კიკომ მზრუნველ მშობლებს შეუდარებელი საჩუქარი გაუკეთა,მათ საკუთარი პატარებისთვის სრულიად უსაფრთხო,ჰიპოალერგიული პროდუქტი შესთავაზა.ეს გახლავთ ჩვილის ფაქიზი კანის მოსავლელი და დასაბანი პროდუქტების მთელი სპექტრი.
დერმატოლოგიურად შემოწმებული ჰიპოალერგიული პროდუქცია,რომელიც გამოირჩევა თავისი ბუნებრივი ინგრედიენტებით და უსაფრთხო ბუნებრივი თვისებებით, გამოიყენება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან.
თითოეული საშუალება,იქნება ეს დასაბანი, გამწმენდი, დამატენიანებელი თუ სხვა, ყველაზე პრობლემურ და ალერგიულ კანსაც კი სათუთად უვლის,რადგან შეიცავს ყველა საჭირო ინგრედიენტს ,რომელიც სათუთად წმენდს,ატენიანებს და ამშვიდებს ჩვილის კანს.დამზადებულია კონსერვანტების გარეშე, არ შეიცავს პარაბენს,ალკოჰოლს და საღებავებს.კლინიკურად ტესტირებულია და შეესაბამება კანის ფიზიოლოგიურ PH-ს.
კოსმეტიკური ხაზი დაყოფილია ოთხ კატეგორიად:
"სააბაზანო საშუალებები, ცრემლის გარეშე":
აბაზანის ქაფი, შამპუნი, ქაფი–შამპუნი ნაზად ბანს ჩვილის კანს და თმას.იცავს კანს გაღიზიანებისა და გამოშრობისაგან,რითაც ხელს უწყობს კანის დამცავი ფუნქციის შენარჩუნებას.არ აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს.უნიკალური ფორმულის წყალობით,რომელიც შეიცავს გულყვითელას(კალენდულა) ექსტრაქტს, ჩვილის კანს განსაკუთრებულ საფაქიზეს ანიჭებს. გამიზნულია ყოველლდღიური გამოყენებისათვის.
მცენარეული საპონი,სპეციალური ფორმულის წყალობით, რომელიც შეიცავს გლიცერინს ნაზად წმენდს და ანოტივებს ბავშვის კანს.
კანის მოსავლელი საშუალებები:
ტანის ლოსიონი იდეალურად ატენიანებს ჩვილის მგრძნობიარე კანს დაბანის შემდეგ. შეიცავს ნუშის რძეს ,რომელიც არბილებს, ამშვიდებს და კვებავს კანს.ლოსიონი არ არის ზეთოვანი და კანი სწრაფად იწოვს მას.
ზეთი მასაჟისთვის, განსაკუთრებული ფორმულის წყალობით,რომელიც შეიცავს ბრინჯის ზეთს,ჩვილის კანს გლუვსა და ხავერდოვანს ხდის.
სახისა და ტანის მკვებავი კრემი იდეალურია მშრალი კანისთვის,რადგან შეიცავს OMEGA-3 და ვიტამინ–E გამდიდრებულ ზეთს.
ზამთრის კოსმეტიკური კრემი შეიცავს კაკოს ზეთს, რომელიც ქმნის კანზე დამცავ ფენას და აძლიერებს კანის ბუნებრივ ბარიერს ქარისა და სიცივის წინააღმდეგ.
საფენის გამოცვლის დროა!
ბავშვის პუდრა(ტალკი), რომლის შემადგენლობაშიც შედის ბრინჯის სახამებელი,კანს ხავერდოვანებას ანიჭებს,განაახლებს და იცავს გამოშრობისგან. არ ახშობს კანის ფორებს და,,ბუნებრივი სუნთქვის“საშუალებას აძლევს მას.
კანის დამცავი საცხი განსაკუთრებული ფორმულის წყალობით,რომელიც შეიცავს თუთიის ოქსიდს(10%),ქმნის ბუნებრივ,ე.წ.,,მსუნთქავ ბარიერს’’ და იცავს კანს ნასიცხისა და გამონაყარისაგან.
გამწმენდი ხელსახოცები ნაზად წმენდს და ანოტივებს ჩვილის კანს.შეიცავს ალოეს და გვირილის ექსტრაქტს.იდეალური საშუალებაა, როგორც საფენის გამოცვლისას,ასევე ბავშვის სახისა და ხელების გასაწმენდად.
ბამბის კვადრატები,დამზადებული 100% ნატურალური ბამბისგან,უსაფრთხოდ წმენდს ბავშვის კანს და არ ტოვებს ნარჩენებს.
სურნელოვანი საშუალებები: ტკბილი და საიამოვნო სურნელის მქონე ბავშვის ოდეკოლონი და არომატული სუნამოს წყალი კლინიკურად ტესტირებულია მგრძნობიარე კანზე,ჰიპოალერგიულია და ამდენად სრულიად უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
ბედნიერება მოგზაურობაა,რომელიც ბავშვობიდან იწყება!