Orsuli.ge - ექოსკოპიური კვლევა მე-10-12 კვირის ვადაზე</b>

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ექოსკოპიური კვლევა მე-10-12 კვირის ვადაზე

მეორე ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ მე-10-12 კვირის ვადაზე ტარდება:

პროგრესირებადი ორსულობის ფაქტის კონტატირებისთვის (აქვე ისაზღვრება სანაყოფე კვერცხი ერთია თუ მეტი).

ორსულობის ვადის დასაზუსტებლად - ამ დროისთვის ჯერ არ გამოკვეთილა ნაყოფის ინდივიდუალური გენეტიკური თავისებურებები (მაღალი იქნება თუ დაბალი, მსუქანი თუ გამხდარი), ანთროპომეტრული მაჩვენებლებით ორსულობის ერთიდაიგივე ვადაზე ყველა ნაყოფი თითქმის ერთნაირია, ამიტომ ამ პერიოდში ყველაზე ზუსტად იზომება ორსულობის ვადა, ასევე მშობიარობის სავარაუდო თარიღიც ისაზღვრება მაქსიმუმ 2-5 დღიანი ცდომილებით.

ნაყოფის დასახასიათებლად - ძირითადად ისაზღვრება თხემ-კუდუსუნის სიგრძე (CRL), სანაყოფე ბუშტის შიდა საშაულო დიამეტრი (Sac Size), ნაყოფის სავარაუდო წონა (EFW), ნაყოფის თავის ბიპარიეტალური ზომა (BPD), ნაყოფის გულისცემის სიხშირე, ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქე და ცხვირის ძვლების სიგრძე, ასევე შეძლებისდაგვარად თვალიერდება შინაგანი ორგანოები.

 

თხემ-კუდუსუნის სიგრძე (CRL) სხეულის სიგრძე (BL), mm

სანაყოფე კვერცხის შიდა საშუალო დიამეტრი (Sac Size), mm

ნაყოფის სავარაუდოწონა (EFW), g

თავის ბიპარიეტალური დიამეტრი (BPD), mm

თავის შუბლ-კეფის დიამეტრი  (OFD), mm

თავის გარშემოწერილობა (HC), mm

მუცლის გარშემოწერილობა (HC), mm

10 კვირა

29-31

39-44

4

11-14

-

-

-

11 კვირა

41-43

47-51

7-11

15-17

-

63

51

12 კვირა

51-53

56-57

14-19

18-22

-

71

61

13 კვირა

63-87

-

23-31

22-25

-

84

69

14 კვირა

87-113

-

43-52

27-28

-

97

78

15 კვირა

101-142

-

70-77

31-32

-

110

91

16 კვირა

116-164

-

110-118

34-35

45

124

103

17 კვირა

140-180

-

140-160

38

50

136

115

ამ ვადაზე ექოსკოპიური კვლევა ადგენს ნაყოფის ძირითად ანთროპომეტრულ პარამეტრებს - თხემ-კუდუსუნის სიგრძეს და თავის ბიპარიეტალურ დიამეტრს,  ამ ორი პარამეტრის მნიშვნელობებიდან გამომდინარე ნაყოფის სავარაუდო წონა გამოითვლება სპეციალური ფორმულით. სანაყოფე პარკის დიამეტრის მაჩვენებელი იზომება და მნიშვნელობა აქვს 12 კვირამდე. თავის და მუცლის გარშემოწერილობების განსაზღვრა შესაძლებელია 10 კვირის შემდეგ, თუმცა ზოგიერთ ექო-კვლევაზე მათი დაფიქსირება ხდება მე-16 კვირიდან.

ნაყოფის შინაგანი ორგანოების დათვლიერება თუ შესაძლებელია, კონსტატირდება ფაქტი, რომ ისინი ნორმის ფარგლებშია, განვითარების პათოლოგიების გარეშე. ერთადერთი მათგან ხასიათდება გული, კერძოდ განისაზღვრება გულისცემის სიხშირე - ამ ვადაზე 153-177 დარტყმა/წუთში ვარირებს.  

ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქის და ცხვირის ძვლების პარამეტრის კვლევა ამ ვადაზე ემსახურება გენეტიკური დაავადებების (მ.შ. შემდეგი სინდრომების - დაუნის, პატაუს, ედვარდსის, ტერნერის და ტრიპლოდიის) ადრეულ გამოვლენას. ამ პარამეტრის გაზომვა ხდება მე-10 კვირიდან მე-14 კვირამდე.

თუ დაფიქსირდა კისრის ნაოჭის სისქის გადახრა ნორმიდან ან ცხვირის ძვლების არარსებობა, ორსულ ქალს შემდგომში ჩაუტარდება დამატებითი კვლევები ზემოთჩამოთვლილი გენეტიკური დაავადებების დასადგენად/გამოსარიცხად.

საყელოს სივრცის ნაოჭის სისქე

10 კვირა

11 კვირა

12 კვირა

13 კვირა

საშუალო მაჩვენებელი, მმ

1,5

1,6

1,6

1,7

ვარიაბელობა, მმ

0,8-2,2

0,8-2,2

0,7-2,5

0,7-2,7

ნაყოფის „მხარდამჭერი“ ორგანოების დასახასიათებლად - ქორიონის (მომავალი პლაცენტის) მდებარეობა და სტრუქტურა, ყვითელი სხეულის არსებობა და საშუალო დიამეტრი, სანაყოფე წყლების რაოდენობა (ამნიონური ინდექსი) და გამჭვირვალობა.

ამ ვადაზე ქორიონის მდებარეობის დასახასიათებლად თვალიერდება მისი მიმაგრების ადგილი (რომელ კედელზეა მიმაგრებული) და იზომება მისი საშოს გუმბათიდან დაშორება - ნორმაში ის  უკანა კედელზე მდებარეობს საშვილოსნოს ფუძისკენ და საშოს გუმბათიდან მინიმუმ 5-7 მმ-ით დაშორებულია.

სანაყოფე წყლები გარს აკრავს ნაყოფს, მისი რაოდენობა და კონსისტენცია განაპირობებს ნაყოფის სწორ განვითარებას, კონსისტენცია ექოსკოპიური კვლევით ნორმაში უნდა იყოს გამჭვირვალე, მინარევების გარეშე, რაოდენობა კი მე-16 კვირიდან ისაზღვრება ამნიონური ინდექსით.

 

10 კვირა

11 კვირა

12 კვირა

13 კვირა

14 კვირა

15 კვირა

16 კვირა

17 კვირა

პლაცენტის სისქე, სმ

1,34

1,44

1,54

1,64

1,68

1,77

1,85

1,95

ამნიონური სითხის ინდექსი

 

 

 

 

 

 

121

127

ყვითელი სხეული ფორმირდება ოვულაციის შემდეგ, ის იზრდება სისქეში და გამოყოფს სულ უფრო მეტ პროგესტერონს. მე-12 კვირიდან ყვითელი სხეულის უკუგანვითარება ხდება, რადგან ჰორმონების წარმოქმნას თავის თავზე იღებს განვითარებული პლაცენტა, მე-16 კვირისთვის ის საერთოდ გაქრება. მე-6 კვირიდან მე-13 კვირამდე ინფორმატიულია ყვითელი სხეულის დიამეტრის ცოდნა, რადგან ნორმიდან გადახრა აჩვენებს პროგესტერონის დეფიციტს, რაც ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის წინაპირობას ქმნის.

 

6 კვირა

7 კვირა

8 კვირა

9 კვირა

10 კვირა

11 კვირა

12 კვირა

13 კვირა

ყვითელი სხეულის შიდა  დიამეტრი, მმ

3,01

4,0

4,5

5,0

5,1

5,5

6,0

5,85

საშვილოსნოს დასახასიათებლად - საშვილოსნოს ზომა, ტონუსი, საშვილოსნოს ყელის სიგრძე და ცერვიკალური არხის (საშვილოსნოს ყელის არხის) მდგომარეობა.

საშვილოსნოს ზომის დადგენა ექოსკოპიური კვლევით მოიცავს მისი სიმაღლის, სიგანის და წინა-უკანა დიამეტრის გაზომვით. ყველაზე ინფორმატიული გინეკოლოგიაში მისი სიმაღლეა (Fundal height), რომელიც გამოისახება როგორც სმ-ში, ასევე მუცლის წინა კედლიდან მისი მდებარეობით ობიექტურად განსაზღვრულ ანატომიურ წარმონაქმნებთან მიმართებაში.

ნორმაში მე-12 კვირამდე საშვილოსნოს ფსკერის ყველაზე მაღალი წერტილი უნდა მდებარეობდეს ბოქვენის ზედა რკალის სიმაღლეზე, მე-16 კვირისთვის - ბოქვენიდან ჭიპამდე შუაში, უფრო ზუსტად კი ბოწვენის რკალიდან ოთხი თითის დადების სიმაღლეზე (FH=6-7 სმ). საშვილოსნოს ყელის სიგრძე ნორმაში მშობიარობის დაწყებამდე  4-5 სმ-ს შეადგენს, ცერვიკალური არხი კი დახურულია.

ტერმინი „საშვილოსნოს ტონუსი“ გულისხმობს ექოსკოპიურადსაშვილოსნოს ტანის რომელიმე უბანში გასქელებული მონაკვეთის აღმოჩენას, რაც უკავშირდება ამ უბანზე საშვილოსნოს გლუვი კუნთების შეკუმშვას (სპაზმს). ამ ვადაზე ეს მოვლენა ითვლება პათოლოგიად.


© 2015 ყველა უფლება დაცულია