პირველი ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ მე-5-8 კვირის ვადაზე ტარდება:
ნორმალური საშვილოსნოსშიდა ორსულობის ფაქტის დასადგენად - რომ გამოირიცხოს საშვილოსნოსგარე ორსულობა და ბუშტნამქერი.
ემბრიონის დასახასიათებლად - თავად ემბრიონის დასახასიათებლად ამ ვადაზე გამოიყენება მხოლოდ 2 პარამეტრი: სანაყოფე ბუშტის შიდა საშაულო დიამეტრი (Sac Size) და თხემ-კუდუსუნის ზომა (CRL), ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ დასკვნა კეთდება მისი გულის ცემის მოსმენის (ისმინება უკვე მე-5-7 კვირიდან) და მოძრაობითი აქტივობის დაფიქსირების (პირველი მოძრაობები ფიქსირდება მე-8-9 კვირის ვადაზე) საფუძველზე.
ორსულობის ვადა |
თხემ-კუდუსუნის სიგრძე,(CRL) მმ |
სანაყოფე ბუშტის შიდა დიამეტრი, მმ (50 პროცენტილი) |
ნაყოფის წონა, (EFW) გრ |
4 კვირა |
1.5±0.5 |
3±1 |
<1 |
5 კვირა |
3±0.5 |
6±1 |
<1 |
6 კვირა |
5±1 |
8±3 |
<1 |
7 კვირა |
9±2 |
14±4 |
<1 |
8 კვირა |
14±2 |
20±4 |
=1 |
9 კვირა |
21±3 |
33±2 |
=2 |
ამ ვადაზე შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, სკურპულოზური დათვალიერება ემბრიონის ზომების სიმცირის გამო რთულია, ამიტომ შესაძლოა 3-5 დღიანი ინტერვალის შემდეგ ინფორმაციის გადამოწმების საჭიროებაც წარმოიშვას.