Orsuli.ge FRISO - ბალახიდან ჭიქამდე ...

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img

FRISO - ბალახიდან ჭიქამდე ...

კომპანია ფერმერთა ჯგუფის კუთვნილ სააქციო საზოგადოებას წარმოადგენს და ნედლეულის 100% საკუთარი მინდვრებიდან იღებს.

დღეისათვის კომპანია მულტინაციონალური კორპორაციის Friesland Coberto Diary Foods ნაწილია და 2004 წლის ივნისიდან ჰოლანდიის დედოფალ ბეტრიქსის გადაწყვეტილებით სამეფო გერბის ნიშანს ატარებს. რძის წარმოება კომპანიის მთავარი ამოცანაა და მაქსიმალურად კონტროლირდება პროდუქტის მიღების ყველა ეტაპზე.

კომპანიის კუთვნილი ფერმები დაჯგუფებულია სპეციალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით , რომლებიც ელექტრული საყელოს საშუალებით ყოველდღიურად კონტროლირდებიან სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.

რძე ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს, მასში შემავალი რძის ცილა, ცხიმი, ლაქტოზა, ცხიმში და წყალში ხსნადი ვიტამინები ბავშვის, მოზარდისა და ზრდასრული ადამიანისათვის ჯანმრთელობის, ენერგიის და სრულფასოვნების წყაროა. მიღებული რძე სათანადო დამუშავებას საჭიროებს, რათა ფორმულა სრულყოფილი და მაღალი ხარისხის იყოს. კომპანიის სამეცნიერო ჯგუფი მუდმივად მუშაობს თანამედროვე მიღწევების თანადროულად დანერგვისათვის. მთავარი საზრუნავი კი რძის სწორი დამუშავებაა, რათა მასში შენარჩუნებულ იქნას ყველა ის სასარგებლო ნივთიერება, რომლითაც ასე უხვადაა გაჯერებული ნატურალური რძე.

რძის დამუშავების ერთსაფეხურიანი თანამედროვე პროცესი ხელს უშლის რძის ცილის დაშლას და მაქსიმალურად ინარჩუნებს პროდუქტის ნუტრიციულ ღირებულებას. ნატიური სახით შენარჩუნებული ცილა კი ადვილად მონელებადია, ადვილად შეიწოვება, ხელს უწყობს იმუნური ტოლერანტობის გამომუშავებას, იცავს პატარას ალერგიის განვითარებისა და კუჭ–ნაწლავის პრობლემებისაგან.

სწორედ ამიტომ, ფრისოს ადაპტირებული ნარევი რეკომენდირებულია მსოფლიოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის მიერ.

საკვების უსაფრთხოების და ISO – 2001 , HACCP სერთიფიკატების თანახმად ფრისოს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს და მარკირებულია როგორც „GMO – Free“ ანუ ბიოპროდუქტი.



© 2015 ყველა უფლება დაცულია