I ტრიმესტრის გართულებები

კატეგორია: ---

ორსულობათა უმეტესობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროს გარკვეული პრობლემებიც არ არის გამორიცხული. უმეტეს შემთხვვევაში რისკი საგრძნობლად მცირდება თუ გამაფრთხილებელ ნიშნებს დროზე გააცნობიერებთ და შესაბამისად მოაგვარებთ. ამდენად, თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა გართულებებს აქვს ადგილი ორსულობის ადრეულ ეტაპზე, რა სიმპტომებში ვლინდება იგი და რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმთან დაკავშირება.

გადაჭარბებული პირღებინება (Hyperemisis Gravidarium)

რა იწვევს მას?

ეს არის ორსულობის დროს გადაჭარბებული ღებინების სამედიცინო სახელწოდება. (hyper - ნიშნავს “გადაჭარბებული”, emesis – “ღებინება”, ხოლო gravidarium – “ორსულ მდგომარეობა”-ს.)  ეს სიმპტომი 300 ორსულიდან ერთს აღენიშნება. ეს მდგომარეობა ხასიათდება ხშირი, მუდმივი და მწვავე ღებინებით. თუ დროულად არ მოხდა მისი მკურნალობა, იგი ქალს არ მისცემს ორსულობისათვის აუცილებელი საკვების და სითხის მიღების საშუალებას. თუ იგი ხანგრძლივად მიმდინარეობს, შეიძლება ნაყოფსაც დაემუქროს.

პირღებინების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის. მაგრამ ითვლება რომ იგი დაკავშირებულია hCG (ადამიანის ქორეოგენული ჰორმონის) და ესტროგენის ჰორმონების ჩვეულებრივზე მაღალ დონესთან; უფრო ხშირად აღინიშნება შედარებით ახალგაზრდა დედებთან და ერთზე მეტი ნაყოფის შემთხვევაში.

რა მკურნალობა ენიშნებათ ამ დროს?

მკურნალობის დაწყებამდე ექიმს დასჭირდება ღებინების სხვა მიზეზების გამორიცხვა: მაგ, კუჭნაწლავის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ან ბუშტნამქერი ორსულობა. შედარებით მსუბუქ შემთხვევებს დიეტით, წოლით (დასვენებით), და ანტაციდით (კუჭის სიმჟავის დამწევი საშუალება) მკურნალობენ. უფრო მწვავე შემთხვევებისას საჭიროა საავადმყოფოში წოლა, რადგან დედა საკვებს და სითხეს ინტრავენური ინფუზიის საშუალებით მიიღებს.

თუ თქვენ ძლიერი გულისრევა და ღებინება გაქვთ ისე, რომ ვერ იჩერებთ საკვებს, ან თუ ეს მდგომარეობა ასეთივე სიმწვავით ორსულობის მეორე პეროდშიც (13-დან 27 კვირამდე) გრძელდება, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. ასევე, ნუ დააყოვნებთ ექიმთან დაკავშირებას, თუ ღებინებას ახლავს ტკივილი და სიცხე.

საშვილოსნოს გარეთა ორსულობა

საშვილოსნოს გარე (სგ) ორსულობაა, როდესაც განყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოსგან განსხვავებულ ადგილას მაგრდება. სგ ფეხმძიმობის 95% ფალოპის მილში მიმდინარეობს. ძალიან იშვიათად რომ კვერცხუჯრედი სხვაგან – მუცლის ღრუში, საკვერცხეებში ან საშვილოსნოს ყელში მოთავსდეს.

რადგან ვიწრო ფალოპის მილი არ არის გამიზნული მზარდი ემბრიონის შესანარჩუნებლად, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ასეთ დროს ნორმალურად არ ვითარდება. საბოლოოდ, მილის თხელი კედლები გასკდომამდე იჭიმება. ასეთ დროს სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენაა მოსალოდნელი.

1980 წლიდან სგ ორსულობის სიხშირე გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით ა.შ.შ.-ში სგ ორსულობა 1,000-დან 7-ს აღენიშნება. მიუხედავად ამისა, სგ ორსულობით გამოწვეული სიკვდილიანობა იშვიათია და 2,500-დან ერთზე ნაკლები შემთხვევაა. ეს დაბალი მაჩვენებელი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის შედეგია, რომლის საშუალებითაც სგ ორსულობა ადრეულ სტადიაზე ვლინდება, მაშინ  როდესაც მისი საფრთხე უმნიშვნელოა.

რა იწვევს მას?

სგ ორსულობა უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის  შეუძლებლობით გადავიდეს ფალოპის მილიდან საშვილოსნოში. ეს ხშირად მილის ინფექციით ან ანთებით არის გამოწვეული, რის გამოც მილი ნახევრად ან მთლიანად გაუვალია. ინფექციიდან დარჩენილმა ნაჭრილობევმა ან მილზე გაკეთებულმა ოპერაციამ შეიძლება ასევე შეაფერხოს კვერცხუჯრედის მოძრაობა. მიზეზი შეიძლება იყოს ენდომეტრიოზი, რომლის დროსაც ქსოვილი, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში საშვილოსნოს შიგნით იმყოფება, გარეთაა. შემდეგი მიზეზია მილის პათოლოგიური ზომა, რომელიც თანდაყოლილი დეფექტით ან პათოლოგიური ზრდით არის გამოწვეული.

სგ ორსულობის უმეტესობა 35-44 წლის ასაკში აღინიშნება. მთავარი რისკ-ფაქტორია მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები. ეს არის საშვილოსნოს, ფალოპის მილის ან საკვერცხეების ანთებები. სგ ორსულობის რისკი მაღალია შემდეგ შემთხვევებში:

  • წინა სგ ორსულობა
  • ფალოპის მილის ქირურგიული ოპერაცია
  • რამოდენიმეჯერ მუცლის მოშლა
  • უნაყოფობა ან ოვულაციის მასტიმულირებელი მედიკამენტებით მკურნალობა

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

უმეტეს შემთვევაში, თავდაპირველად სგ ორსულობაზე შეიძლება არაფერი არ მიგანიშნებდეთ. ნორმალური ორსულობის ნიშნები, მაგ, მენსტრუალური ციკლის გამოტოვება, სგ ორსულობის დროსაც ჩვეულებრივ ვლინდება.

სგ ორსულობის პირველი ნიშანი ჩვეულებრივ ტკივილია, რომელიც აღინიშნება მცირე მენჯში, მუცლის ღრუში ან მხრების და კისრის ადგილებში. ტკივილი აღიწერება როგორც მწვავე და მჭრელი. იგი შეიძლება მოვლითი და ცვალებადი ხასიათის იყოს.

სგ ორსულობის გამაფრთხილებელი ნიშნებია:

  • ვაგინალური სისხლდენა
  • კუჭ-ნაწლავის სიმპტომები
  • თავბრუსხვევა ან გაბრუებული მდგომარეობა

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

თუ ექიმს სგ ორსულობაზე აქვს ეჭვი, პირველად იგი მცირე მენჯს გამოიკვლევს – ტკივილის ლოკალიზაციის და მუცლის ღრუში სირბილის ან სიმაგრის დასადგენად. ასევე, შეიძლება საჭირო გახდეს ლაბორატორიული გამოკვლევები. ყველაზე მნიშვნელოვანია hCG–ს (ადამიანის ქორიოგონადოტროპინი) გაზომვა. ნორმალური ორსულობისას ამ ჰორმონის დონე პირველი 10 კვირის განმავლობაში დაახლოებით ყოველ 2 დღეში ორმაგდება. სგ ორსულობის დროს კი აღინიშნება დაბალი hCG. ეს ბადებს ეჭვს სგ ორსულობაზე.  hCG–ს დონე შეიძლება გარკვეულ პერიოდში რამოდენიმეჯერ შემოწმდეს, იმის დასადგენად, ნორმალური ტემპით იზრდება თუ არა.

მეორე ჰორმონი, რომელიც სგ ორსულობის დიაგნოსტიკაში ეხმარება ექიმს, პროგესტერონია. ამ ჰორმონის დაბალი დონე იმის მაჩვენებელია რომ ორსულობა პათოლოგიურად მიმდინარეობს. სგ ორსულობის და მისი ლოკალიზაციის დასადგენად სხვა გამოკვლევებიც არის საჭირო.

დიაგნოსტიკისათვის ასევე მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევები. ეს მოწყობილობა მაღალი სიხშირის ბგერით ტალღებს უშვებს, მისი ნაწილი მუცლის ღრუს ტერიტორიაზე მოძრაობს ან მოთავსებულია ვაგინაში. აპარატის მიერ გამოშვებული ბგერითი ტალღები შინაგანი ორგანოებიდან აირეკლება, რის შედეგადაც ამ ორგანოების ეკრანული გამოსახულება მიიღება. ამ პროცედურით ექიმი აკვირდება თუ როგორ მიმდინარეობს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარება.

პროცედურა, რომელსაც ცულდოცენტესსის უწოდებენ იშვიათად გამოიყენება სგ ორსულობის დიაგნოსტიკაში. ეს ტექნიკა, ვაგინის წვეროში, დუგლასის ფოსოში (საშვილოსნო-სწორი ნაწლავის ჩაღრმავებაში) ნემსის მოთავსებას გულისხმობს პუნქციის მიზნით. ამ ადგილას სისხლის არსებობა ფალოპის მილის გახეთქვის მანიშნებელია.

რა მკურნალობა ენიშნებათ ამ დროს?

სგ ორსულობის მკურნალობა პათოლოგიური ორსულობის ქირურგიული გზით მოცილებაში მდგომარეობს. ოპერაციას დიაგნოსტირებიდან უახლოეს მომავალში ნიშნავენ.

ზოგჯერ სგ ორსულობის დროს ზოგადი ანესთეზიაა საჭიროა. ოპერაციისას მცირე მენჯი დიდი ჭრილობით იხსნება. ახლა სგ ორსულობის მკურნალობა უფრო სხვა ტექნიკითაც შესაძლებელია. ამ პროცედურას ლაპაროსკოპია ეწოდება. ამ დროს, ჭრილობა მუცლის  ქვევით ჭიპში ან მასთან ახლოს კეთდება. ქირურგი შემდეგ ლაპაროსკოპს მცირე მენჯის არეში ღრმად ათავსებს. ლაპაროსკოპი მილია, რომლის ერთ ბოლოში დამაგრებულია პატარა ნათურა. ამ მილის საშუალებით შესაძლებელია შინაგანი ორგანოების დანახვა და სხვა ინსტრუმენტის მოთავსება. ზოგჯერ, მუცლის ქვედა ღრუში მეორე ჭრილობაც კეთდება, იმისათვის რომ ქირურგიული ინსტრუმენტები მოთავსდეს. ლაპაროსკოპიას ქირურგი სგ ორსულობის მოცილებისას ან დაზიანებული ფალოპის მილის რეკონსტრუქცია/მოცილებისას იყენებს. ლოპაროსკოპია ზოგჯერ ადგილობრივი ანესთეზიით, ხოლო უფრო ხშირ შემთხვევაში ზოგადი ანესთეზიით კეთდება.

სგ ორსულობით გახეთქილი ფალოპის მილი ჩვეულებრივ უნდა მოცილდეს. ქირურგიული მკურნალობა ტარდება მაშინაც როდესაც სგ ორსულობა ადრეულ ასაკში ვლინდება მანამ, სანამ მილი ძალიან დაიჭიმება ან გასკდება. ასეთ შემთხვევაში სგ ორსულობას წყვეტენ და მილის რეკონსტრუქციას აკეთებენ ისე, რომ შეძლოს თავის დანიშნულების გაგრძელება.

სგ ორსულობის შესაწყვეტად იშვიათად გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა. ამ დროს მეტოტრექსატს (methothrexate) ნიშნავენ. აღნიშნული მედიკამენტი ლაპაროსკოპიით ან მის გარეშე გამოიყენება, ეს დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე.

როგორია მომავალი?

სგ ორსულობის მკურნალობის შემდეგ თქვენ მოგიწევთ ექიმთან ხშირი ვიზიტი იმისათვის რომ ექიმს hCG ჰორმონზე დაკვირვების საშუალება ჰქონდეს. ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ hCG-ს დონე ნულამდე არ დავა. hCG-ს შენარჩუნებული მაღალი დონე იმის მიმანიშნებელია რომ ექტოპური ქსოვილი სრულყოფილად არ არის მოცილებული. ასეთ დროს საჭიროა დამატებითი ქირურგიული ან მედიკამენტური (მეტოტრექსატით) მკურნალობა.

მომავალი ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის ქირურურგიული მკურნალობა ჩატარდა სგ ორსულობის მოსაცილებლად. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული სგ ორსულობის შემდგომ წარმატებული ორსულობის ალბათობა მცირეა, შენარჩუნებული ფალოპის მილის შემთხვევაში ალბათობა 60% იზრდება.  თუ მოცილებულია ერთი მილი, კვერცხუჯრედი შეიძლება მეორე მილში განაყოფიერდეს. ერთი მილის შემთხვევაში წარმატებული მშობიარობის ალბათობა 40%-ზე მეტია.

თუ სგ ორსულობა ერთხელ აღინიშნა მოსალოდნელია მისი გამეორება. და რაც უფრო მეტია სგ ორსულობის შემთხვევა, მით მეტია მისი გამეორების ალბათობა. თუ ერთხელ გქონდათ სგ ორსულობა გაესაუბრეთ ექიმს სანამ ხელმეორედ დაფეხმძიმდებით, იმისათვის რომ უკეთესად დაგეგმოთ მეთვალყურეობა მომავალ ორსულობაზე.

ბუშტნამქერი

რა იწვევს მას?

სამედიცინო სახელწოდება hydatidiform mole (hydatid -- ნიშნავს “წყლის დაღვრას”, - mole ნიშნავს “ლაქას ან ჩირქს”); ბუშტნამქერი შედარებით იშვიათია და ა.შ.შ.-ს მონაცემებით 1,500-2,000 ორსულიდან ერთს აღენიშნება. ბუშტნამქერის დროს ნორმალურ საშვილოსნოში, განაყოფიერების შემდეგ, ემბრიონის ნაცვლად რაღაც (პათოლოგიური) მასა ფორმირდება. ბუშტნამქერი არ გულისხმობს მზარდ ბავშვს, ეს უფრო პათოლოგიური პლაცენტას მსგავსი წარმონაქმნია.

ბუშტნამქერს ადგილი აქვს მაშინ როდესაც უჯრედები, რომელიც ჩვეულებრივ ქმნის ქორიონულ წამწამს (პატარა თითის მსგავსი გამონაშვერი, რომელიც პლაცენტას აერთებს საშვილოსნოს შრესთან) ნორმალურად არ ვითარდება. ამის სანაცვლოდ, სახეზეა ბუშტის მსგავსი, წყალწყალა გროვა, რომელსაც არ შეუძლია განვითარებად ემბრიონს დაეხმაროს. ბუშტნამქერის რისკი 40 წელს გადაცილებულ ქალებში მაღალია.

ბუშტნამქერის გამომწვევი მიზეზია სპერმის ქრომოსომული პრობლემები, რომელიც კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს, კვერცხუჯრედის პრობლემები ან ორივე ერთად. ბუშტნამქერი ორგავარია: სრული და ნაწილობრივი. სრული ბუშტნამქერის დროს საშვილოსნო ემბრიონის სანაცვლოდ ცარიელი პარკის მცირე გროვას შეიცავს. ნაწილობრივი ბუშტნამქერის დროს  ემბრიონი პათოლოგიურად ყალიბდება და ჩვეულებრივ არ  გადარჩება.

ქალები, რომელთაც ბუშტნამქერი აქვთ, საშვილოსნოში ავთვისებიანი სიმსივნის ან ინვაზიური დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამ სიმსივნიდან ზოგიერთი იმდენად მეტასტაზურია, რომ მისი გავრცელება სხეულის სხვა ნაწილებშიც არის მოსალოდნელი. ბუშტნამქერის მქონე ნებისმიერი ქალი ინვაზიური დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფება. ამ დაავადებების მკურნალობის ხარისხი საკმაოდ მაღალია.

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

ბუშტნამქერის თითქმის ყველა შემთხვევაში ორსულობიდან 12 კვირისათვის სისხლდენა აღინიშნება. სხვა შესაძლებელი სიმპტომია  საშვილოსნოს დიდი ზომა რომელიც აღნიშნული ორსულობის ვადას არ შეესაბამება.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ბუშტნამქერის უმეტესი შემთხვევა ორსულობის პირველ ტრიმესტრის განმავლობაში ვლინდება. ნორმალური ორსულობისაგან განსხვავებით,  სისხლდენა და hCG-ს მაღალი დონე შესაძლებელია გამაფრთხილებელი სიმპტომები იყოს. ეს მდგომარეობა ექიმს კარნახობს მოუსმინოს ჩანასახის გულისცემას. თუ არაფერი არ ისმის, მაშინ ექიმს ბუშტნამქერზე უჩნდება ეჭვი. ულტრაბგერითი გამოკვლევით ექიმი ნახულობს, არის თუ არა საშვილოსნოში ნორმალური ჩანასახი.

რა მკურნალობა ენიშნებათ ამ დროს?

ბუშტნამქერის დიაგნოსტირების შემდეგ, მკურნალობა ორსულობის შეწყვეტაში მდგომარეობს. ეს ყველაზე ხშირად ვაკუუმის ასპირაციით ხორციელდება. ეს პროცედურა ანესთეზიით კეთდება, რომლის დროსაც აფართოებენ საშვილოსნოს ყელს, საიდანაც გამოწოვით ფრთხილად აცილებენ “ნაყოფს”. ამავე დროს, საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულირებისათვის, პაციენტს შეიძლება ოქსიტოცინი დაუნიშნონ.

როგორია მომავალი?

უმეტეს შემთხვევაში ბუშტნამქერის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს. მაგრამ ექიმთან ხშირი ვიზიტებია აუცილებელი, რადგან არსებობს ინვაზიური დაავადებების რისკი. ორსულობის შეწყვეტის შემდეგ ექიმი ამოწმებს hCG-ს დონეს. ხშირად, ქალს რომელსაც ბუშტნამქერი ჰქონდა ურჩევენ თავი აარიდოს ორსულობას სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში. ავთვისებიანი დაავადებების შედარებით იშვიათი ფორმა რომელიც ბუშტნამქერს მოყვება ქიმიო თერაპიით განიკურნება. ამ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის შედეგები საკმაოდ კარგია, თითქმის 100%.

მუცლის მოშლა

რა იწვევს მას?

მუცლის მოშლას სპონტანურ აბორტს უწოდებენ, რომელიც ორსულობის 20 კვირამდე ასაკში ნაყოფის დაკარგვით განისაზღვრება. მუცლის მოშლა ორსულთა 15-29% აღინიშნება. რეალური რიცხვი უფრო მაღალია. მუცლის მოშლის უმეტესობა შეუმჩნევლად ხდება ისეთ ადრეულ ასაკში, როდესაც ქალმა ჯერ არც იცის ორსულობის შესახებ.
მუცლის მოშლის 80% ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ხდება.  ადრეული მოშლის დაახლოებით ნახევარი ითვლება, რომ ნაყოფის ქრომოსომული პრობლემებით არის გამოწევეული.

ნაყოფის ქრომოსომული პრობლემების უმეტესობა, რომელიც მუცლის მოშლას იწვევს მშობლებისგან მემკვიდრეობით არ მიიღება. სხვაგვარად რომ ვთქვთ, ჩანასახის ქრომოსომული დეფექტი არ არის გამოწვეული მშობლებთან არსებული იგივე დეფექტით. ეს მაშინ ხდება როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გაყოფას იწყებს.

ქრომოსომული დეფექტით გამოწვეული მოშლა მაშინ ხდება, როცა ჩანასახს არ შეუძლია გადარჩეს. ადრეული ორსულობის პერიოდში მოშლა შეიძლება რამოდენიმე კვირის შემდეგ მოხდეს, როცა ემბრიონი კვდება. ზოგჯერ ჩანასახი არ არის მემბრანის შიგნით.

მოშლის სხვა მიზეზები შეიძლება დედის ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული. ასეთ დროს მოშლა შედარებით ორსულობის გვიან პერიოდში ხდება. ეს არის: ინფექცია, ქრონიკული დაავადებები მაგ, დიაბეტი, მაღალი წნევა, და იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, მოშლა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის ანომალიებმა. ამ პრობლემების რიცხვშია საშვილოსნოს ყელის ფუნქციური უკმარისობა, როცა საშვილოსნოს ყელი ორსულობისას ძალიან ადრე იწყებს გაფართოებას. ეს თითქმის ყველა შემთხვევაში ორსულობის მეორე ტრიმესტრში ხდება.
განმეორებით მოშლას ორჯერ ან სამჯერ მიყოლებულ მოშლას უწოდებენ. ამის მიზეზი იგივეა, რაც ერთხელ მოშლის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, განმეორებითი მოშლის მიზეზის დასადგენად ტარდება გამოკვლევა, ხოლო მკურნალობის არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა, მიუხედავად ამისა ქალთა უმეტესობას მომავალში წარმატებული ორსულობა აქვს.

თუ მუცელი მოგეშალათ ან ნერვიულობთ, რომ არ მოგეშალოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის ცოდნა თუ რა შემთხვევები არ იწვევს მას. თქვენ პირველი არა ხართ, ვისაც ეს აწუხებს. ასეთი შიშები ორსული ქალებისათვის დამახასიათებელია, მიუხედავად იმისა მუცლის მოშლის გამოცდილება აქვს, თუ არა.

მოშლა ვარჯიშის, სქესობრივი ურთიერთობის, მუშაობის, ან სიმძიმეების აწევის გამო არ ხდება. ორსულობის ადრეულ ვადებში გულის რევა და ღებინება, ძალიან მწვავე შემთხვევის დროსაც, არ იწვევს მოშლას. ასევე არ არის მოსალოდნელი, რომ მოშლა გამოიწვიოს დაცემამ და უეცარმა შიშმა. ასეთი ზიანი არ ავნებს ჩანასახს, თუ ეს დედის სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს.

 

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

თითქმის ყველა მოშლას წინ უსწრებს ვაგინალური სისხლდენა. ორსულების 25%-ს სისხლდენა აღენიშნებათ და ამ ქალების ნახევარს მუცელი ეშლება. სისხლდენა, რომელიც მოშლას გაუწყებთ შეიძლება მცირე ან ძლერი იყოს. იგი შეიძლება მუდმივი ან მოვლითი ხასიათის იყოს. სისხლდენას შეიძლება მუცლის სპაზმური ტკივილები და წელის არეში ყრუ ტკივილი მოყვეს. შესაძლებელია არსებობდეს ამ სიმპტომების სხვა გამომწვევი მიზეზი. აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ ორსულობისას ნებისმიერი სახის სისხლდენა ან მწვავე ტკივილი გაქვთ.

 

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

თუ ექიმთან სისხლდენის ჩივილით მიხვალთ, პირველი რასაც იგი გააკეთებს, ეს არის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, იმის სანახავად, დაწყებულია თუ არა საშვილოსნოს ყელის გახსნა. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ ოპერაციას გაგიკეთებენ – რადგან ამ დროს მოშლის დიდი რისკი არსებობს. მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება.

ექიმი ასევე ამოწმებს დაზიანებულია თუ არა მემბრანა, რომელიც ჩანასახს აქვს გარშემორტყმული. თუ მემბრანა დაზიანებულია და საშვილოსნოს ყელი იხსნება, მაშინ მოშლა გარდაუვალია. ამ დროს შეუძლებელია მუცლის მოშლის შეკავება.

თუ თქვენ რაღაც ქსოვილს კარგავთ, ამ დროს ექიმი ასევე ეჭვობს მოშლას. თუ შესაძლებელია ამ ქსოვილის ნახვა, ექიმი შეამოწმებს ჩანასახოვანი ქსოვილია, თუ პლაცენტის შენადედი ან მისი ნაწილი.

ულტრაბგერითი გამოკვლევა მნიშვნელოვანია იმის სანახავად ცოცხალია თუ არა ნაყოფი საშვილოსნოში. ამ გამოკვლევით და სპეციალური სახის ულტრასონოგრაფიის გამოყენებით ექიმი ნახავს ჩანთას რომელიც ჩანასახს გარს ეხვევა და შეამოწმებს მის (ჩანასახის) გულისცემას. თუ ჩანასახი არ არის ცოცხალი და დედის სხეულიდან ჯერ კიდევ არ არის გამოსული, ამას იძულებით აბორტს უწოდებენ.

 

რა მკურნალობა ენიშნებათ ამ დროს?

მოსალოდნელი მოშლის დროს აუცილებელია ლოგინში წოლა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება,სანამ სისხლდენა ან ტკივილი არ შეწყდება. თუ სისხლდენა და ტკივილი მწვავეა, შეიძლება  საავადმყოფოში დაწოლა გახდეს აუცილებელი.

როდესაც ჩანასახის მემბრანა დაზიანებულია, ჩვეულებრივ ამას მოშლა მოყვება. თუ მემბრანა არ არის დაზიანებული და სისხლდენას ტკივილი და სიცხე ახლავს, მაშინ სერიოზული ინფექციის რისკი არსებობს. ასეთ დროს უნდა მოხდეს საშვილოსნოდან ჩანასახოვანი ქსოვილის მოცილება. ეს პროცედურა ანესთეზიის ქვეშ ხდება; ამ დროს ნელა ხსნიან საშვილოსნოს ყელს და ქსოვილს ფრთხილად ან გამოტუმბავენ ან გამოფხეკენ.

თუ მუცელი მოგეშალათ ან გამოსუფთავების პროცედურა ჩაიტარეთ და მაინც გაქვთ სიცხე, მწვავე სისხლდენა, ციება ან მწვავე ტკივილი, იმ წამსვე დაურეკეთ ექიმს. ეს შეიძლება ინფექციის მანიშნებელი იყოს.

 

როგორია მომავალი?

ქალთა უმეტესობას, რომელთაც იძულებითი აბორტი გადაიტანეს, წარმატებული მომავალი ორსულობა ელოდება. ისეთ დროს, როცა ქალს არა ერთი მოშლა აქვს გადატანილი 70-დან 85%-მდეა იმის შანსი, რომ მომავალ ორსულობას მშვიდობიანად დაასრულებს. ჩვეულებრივ ასეთ დროს ურჩევენ ცოტა ხნით თავი შეიკავონ დაორსულებისგან. ექიმი თქვენ კონკრეტულად გირჩევთ როდის შეგიძლიათ დაორსულდეთ მოშლის შემდეგ.

 


სტუმრებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
niina
  • 19 ოქტომბერი 2014 14:02
  •    სტატუსი:გასულია   
1kvira iqneba rac gavigo rom orsulad var sanam gavigebdi mqonda yavisperi gamonadeni eqimtan jer ar vyopilvar..6tvea rac gatxovili var da im dgidan areuli maqvs menstruacia,exlac areuli megona testi gavakete da var..maqvs muclis tkivili sul odnav dzalian ara magram sheidzleba gare orsuloba rom iyos?pirvelat var orsulad pirveliveze xdeba gare orsuloba?gtxovt damexmaret
teoteo5
  • 26 აგვისტო 2014 13:38
  •    სტატუსი:გასულია   
maqvs sashineli alergia vsvavdi ketotifens da ise moxda rom davrchi fexmdzimed mainteresebs nakofs tu sheuqmnis problemas es wamali var 3 kviris darchenili
t.gogidze
  • 19 აგვისტო 2014 10:36
  •    სტატუსი:გასულია   
qeto88,
Gamarjoba 9 kviris orsuli var xshirad mawuxebs sakvercxeebis tkivili eqimma gamzebs braliao mara ragac exla upro sxvanairad mtkivdeba xolme manamde denac mqonda orjer rac turme gematomis anu sisxlchqcevis brali iyo mucelshi eqimi meubneba rom am etapze kargadi mimdinareobs yvelaperi mara sakvercxeebi mashhinebs rames xom ver mirchevt?
t.gogidze
  • 18 აგვისტო 2014 11:01
  •    სტატუსი:გასულია   
Gamarjobat gogoebo var 9kviris titqmis yoveldge mawuxebs sakvercxeebis tkivili eqimma mitxra gazebis braliao odnavi tonusic maq manamde gamonadenic mqonda rac turme gdmatomis anu sisxl chaqcevis brali iyo eqimma mitxra amjamad idialuri orsuloba gaqvso magram sakvercxeebi zogjer ise mtkivdeba ro meshinia mirchiet rame
rusa.89
  • 14 აგვისტო 2014 13:40
  •    სტატუსი:გასულია   
Gogebo 11 kviris orsuli var da dges daveci msubukat araperi damirtyia xelebit davichire tavi da ekims romvkitxe arapeiaoo celi odana. Makc dachimuli da meshinia tu vine yopilxart aset situaciashi ikneb gamomexmaurot
qetimariko555
  • 12 მარტი 2014 12:38
  •    სტატუსი:გასულია   
var 8 kviris orsuli.orsulobis me-5e kviraze vikavi eqimtan,radgan mqonda muclis dajimuloba da kujtan sheberiloba.eqima daminishna camlebi da gamiara.magram es ori dgea isev damecko,gansakutrebit gamit loginshi colisasmaqvs dajimuloba.risi bralai xom ver metkvit sanam eqimtan mival isev.vnerviulob.
teatiko
  • 14 თებერვალი 2014 22:39
  •    სტატუსი:გასულია   
sofka77,
sheikave chemo kargo cotaxani tavi, ar aris kargi mitumetes tu gamonadeni gavs, shen ginekologs miakitxe da is girchevs rames
makomari123
  • 9 თებერვალი 2014 12:01
  •    სტატუსი:გასულია   
gvanca11,
KRitikuli dxebi xoar gaq,me camomivida 30 kviris ro viyavi 2 dxe sul cota..da viceqi pexebi unda mokunto,vitamini daminishna 3 dxe,da mere arc mqonia.ciklis dros ro icis muclis cotaze tkena ise mqonda da mere momivida cota sisxlivit
qeto88
  • 9 თებერვალი 2014 02:05
  •    სტატუსი:გასულია   
aucileblad miakitxe eqims
buzgun_a
  • 8 იანვარი 2014 13:32
  •    სტატუსი:გასულია   
medea09,
dufastons tu dalev urigo ar iqneba, tan embrions exmareba mimagrebashi... cudad ar imoqmedebs bavshvze rac mtavaria,, piriqit
medea09
  • 8 იანვარი 2014 12:24
  •    სტატუსი:გასულია   
გამარჯობა, ვარ 8 ნ-კვირაზე მეტის, პირველი ტვე არაფერი აგმენისჰნებოდა, ორსულად რო ვიყავი გავიგე 7 კვირისამ, ეხოზე მივედი რადგან დამეწყო ყავისფერი გამონადენი, ტიტკმის ყოველ დგე მაკ გამონადენი, სისხლდენაც მკონდა ცოტა, ეხო მეუბნება ორსულობა ცჰვეულებრივ მიდისო, გინეკოლოგი მხოლოდ იმას ამბობს მოვლენებს დაველოდოტო არაფერს მიკვლევს? როგორ მოვიქცე გთხოვთ მიპასუხოთ
tiko.
  • 26 ნოემბერი 2013 19:34
  •    სტატუსი:გასულია   
me var 8kviris da qmartan urtiertoba eqima sastikad amikrdala amitom chemo kargo cotaxani tavi unda sheikavot ar sheidlebaaa
sofka77
  • 26 მაისი 2013 00:38
  •    სტატუსი:გასულია   
ვარ რვა კვირის ორსული, სექსის შემდეგ მქონდა ვარდისფერი გამონადენი. გთხოვთ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს
salikuna17
  • 20 ოქტომბერი 2012 17:02
  •    სტატუსი:გასულია   
ramden kviraze sheizleba gare orsulobis dadgena an ramden xanshi skdeba?
ინფორმაცია
Members of სტუმარი cannot leave comments.