Orsuli.ge კიკოს ტანსაცმლის კოლექცია

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img

კიკოს ტანსაცმლის კოლექცია

კიკოს ტანსაცმლის კოლექცია, დაწყებული კლასიკური სტილიდან და დამთავრებული ყველაზე თანამედროვე სტილით,საშუალებას გაძლევთ შეურჩიოთ ტანისამოსი ბავშვს სხვადასხვა დანიშნულებით, იქნება ეს ყოველდღიური თუ გარეთ გასასვლელი,სპორტული თუ სადღესასწაულო.
კიკოს ტანსაცმელი,როგორც ამ ბრენდის ყველა სხვა პროდუქტი,შექმნილია ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მოთხოვნების შესაბამისად რამდენიმე კონცეფციაზე დაყრდნობით. ესენია : თავისუფლება, კომფორტულობა,მიმზიდველობა,მოდურობა.
თავისუფლება – ტანსაცმელი არა მარტო, გარემო ფაქტორებისგან უნდა იცავდეს ბავშვის სხეულს, ასევე მნიშვნელივანია,რომ ხელს არ უშლიდეს ბავშვს მოძრაობის თავისუფლებისკენ სწრაფვის პროცესში.
კომფორტულობა – ტანსაცმელი დამზადებული უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისგან (ბამბა,შალი), არ უნდა აღიზიანებდეს ბავშვის სათუთ კანს. კარგად უნდა ატარებდეს ულტრაიისფერ სხივებს, უნდა იყოს ჰიგროსკოპული, კარგი თბო და ჰაერგამტარი,რადგან ყველა ეს ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
მიმზიდველობა – ტანსაცმელი რომ მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის,მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქსოვილის ფერი,რომელიც ბუნებრივ ფერთან მიახლოებული უნდა იყოს, რათა ძლიერ ემოციას არ იწვევდეს ბავშვში. გარდა ამისა, ბავშვის ფანტაზიიდან აღებული ელემენტებით გამდიდრებული ტანსაცმელი უფრო მეტად მიმზიდველია ბავშვისთვის.
მოდურობა – ტანსაცმელი არა მარტო პრაქტიკული და კომფორტული უნდა იყოს, არამედ მოდურიც. კიკოს ტანსაცმლის კოლექციის შექმნაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი დიზაინერები.ტანსაცმლის ყოველი სახეობა არის უნიკალური.საგულდაგულოდაა შერჩეული სტილი,მასალა და მსუბუქი აქსესუარები.
ბუნებრივი ქსოვილი,რომლითაც კიკოს ტანსაცმელი იკერება,არ აღიზიანებს ბავშვის სათუთ და მგრძნობიარე კანს. საღებავი,რომლითაც ქსოვილი იღებება,არ შეიცავს პესტიციდებს,კანცეროგენულ ნივთიერებებს და მძიმე მეტალებს. -



© 2015 ყველა უფლება დაცულია