
XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტი-გენეტიკური პასპორტის, პერსონალური გენეტიკური რუქის შედგენაა.
ადრე ფიქრობდნენ, რომ ადამიანის ბედი დაწერილია ვარსკვლავებზე. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის ჩაწერილია მის გენებში.
ზოგიერთი ადამიანი ეწევა დღეში 3-4 კოლოფ სიგარეტს და ამასთან ის არასოდეს არ დაავადდება ფილტვის კიბოთი. სხვისთვის საკმარისია ერთი სიგარეტიც კი დღეში, რომ დაავადდეს. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ასეა მოწყობილი ჩვენი ორგანიზმი. ზოგიერთის ორგანიზმი მდგრადია გარკვეული დაავადებებისადმი, სხვისი-არა.
დღეს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში აღინიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) რიცხვის ზრდა.ვირუსული ინფექციები, უსიმპტომოდ
მიმდინარე ფორმებიც კი, არასასურველ ზეგავლენას ახდენენ ორსულობის მიმდინარეობაზე - მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის შესაძლო დაღუპვა, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის დაინფიცირება და განვითარების მანკები.
არსებობს ნაყოფის ვირუსით ინფიცირების რამოდენიმე გზა.
შ.პ.ს. „დნმ-დიაგნოსტიკის“ დირექტორი
ნანა კირეულიშვილი

ძიძის შერჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია,
განსაკუთრებით როცა საკითხი ჩვილ ბავშვებს ეხებათ – ისინი ვერ მოგვიყვებიან როგო გრძნობენ თავს ახალ ძიძასთან, რა სტკივათ და რა აწუხებთ – ამიტომ ძიძა ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ და ჩვენი პატარა ჩავაბაროთ. მაგრამ ენდო უცხო ადამიანს – არც ისე მარტივია. ამოცანას კიდევ უფრო ამძიმებს მოარული ხმები და ჭორები სადისტ, ქურდ ან უყურადღებო ძიძებზე
ორსულობის დროს ბევრი რამ იცვლება, ქალის სხეული მრავალ ტრანსფორმაციას გადის: ძლიერდება მადა, იზრდება წონა, იცვლება ფორმები, იჭიმება კანი, ვითარდება „სტრიები“ და
იმატებს გარკვეული მღელვარება, რომ ცვლილებები შეუქცევადია. მაგრამ არსებობს მედიცინის მიმართულება - ესთეტიკური მედიცინა, რომელიც ფლობს კომპეტენციას, რომ ეს ცვლილებები შექცევადი გახადოს და ქალს დაუბრუნოს ბუნებრივი სილამაზე და ვიზუალი.
ამ საკითხებზე გვესაუბრება ესთეტიკური მედიცინის ცენტრ “BODY CARE“-ს ხელმძღვანელი -
ქ-ნი მარი მილორავა
საკმარისია, ქალმა ორსულობის შესახებ შეიტყოს, რომ ათასი აზრი აუფორიაქებს გონებას და ერთი მეტად ქალური პრობლემა უჩნდება: როგორ შეინარჩუნოს წონა ან
ჩამოიფერთხოს ზედმეტი კილოგრამები, რომლიც გამოწვეულია ფეხმძიმობით. სწორედ ამიტომ, მომავალი დედები იწყებენ ისეთი დიეტების მოძიებას, რომლებიც ყველაზე ეფექტურად მოაცილებს არასასურველ კილოგრამებს.
უსაფრთხოა თუ არა ორსულისთვის დიეტა?
საჭირო კალორიები
სტრიები-ორსულთა თავსატეხი
რეკომენდირებულია ორსულობის პირველი დღიდან
ორსულობის დროსა და მშობიარობის შემდეგ, ქალის კანის საფარველი ადვილად იცვლება - ის უფრო თხელი და მგრძნობიარე ხდება.
კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის დაკარგვის ძირითადი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, კერძოდ კი ესტროგენების დისბალანსი და კორტიზოლის ჰიპერსეკრეცია (ჭარბი რაოდენობით გამომუშავება). კორტიზოლი- არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მილაკოვან შრეში გამომუშავდება. ჰორმონის ჭარბი რაოდენობა Hიწვევს კოლაგენის ატროფიას და ხდის მას უფრო მყიფეს.
ის, რაც ყველა ქალს სჭირდება!
ქალის ინტიმური ჰიგიენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მისი გენიტალიები ანატომიურად მიდრეკილია ინფექციების მიმართ და ფუნქციურად რეპროდუქციული სისტემა უფრო დატვირთულია - ქალს აქვს მენსტრუალური ციკლი, ის ორსულდება, მშობიარობს, მელოგინეა.
რას ვურჩევთ ქალებს? რა ჰიგიენური ღონისძიებებია საჭირო განსაკუთრებით ორსულებისთვის?
ამ საკითხებზე გვესაუბრება ი. ჟორდანიას სახ. ს/კ ინსტიტუტის ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა გეგეჭკორი
ვინ უნდა მიიღოს თხევადი ჟანგბადი?
თხევადი ჟანგბადის მიღება სასურველია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ ის განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც მომატებული აქვს მოთხოვნა ჟანგბადზე - ორსულებისთვის, განსაკუთრებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, ინტენსიურად მზარდი ორგანიზმისთვის - ბავშვებისთვის, და ვისშიც ქრონიკული ჟანგბადის უკმარისობა იწვევს გარკვეული დაავადებების გამწვავებას და პროვოცირებას - მოხუცებში, გულის და სუნთქვის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში), ონკოლოგიურ ავადმყოფებში (სხივური თერაპიის კურსის გავლის შემდეგ).
რატომაა აუცილებელი ჟანგბადის მიღება?
ორგანიზმს ჟანგბადის მიწოდება სჭირდება მუდმივად და უწყვეტად. ჟანგბადის გარეშე ადამიანის ორგანიზმი სიცოცხლეს ინარჩუნებს მხოლოდ რამოდენიმე წუთი, პირველი უჟანგბადობის პირობებში კვდება ტვინის ქსოვილი (6 წუთში), ამიტომ ჟანგბადი სიცოცხლისთვის აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტია.

ორსულობისას აუცილებელია ეცადო იყო უფრო ყურადღებით თუ რას ჭამ, რადგან საკვები, რომელსაც იღებ შენ, არის შენი ბავშვის მთავარი მკვებავი წყარო. რაციონალური კვებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას განსაზღვრული კვების რეჟიმის დაცვა წარმოადგენს, რომლის დარღვევა ზიანს აყენებს დედას და არაკეთილსაიმედოდ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია სწორი კვება. იხილეთ ჯანსაღიკვების პირამიდა რომელზეც აღნიშნულია დაბალანსებული რაციონის პროპორციები.
იმ ძირითად პროდუქტებს შორის,(ბოსტნეული,ორაგული, ცირვცელი, კვერცხი,ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტები) რომელიც აუცილებელია ორსულობის დროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანია მთლიანი მარცვლებით დამზადებული პური.
ეჭვგარეშეა, რომ დედის რძე იდეალური საკვებია ჩვილისათვის და ყოველი ჩვილისათვის თავის დედის რძე ბუნებრივი კომპონენტების ბალანსირებულ რაოდენობას შეიცავს,
ეს კი აუცილებელია მისი სწორი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის. მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო დედას არ შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება, მაშინ დახმარებისათვის ხელოვნურ ნარევს უნდა მიმართოს, რომლის შემადგენლობაც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ქალის რძესთან.
შემდეგი
უკან