეწოდება საშვილოსნოს ტონუსის მატება, ხშირად კვლევის შედეგებში მითითებულია კონკრეტულად რომელ უბანზეა სპასტიური მონაკვეთი.

 

 


© 2015 ყველა უფლება დაცულია