მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

პრენატალური სკრინინგი

თითეული დედა ღელავს საკუთარი პატარას ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ მისი მუცლადყოფნის პერიოდში.

შესაძლებელია თუ არა დაბადებამდე, ორსულობის ადრეულ ვადაზე, დადგინდეს, რომ ჩანასახს/ნაყოფს  „ყველაფერი კარგად აქვს“? როგორ და როდის ტარდება პრენატალური (დაბადებამდე) სკრინინგი? რა არის "ორმაგი ტესტი" და "სამმაგი ტესტი"?

სრულად ნახვა

მომატებული სისხლის შედედება ანუ თრომბოფილიები

გიშუპდებათ კიდურები, გაქვთ გამოხატული ვენური ქსელი ან მიკრო-სისხლჩაქცევები კიდურებზე? დაგენიშნათ სისხლში D დიმერებისა და ხსნადი ფიბრინ მონომერული კომპლექსები-SFMC-ს კონცენტრაციების კვლევა? ეს თრომბოფილიებზე ეჭვის მიტანაზე მიუთითებს. რას ნიშნავს თრომბოფილური მდგომარეობა?

სრულად ნახვა

გულძმარვა ორსულობისას

ორსულობის ადრეულ ეტაპებზე გულძმარვა უვითარდება 4 ორსულიდან საშუალოდ 3-ს. შესაძლოა გულძმარვა გამოუვლინდეს ორსულს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ორსულობამდე არასოდეს არ ქონია მსგავსი პრობლემა. რატომ ვითარდება გულძმარვა ორსულობის დროს ასე ხშირად? როგორ ვუმკურნალოთ გულძმარვას ორსულობის დროს?

სრულად ნახვა

გამონადენი ორსულობისას

ორსულობის დროს სასქესო გზებიდან განვითარებული გამონადენის გამომწვევი ზოგიერთი, ყველაზე გავრცელებული მიზეზი

სრულად ნახვა

5 თვის ჩვილი

ამ ასაკში ჩვილი სწავლობს და ცდილობს ჯდომას, გააზრებულად იყენებს არა მარტო ხელებს, არამედ ფეხებსაც. პატარა გრძნობითი ორგანოებიდან უპირატესად უკვე იყენებს მზერას - ის ეძებს მზერით და ასე პოულობს მისთვის ნაცნობ ნივთებს. ადამიანებთან კონტაქტის დანიშნულება „მისი დახმარება“ აღარაა მხოლოდ და მიმდინარეობს ემოციურ ურთიერთობებზე უფრო მეტად „გადართვა“ ის ცდილობს საკუთარი თავის ირგვლივ „შეკრიბოს საზოგადოება“ ემოციური ურთიერთობებისთვის და ამისთვის ყველაზე აქტიურად ვოკალიზაციას (ხმოვან კომუნიკაციას) იყენებს. ჩვილს ეწყება მომატებული ნერწყვდენა ანუ დორბლიანი ხდება, ეს კბილების ამოსვლის წინა ნიშნებია.

სრულად ნახვა

4 თვის ჩვილი

ამ ასაკში ჩვილი კარგად იჭერს თავს, შეუძლია საგნები ერთი ხელითაც აიღოს, აქვს ჩამოყალიბებული „დამოკიდებულება“ ნივთებისადმი და ადამიანებისადმი: საყვარელი, არასაყვარელი და ახალი სათამაშოები, ფართოვდება მისი ადამიანებთან კომუნიკაციის ინტერესიც, მხოლოდ დედაზე აღარ არის ის კონცენტრირებული, მას უჩნდება „ნაცნობი“ და „უცნობი“ ადამიანების მიმართ ემოციები, პატარა ცნობს და რეაგირებს საკუთარ სახელზე, უკვე აქვს მეტყველების ჩანასახებიც - ის კარგად ღუღუნებს და გამოსცემს ჩამოყალიბებულ ბგერებს და ბგერების კომპლექსს (მაგალითად „აღუ“). 

სრულად ნახვა

3 თვის ჩვილი

ამ ასაკში ჩვილი თავის დაჭერას იწყებს, ყველაფერს ეპოტინება და ეს ყველაფერი "მის პირში ხვდება". პატარას უკვე აქვს რამოდენიმე მოძრაობა და ზოგიერთი სახეობის ემოციური პასუხი დამახსოვრებული, ამიტომ უფრო სხარტია, ბრუნდება ზურგიდან გვერდზე, ხელში იჭერს და აქანავებს პატარა ნივთებს, მზერას აყოლებს მოძრავ საგნებს და ადამიანებს, ხმის წყაროსკენ აბრუნებს თავს. მას უკვე სიცილი შეუძლია, რომელსაც თან ურთავს გარკვეული ბგერების გამოცემას.

სრულად ნახვა

ბუშტნამქერი

ორსულობის გართულებებს შორის ერთ-ერთი იშვიათი (0.02-0.7%%) დაავადებაა ბუშტნამქერი, რომელიც უკავშირდება დროებითი ორგანოს - ტროფობლასტის - განვითარების პათოლოგიას. რატომ ვითარდება ბუშტნამქერი? რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ დიაგნოსტირდება იგი? როგორ მკურნალობას მიმართავენ ბუშტნამქერის დიაგნოსტირებს შემდგომ? როგორია პროგნოზი შემდგომი ორსულობისთვის?

სრულად ნახვა

საშვილოსნოსგარე ორსულობა

საშვილოსნოსგარე ორსულობა მთლიანად ორსულობების მხოლოდ 2%-ს შეადგებს. ასეთი ორსულობა უსიმპტომოდ არ მიმდინარეობს, ამიტომ საინტერესოა პირველ რიგში რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დროულად ამოვიცნოთ საშვილოსნოსგარე ანუ ექტოპიური ორსულობა? ასევე რა ვადაზეა შესაძლებელი ასეთი ორსულობის დადგენა?

სრულად ნახვა

ერთი წლის ბავშვი

მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ერთი წლის კრიზისს, რაც დაკავშირებულია ბავშვის ამეტყველებასთან. თუ აქამდე ჩვილობისას პატარას ორგანიზმის ფუნქციონირება ძირითადად იმართებოდა მხოლოდ საკუთარი ბიორითმების საფუძველზე (ჩვილი აკეთებდა და გრძნობდა იმას, რასაც საკუთარი სხეული კარნახობდა), მეტყველებითი სისტემის ამოქმედება იწვევს ამ ბიორითმებზე მოზრდილების ნების ზემოქმედების დაწყებას (ბავშვი იწყევს იმის კეთებას და იმის გრძნობას, რასაც მას მოზრდილები ეუბნებიან და კარნახობენ).

სრულად ნახვა

2 თვის ჩვილი

ამ ასაკში პატარა სამყაროსთან ურთიერთობებს სწავლობს, ამას "გამოცოცხლების კომპლექსს" უწოდებენ. ორი თვის ჩვილს უკვე საკუთარი ნებით შეუძლია კიდურების მოძრაობა და გარედან მოსულ ახალ სტიმულებს უარყოფითი ემოციების (ტირილის) გარდა დადებითი ემოციებითაც პასუხობს. 

სრულად ნახვა

ახალშობილის მოვლა

ახალშობილის მოვლა საკმაოდ ადვილია გამოცდილი დედებისთვის, მაგრამ შესაძლოა ურთულეს მოვლენად ეჩვენებოდეს "დამწყებ" დედიკოებს. სტატიაში აღწერილია ერთი შეხედვით ბანალური, თუმცა სკურპულოზურად შესასრულებელი ღონისძიებები, რომლებიც ერთიანდება ახალშობილის მოვლის ცნებაში.

სრულად ნახვა

ახალშობილი სამშობიარო სახლში

ახალშობილი თავისი სიცოცხლის პირველ დღეებს სამშობიარო სახლში ატარებს, სადაც მასზე ზრუნვის ღონისძიებათა კომპლექსი მკაცრად გაწერილია შესაბამისი გაიდლაინით. მაგრამ თუ სპეციალისტებისთვის ყველაფერი გასაგები და დაგეგმილია, ხშირად დედისთვის ბევრი კითხვის ნიშანია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ამ ღონისძიებების დეტალურ აღწერას.

სრულად ნახვა

ახალშობილის რეფლექსები

ახალშობილის შეფასების დროს ექიმები აკეთებენ ჩანაწერს: „ახალშობილის კუნთთა ტონუსი და ფიზიოლოგიური რეფლექსები გამოხატულია და ნორმის ფარგლებშია“. რას ნიშნავს ეს ჩანაწერი?

სრულად ნახვა

ახალშობილის გარდამავალი მდგომარეობები

ახალშობილებს ხშირად უვითარდებათ მგდომარეობები, რომლებიც თავისი ნიშნებით ჰგავს პათოლოგიურს, მაგალითად სიყვითლე. ასეთი ცვლილებები ხშირად აშინებს დედას, თუმცა თუ ისინი არ გასცდა ფიზიოლოგიურ ჩარჩოებს, მათ მკურნალობა არ სჭირდება.რომელი გარდამავალი მდგომარეობები უვითარდებათ ახალშობილებს? რატომ? როგორია ის ფიზიოლოგიური ჩარჩოები, რომლის დროსაც ჩარევა და მკურნალობა არაა საჭირო?

სრულად ნახვა

ახალშობილის განვითარება

დაბადებიდან თავისი ცხოვრების პირველი 28 დღის ჩათვლით ახალმოვლენილ ადამიანს ახალშობილი ქვია. როგორ ვითარდება პატარა? როგორი აქტივობები ახასიათებს? 

სრულად ნახვა

სისხლის ანალიზი ჰორმონებზე

სტატიაში მოცემულია რომელი ჰორმონები ახდენენ განლენას ორსულობის პროცესის ფიზიოლოგიურ განვითარებაზე, რომელი ჰორმონების კვლევა ინიშნება და როგორია მათი კონცენტრაციის ნორმალური მაჩვენებლები.

სრულად ნახვა

სისხლის ანალიზი ინფექციებზე

სტატიაში მოცემულია ორსულობისას რომელ ინფექციებზე მიმდინარეობს სკრინინგი, რა მეთოდით, რომელი პარამეტრები განისაზღვრება და როგორია ამ პარამეტრების ნორმის მაჩვენებლები.

სრულად ნახვა

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

სტატიაში მოცემულია სისხლის ბიოქიმიური ანალიზის დროს განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები, აგრეთვე რა ცვლილებებს განიცდის და როგორია მათი ნორმის ფარგლები ორსულობის სხვადასხვა ვადაზე.

სრულად ნახვა

სისხლის კოაგულოგრამა

სტატიაში მოცემულია სისხლის კოაგულოგრამით განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები, აგრეთვე რა ცვლილებებს განიცდის და როგორია მათი ნორმის ფარგლები ორსულობის სხვადასხვა ვადაზე.

სრულად ნახვა

სისხლის ჯგუფი და რეზუსი

სტატიაში მოცემულია რა მარკერებით განსხვავდება ერთმანეთისგან სისხლი - სხვადასხვა ჯგუფის თუ რეზუს-ნიშნის შემთხვევაში, აგრეთვე რა არის სისხლის შეუთავსებლობა და რეზუს-კონფლიქტი, რა დამატებითი კვლევები ტარდება რეზუს-უარყოფით ორსულ-ქალებში და რატომ.

სრულად ნახვა

შარდის საერთო ანალიზი

სტატიაში მოცემულია შარდის საერთო ანალიზის დროს განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები, აგრეთვე რა ცვლილებებს განიცდის და როგორია მათი ნორმის ფარგლები ორსულობის სხვადასხვა ვადაზე.

სრულად ნახვა

სისხლის საერთო ანალიზი

სტატიაში მოცემულია სისხლის საერთო ანალიზის დროს განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები, აგრეთვე რა ცვლილებებს განიცდის და როგორია მათი ნორმის ფარგლები ორსულობის სხვადასხვა ვადაზე.

სრულად ნახვა

ნაყოფის გულისცემა

ნაყოფის გულისცემა - მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო მაჩვენებელია. გულისცემის რითმი ყველაზე საიმედოდ ახასიათებს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა „მდგომარეობას“, ერთ-ერთი პირველი პასუხობს ცვლილებებით არასასურველ პათოლოგიურ სიტუაციებს, ამიტომ ექიმი-გინეკოლოგი მთელი ორსულობის მანძილზე განუწყვეტლივ ახორციელებს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგს.

სრულად ნახვა

ანალიზების აღწერა, ინტერპრეტაცია და ნორმები

რა ანალიზებს და რატომ ვიტარებთ ორსულობის დროს? როგორია ამ ანალიზების ნორმები კონკრეტულად ორსულობის სხვადასხვა ვადებზე?

სრულად ნახვა

ორსულობის დროს ანალიზების გიდი

ორსულობის დროს გეგმიურად ხდება სხვადასხვა ანალიზების ჩაბარება. როდის, რომელი ანალიზები უნდა ჩაუტარდეს ორსულ ქალს? რატომ ტარდება ეს ანალიზები და რა ინფორმაციას გვაძლევს?

სრულად ნახვა

ფეტო-პლაცენტური უკმარისობა

ფეტო-პლაცენტური უკმარისობა

სრულად ნახვა

ადრეული ტოქსიკოზი

ადრეულ ტოქსიკოზს ექიმები უწოდებენ ყველა იმ უსიამოვნო შეგრძნებების და სიმპტომების „ბუკეტს“, რომლებიც წარმოიშვება ორსულობის ყველაზე ადრეულ ეტაპზე - მე-5-6 კვირის განმავლობაში და მე-16-18 კვირას ორსული დედისა და ნაყოფისთვის რაიმე ზიანის მოტანის გარეშე თავისთავად ქრება.

 

სრულად ნახვა

ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება

ნაყოფის პრენატალური განვითარების შეფერხება ორსულობის სხადასხვა გართულებით გამოწვეული მდგომარეობაა, როდესაც ნაყოფს ვერ მიეწოდება საკმარისი ოდენობის საკვები ნივთიერებები და ამით ირღვევა მისი ზრდისა და განვითარების პროცესი.

სრულად ნახვა

ნაყოფის ჰიპოქსია

ნაყოფის ჰიპოქსია ორსულობის ერთ-ერთი მთავარი გართულებაა, მრავალი სხვა გართულება საბოლოო ჯამში იწვევს სწორედ ნაყოფის ჰიპოქსიას და ამით უქმნის ორსულობის ნორმალურ განვითარებას საფრთხეს. ნაყოფის ჰიპოქსია მისი ჟანგბადოვანი "შიმშილია", როდესაც ნაყოფის ორგანიზმს არ/ვერ მიეწოდება საკმარისი ოდენობით ჟანგბადი.

სრულად ნახვა

ორსულობის გართულებები

ორსულობის გართულებები აბსოლუტურად ჯანმრთელ ქალებშიც გვხვდება. ქალებში ორსულობა მხოლოდ 5% შემთხვევაში მიმდინარეობს გართულებების გარეშე. ორსულობის რა გართულებები გვხვდება? რატომ წარმოიშვება ისინი და როგორ ამოვიცნოთ მათი დაწყება? როდის მივმართოთ ექიმს და როგორ ვმართოთ სწორად ორსულობის გართულებები?

სრულად ნახვა

სპეციალისტებთან კონსულტაციები

ორსულობის დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რისთვისაც საჭირო ხდება შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციები. რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ? თუ ჩვენ თვითონვე ჩავიტაროთ პირველადი მარტივი გამოკვლევები?

სრულად ნახვა

ექოსკოპიური კვლევა მშობიარობამდე

მეხუთე ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ 36-ე კვირის ვადის შემდგომ ტარდება, ყველაზე ხშირად 38-40-ე კვირის ფარგლებში. სტატიაში მოცემულია კვლევის დროს მოცემული ექოსკოპიური მაჩვენებლების ნორმები.

სრულად ნახვა

ექოსკოპიური კვლევა 30-32-ე კვირის ვადაზე

მეოთხე ექოსკოპიური კვლევა როგორც წესი ორსულობის გინეკოლოგიურ მე-30-32 კვირის ვადაზე ტარდება. სტატიაში მოცემულია კვლევის დროს მოცემული ექოსკოპიური მაჩვენებლების ნორმები.

 

სრულად ნახვა

ექოსკოპიური კვლევა მე-18-24 კვირის ვადაზე

მესამე ექოსკოპიური კვლევა როგორც წესი ორსულობის გინეკოლოგიურ მე-18-24 კვირის ვადაზე ტარდება. სტატიაში მოცემულია კვლევის დროს მოცემული ექოსკოპიური მაჩვენებლების ნორმები.

 

სრულად ნახვა

ექოსკოპიური კვლევა მე-10-12 კვირის ვადაზე

მეორე ექოსკოპიური კვლევა როგორც წესი ორსულობის გინეკოლოგიურ მე-10-12 კვირის ვადაზე ტარდება. სტატიაში მოცემულია კვლევის დროს მოცემული ექოსკოპიური მაჩვენებლების ნორმები.

სრულად ნახვა

ექოსკოპიური კვლევა მე-5-8 კვირის ვადაზე

პირველი ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ მე-5-8 კვირის ვადაზე ტარდება. სტატიაში მოცემულია კვლევის დროს მოცემული ექოსკოპიური მაჩვენებლების ნორმები.

 

სრულად ნახვა

ოპტიმალური შუალედი

ორსულობებს შორის ოპტიმალური შუალედი - როდის დავორსულდეთ შემდეგზე?

სრულად ნახვა

ორსულობის პირველი ნიშნები

იმ მომენტამდე, ვიდრე ორსულობის ტესტზე სანუკვარი ორი ხაზი გამოჩნდება, ქალების უმრავლესობა გრძნობს საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ ცვლილებებს, თუმცა ეს სუბიექტური განცდა შესაძლოა შევავსოთ ობიექტური დაკვირვებებით, რომლებიც დაკავშირებულია ორსულობის დაწყების ყველაზე ადრეულ ეტაპთან.

სრულად ნახვა

ექოსკოპიური პარამეტრების განმარტებები და ნორმები

ამ სტატიაში მოცემულია ორსულობის ადრეულ და გვიან ვადებზე ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის პარამეტრების განმარტებები და ნორმები, ასევე აუცილებელი ექოსკოპიური კვლევის გრაფიკი და დანიშნულება.

სრულად ნახვა

ორსულობის ტესტი

ორსულობის დადგენის ყველაზე გავრცელებული, ადვილი და არაინვაზიური მეთოდია ორსულობის ტესტის გამოყენება. როგორ, როდის და რომელი ორსულობის ტესტი შეგვიძლია გამოვიყენოთ? რამდენად სანდოდ დავადგენთ ორსულობას ამ მეთოდით?

სრულად ნახვა

ორსულობის დადგენა

ითვლება, რომ ორსულობის უტყუარი ნიშანია მოსალოდნელი მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენა, ეს ორსულობის დიაგნოსტიკის უძველესი მეთოდიცაა. თუმცა უახლოვეს წარსულში წარმოიშვა მოთხოვნა ორსულობის დადგენა შესაძლებელი გახდეს კიდევ უფრო ადრეულად, რადგან დღევანდელი ცხოვრების დინამიკა ლოდინს ვერ იტანს - ქალებს, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ორსულობა, აინტერესებს წარმატებული აღმოჩნდა თუ არა დაგეგმვის პროცედურები, ქალებს, ვისაც დაუცველი სექსი ჰქონდა, აინტერესებს დაადგინოს დასჭირდება თუ არა ორსულობის შეწყვეტის პროცედურები. როგორ უნდა დადგინდეს ორსულობა ყველაზე ადრეულ ვადაზე?

სრულად ნახვა

ბაზალური ტემპერატურა

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ორსულობის დაგეგმვის და დადგენის ერთ-ერთი უტყუარი მეთოდია.  თუ თქვენ გსურთ დაადგინოთ დაორსულებისთვის ყველაზე „ნაყოფიერი“ მომენტი ან გაიგოთ ხართ თუ არა ორსულად, გირჩევთ ისარგებლოთ სწორედ ამ მეთოდით.

სრულად ნახვა

FAQ - საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა - გამოსავალი თუ ახალი პრობლემების დასაწყისი?! რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც საკუთარი სურვილით ვირჩევთ საკეისრო კვეთით მშობიარობას?!

ხშირად დასმული კითხვები

სრულად ნახვა

ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა?

საკეისრო კვეთა - ხშირად ორსულისთვის (განსაკუთრებით პირველმშობიარეთათვის) სასურველ, მარტივ და უმტკივნეულო გამოსავლად გამოიყურება იმ ტკივილიან და ხანგრძლივ პროცედურასთან შედარებით, როგორადაც აღიქმება მშობიარობა ბუნებრივი გზით.  რადგანაც ყველა არჩევანს წინ უძღვის დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვა, მიმოვიხილოთ ორივე პროცედურის პოზიტიური და ნეგატიური  შედეგები, გადაწყვეტილების მიღება კი ორსულს და მის მეანს მივანდოთ.

სრულად ნახვა

საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა - ქირურგიული ჩარევაა (ოპერაციაა), რომლის დროსაც ორსული ქალის საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა და მომყოლის გამოძევება ხდება ქალის მუცლის წინა კედელზე და საშვილოსნოზე გაკეთებული ნაკვეთიდან (ჭრილობიდან). რა დროს და რატომ კეთდება საკეისრო კვეთა?

სრულად ნახვა

ფიზიოლოგიური მშობიარობის ეტაპები

მშობიარობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი მღელვარე მომენტია, ამიტომ თუ ქალს კარგად ექნება წარმოდგენილი სამშობიარო პროცესის მიმდინარეობა, ექნება საკმარისი ინფორმაცია მშობიარობის ეტაპების შესახებ, ამით ის აღმოჩნდება ფსიქოლოგიურად შემზადებული და სწორად ინფორმირებული და მისთვის მშობიარობის პროცესი გაიოლდება.

სრულად ნახვა

დაორსულების ხელისშემშლელი ფაქტორები

დაორსულების პროცესზე გავლენას ახდენს ბუნებრივი და პათოლოგიური ფაქტორები. ბუნებრივი ფაქტორების დაძლევა ზრდის დაორსულების სტატისტიკას, მათი გადალახვა ხშირად თავისთავად და ჩაურევლად ხდება, მაშინ როდესაც პათოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა რთული დასაძლევია და ხშირად სამედიცინო ჩარევის გარეშე გადაულახავიც. რა ფაქტორები მოქმედებენ ამ პროცესზე?

სრულად ნახვა

მენსტრუალური ციკლის ფაზები

მენსტრუაცია თავისთავად არის რეგულარული პროცესის ნაწილი, რომელიც ქალს ამზადებს თვიდან თვემდე - ორსულობისათვის. ეს ციკლი მოიცავს ოთხ ფაზას. რა ხდება ორგანიზმში ამ დროს და როდის ორსულდება ქალი?

სრულად ნახვა

ორსულობისთვის „მზადყოფნა“ - ფსიქოლოგიური მდგენელები

ორსულობა უხშირესად არაპროგნოზირებულად დგება და იწვევს ორმაგ გრძნობას: სიხარულს და შიშს. როგორ გავუმკლავდეთ ამ ახალ ფსიქოლოგიურ გამოწვევას?

 

სრულად ნახვა

დაორსულების მენეჯმენტი

თანამედროვე მეცნიერებამ შეიმუშავა დაორსულების სტიმულაციის სქემატური მოდელი, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება. როგორ უნდა გავიაროთ ეს ეტაპები და როგორ მიიღწევა შედეგი - ახალი სიცოცხლის ჩასახვა?

 

სრულად ნახვა

ორსულობის დაგეგმვა

ორსულობის დაგეგმვა პროცესია, რომლის დროსაც წყვილი ემზადება ჯანმრთელი პატარას ჩასახვისთვის. იგი მოიცავს ბავშვის ყოლის გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას, მომავალი დედის ორგანიზმის სრულყოფილ გამოკვლევას (თუ საჭიროა მომავალი მამისაც), მისი (მათი) დაავადებების გამოვლენას და მკურნალობას, რათა არც ერთმა ხელისშემშლელმა ფაქტორმა არ დააყენოს ეჭვქვეშ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა.

სრულად ნახვა

© 2015 ყველა უფლება დაცულია