Orsuli.ge ბავშვთა საფენები პილო

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img

ბავშვთა საფენები პილო

კომპანია GPC წარმოგიდგენთ ბავშვთა საფენების იტალიურ ბრენდ Pillo-ს, რომელის მწარმოებელიც გახლავთ 1970 წელს დაარსებული საოჯახო კომპანია Fippi. ის დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს ბავშვთა საფენების მწარმოებელ ევროპულ კომპანიებს შორის. 40წლის გამოცდილებამ კომპანიას შესძინა ბევრი ერთგული მომხმარებელი. ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე Fippi მომხმარებელს სთავაზობს მაღალ ხარისხს და საუკეთესო მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანიის მოქნილობა და ადაპტაციის უნარი ყოველთვის აყენებს მას კონკურენტების წინ და ბოლოს ნათელია, რომ მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს მისი იმედი, როგორც საიმედო პარტნიორისა ხანგრძლივი ურთიერთობისათვის.

Fippi-ს მინიჭებული აქვს ხარისხის მართვის UNI EN ISO 9001:2008 და BRC Consumer-ის სერთიფიკატი. მართვის სისტემა რეგულარულად მოწმდება DNV-ის (Det Norske Veritas) სერთიფიცირებული პირების მიერ. მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა უსაფრთხოებისთვის და ხარისხის მუდმივი კონტროლი, თითოეულ საფენზე ინდივიდუალურად ტარდება 100 ტესტი, ხორციელდება ნედლეულის მკაცრი შერჩევის პროცესი. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის R&D ჯგუფი ატარებს მკაცრ პროცედურებს ნედლეულის შერჩევისას. ამ ბრენდის საფენებში შემავალი ცელულოზა არის სერთიფიცირებული გარემოს დაცვის ორგანიზაცია SFI-ის მიერ და თავისუფალია ქლორისგან.

Pillo გთავაზობთ ინოვაციას საფენებს შორის. ის გახლავთ ისეთი თხელი, რომ მან მოახდინა რევოლუცია საფენების ბრენდებს შორის. მისი ოპტიმალური სისქის წყალობით ძლიერი აბსორბციითა და ეკოლოგიური სისუფთავით Pillo-ს შეუძლია შემოგთავაზოთ მართლაც უნიკალური საფენები, რომელსაც ასე ელოდით.

Pillo ბავშვის საფენი, რომელიც სხვას არ ჰგავს.....
საოცრად თხელი
საუკეთესო შეწოვა - მშრალი, როგორც არასდროს
ულტრა სწრაფი შეწოვა - სთავაზობს პატარებს მშრალ და ბედნიერ შეგრძნებებს.
საოცრად კომფორტული
თხელი - ახალი ულტრა თხელი და რბილი ზედაპირი უზრუნველყოფს კომფორტულ და თავისუფალ მოძრაობას დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
15% უფრო მსუბუქი და თხელი ზედაპირის წყალობით არის უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა: ამცირებს მყარი ნარჩენების დაგროვებას და CO2 გამოყოფას.
ნაზი პროდუქტი პატარას კანისთვის

Pillo ბავშვის საფენი
• ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ;
• პროდუქტს არ აქვს სუნი, არ შეიცავს საღებავებს;
• იწოვს უფრო მეტ სითხეს დღისითა და ღამით, აბსორბციული კომპონენტების გაუმჯობესებული განაწილების ხარჯზე;
• გამოყენებულია მასალა,რომელიც სუნთქავს;
• გააჩნია უკეთესი სისქე შიგთავსის სითხელის გამო;
• სამაგრი ყურები და საზურგე ნაწილი დამზადებულია რბილი მასალისაგან;
• პილოს ხელსახოცები დამზადებულია რბილი ქსოვილისაგან, გამდიდრებულია კალენდულას ექსტრაქტით და ტკბილი ნუშის ზეთით,რომელთაც გააჩნიათ სიწითლის საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი.

გარდა ამისა, პილოს უნიკალური შეფუთვა საშუალებას აძლევს მშობელს უფრო მარტივად და მოხერხებულად შეიძინონ მათთვის სასურველი საფენის ზომა Pillo-ს შეფუთვაზე გამოსახული ცხოველის მიხედვით.



© 2015 ყველა უფლება დაცულია